Connect with us

ყვავილები

რომელ ოთახის მცენარეს სჭირდება კბილის პასტით გამოკვება

დამეთანხმეთ, ნამდვილი მებაღეები ან მოყვარულები ოთახის მცენარეების მხოლოდ შეძენილი საშუალებებით გამოკვებაზე არ შეჩერდებიან. ყვავილების ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის ბრძოლაში ნებისმიერი საშუალება კარგია. ზოგი ამ საქმისთვის რძეს იყენებს, ზოგი ნიშადურის სპირტს. მე კი უფრო ექსტრავაგანტულ ხრიკს გთავაზობთ.

ჩემი უმცროსი შვილის კლასში ფანჯრის რაფაზე ნამდვილი ბაღია. სხვადასხვა მცენარე, როგორც ტროპიკებში, ისე იზრდება. თავიდან ეს ხელსაყრელ კლიმატს მივაწერე. შემდეგ მასწავლებელს დაველაპარაკე და ნამდვილი შოკი განვიცადე. აღმოჩნდა, რომ ჯუნგლების გასაზრდელად საუკეთესო მეთოდია კბილის პასტა.

რატომ არის კბილის პასტა საუკეთესო ვარიანტი მცენარეების გამოსაკვებად

კბილის პასტის მწარმოებლები პროდუქტებს კალციუმის და ფთორის მაღალი შემცველობით აქებენ. ეს მაკროელემენტები არა მხოლოდ კბილებისთვის, არამედ მცენარეებისთვისაც სასარგებლოა.

კბილის პასტის ხსნარით ყვავილების გამოკვება სოკოვანი დაავადებების და ობის საწინააღმდეგო შესანიშნავი პროფილაქტიკაა. სხვათა შორის, ასეთი სასარგებლო ხსნარი შეგიძლიათ კბილის პასტის ფხვნილისგან მოამზადოთ.

კბილის პასტის ხსნარით რეგულარულად გამოკვება მცენარეს უფრო ჯანსაღს ხდის და გარეგნულად ალამაზებს. ის უფრო აყვავებული ხდება, ფოთლების ფერები უფრო გაჯერებულია და მშრალი ლაქები ქრება.

 როგორ მოვამზადოთ სასუქი

ასეთი საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ყველაზე იაფი კბილის პასტა და 1 ლ თბილი წყალი. ტუბის ¼ თბილ წყალში გახსენით. კოვზით აურიეთ ისე, რომ გრანულები არ დარჩეს. კბილის პასტის ხსნარი განსაკუთრებით სასარგებლოა ყვავილობის პერიოდში.

კბილის ფხვნილისგან ხსნარის მოსამზადებლად 2 ს/კ საშუალებას 1,5 ჭიქა წყალი დაასხით. აქვე 2 ს/კ გაცრილი ნაცარი და 1 ს/კ სპილენძის სულფატი დაუმატეთ. ამ მასას 1 ლ თბილი წყალი დაასხით. აურიეთ და მცენარე მორწყეთ.

როდის გამოვკვებოთ მცენარე

მცენარე კბილის პასტით ან ფხვნილით ზაფხულში ან გაზაფხულზე გამოკვებეთ. ამ დროს მცენარეს ყვავილობის პერიოდი აქვს. ეფექტის დასანახად ერთ მცენარეს დაახლოებით 10 ლ სასუქი (რა თქმა უნდა, არა ერთჯერადად) სჭირდება. ფთორის საშუალება ფესვების ლპობის დროსაც დაგეხმარებათ. „ავადმყოფი“ მცენარის მორწყვის შემდეგ ნიადაგი დაახლოებით 1 კვირა არ გააფხვიეროთ.

რომელი მცენარისთვის გამოდგება ასეთი სასუქი

ასეთი სასუქის უნივერსალურობის მიუხედავად, ზოგიერთ შემთხვევაში კბილის პასტა არ გამოგადგებათ. ხსნარი ნიადაგს არა მხოლოდ სასარგებლო მიკროელემენტებით ამდიდრებს, არამედ მჟავიანობას ზრდის. ასეთი პირობა ყველა მცენარისთვის კარგი არაა. მაგალითად, აზალია და ხევარდი.

ეფექტურია თუ არა კბილის პასტა მცენარის გამოსაკვებად, მხოლოდ ახლა უნდა გამოვცადო. აი, ჩემი შვილის კლასში მცენარეები ისევე იზრდება, როგორც ჯუნგლებში. თვალსაც ახარებს, ენერგეტიკასაც აუმჯობესებს და ჰაერიც უფრო სუფთა ხდება. ვიმედოვნებ, ჩემს სასტუმრო ოთახშიც ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნის. თქვენ რომელ საშუალებებს იყენებთ ოთახის მცენარეების გამოსაკვებად? გაგვიზიარეთ გამოცდილება!