Connect with us

ჯანმრთელობა

სამკურნალო კენკრა: ჟოლოს სასარგებლო თვისებები

გიყვართ ჟოლო? მაშინ წარმოგიდგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ იგი უფრო მეტად.

ჟოლოს სამკურნალო თვისებები

თანამედროვე ოფიციალურ მედიცინაში ჟოლო გამოიყენება სიცხისდამწევ და ოფლმდენ საშუალებად, შედის სიროფების შემადგენლობაში.

ჟოლოს ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობა. უპირველეს ყოვლისა, ეს მდგომარეობს სისხლძარღვების კედლების გაძლიერებაში. კუჭის დარღვევების(გულძმარვა, ტკივილები, სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ) დროს შესანიშნავი საშუალებაა ჟოლოს ფოთლები, ყვავილები და ახალი ღეროები. ამისთვის საჭიროა შემდეგი ნაყენის მომზადება:

2 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით. მიიღეთ 0.3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ.

ხალხური მედიცინა ჟოლოს ორ ძირითად თვისებას იყენებს ძველი დროიდან. ესენია: 1) ანთებისსაწინააღმდეგო – ამ დროის გამოიყენება ფოთლები, ყვავილები, კენკრა და ღეროები(გამომშრალი ან წყალდასხმული). ამ სახით ჟოლო 3 წლამდე ინახება. აუცილებელია ჟოლოს მუდმივად თანაბარი რაოდენობის წყალს ასხამდეთ გამოცვლის დროს. მიირთვით 2 ს.კ. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ქუთუთოების, თვალების შეშუპებისა და კანზე გამონაყარის დროს აუცილებლად დაიბანეთ სახე ჟოლოს წყლით; და 2) ნაბახუსევისა და ხანგრძლივი ლოთობის საწინააღმდეგოდ – ასეთ დროს უნდა მიირთვათ ჟოლოს წყალი. 1-1.5 ლ ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებებს სპირტიანი სასმელის ჭარბი მოხმარების შემდეგ.

ფიტოთერაპევტები შინაგანი გამოყენებისთვის რეკომენდაციას უწევენ ჟოლოს ფოთლების ნახარშსა და ნაყენს ხველის მკურნალობის დროს, ხოლო გარეგანად – კანის ჩირქოვანი დაზიანებებისა და ანგინის დროს.

აღნიშნული კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინურ ნივთიერებას, ვიტამინებსა და მინერალებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას. ასეთი “სიმდიდრე” ჟოლოს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო კენკრად აქცევს.

ადრე არსებობდა მოსაზრება, რომ ჟოლო არარეკომენდებული იყო მათთვის, ვისაც შარდმჟავას მიმოცვლის პროცესები ჰქონდა დარღვეული, მასში პურინების მაღალი შემცველობის გამო. თუმცა, სპეციალურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ჟოლო მცირე რაოდენობით შეიცავს პურინს.