ყვავილები
რომელი ყვავილების გაზრდა შეიძლება წყლიან ჭიქაში
ყვავილების მოყვარულების ოთახები ყოველთვი სხვადასხვა ქოთნებით არის გადავსებული. სასიამოვნოა როცა სახლში ბევრი მცენარეა და ბუნებას სიახლოვეს გრძნობ. მაგრამ, თუ თავისუფალი სივრცე უკვე აღარ დაგრჩათ ან არ გსურთ მიწასთან მუშაობა – შეგიძლიათ ყვავილები პირდაპირ წყლის ჭურჭელში გაზარდოთ.
ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ყვავილებს, რომლებიც წყალში თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.
სახლის ტიტები
ტიტების ბოლქვებსაც კი შეუძლიათ უმიწოდ გაიზარდონ მიწაში, მაგრამ მათ გარდა კიდევ ბევრ ყვავილს შეუძლიათ იგივე პირობებში გაზრდა.
1. გიაცინტი
გიაცინტის სახლის პირობებში გასაზრდელად, ვაზა დეკორატიული კენჭებით შეავსეთ (2-3 სანტიმეტრიანი ფენა), მოათავსეთ მასში ბოლქვი და ჭურჭელი წყლით გაავსეთ. გიაცინტის სრულფასოვანი განვითარებისთვის დამატებითი განათებაა აუცილებელი. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, მისი ნაზი ყვავილები დიდხანს გაალამაზებს თქვენს საცხოვრებელს.
2. ეიხორნია
ეიხორნიას მეორენაირად “წყლის გიაცინტს” უწოდებენ. ბუნებრივ გარემოში მცენარე სწორედ წყალში გვხვდება. განსხვავდება ეფექტური ფერებითა და არაჩვეულებრივად ფუმფულა ფესვების სისტემით. ეიხორნია ხშირად გამოიყენება სამრეწველო და მუნიციპალურ საწარმოებში საყოფაცხოვრებო წყლების გასაწმენდად. მცენარე ბოლქვებით მრავლდება და შეგიძლიათ დაბალ კონტეინერში რამდენიმე ბოლქვი ჩადოთ და წყალი დაასხათ. ახლა თქვენი ლამაზმანი თვალს გაგიხარებთ.
3. ამარილისი
ისევე როგორც ბოლქვიანების სხვა წარმომადგენლები, ამარილისიც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს წყალში. ამ მცენარის ვერტიკალური მდგომარეობაში გასაჩერებლად – ქოთნის ძირში რამდენიმე ბრტყელი კენჭი ჩადეთ. ამასთანავე ბოლქვის 2/3 წყალში უნდა იყოს. საკმარისი სითბო და აუცილებელი დამატებითი სინათლე თუ მიეწოდება – ამარილისი მსხვილი ვარდისფერი ყვავილებით 15-25 დღეში გაყვავდება.
4. ციპერუსი “თავნასკვა”
ცოტამ თუ იცის, მაგრამ, მას ნიადაგის გარეშეც აქვს გაზრდის უნარი. მცენარისთვის მთავარი – ნესტია! ციპერუსი ხშირად ალამაზებს აკვარიუმებს, ასე რომ წყლიანი ვაზა არაჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილია მისთვის.
5. ბამბუკი
ის არამარტო სწრაფად იზრდება, არამედ იოლადაც იღებს ნებისმიერ ფორმას, რომელსაც მას მიანიჭებთ. ეს მცენარე ძალიან ეფექტურად და ორიგინალურად გამოიყურება.
მისი გაზრდა საკმაოდ იოლია. აუცილებელია მისი ინტენსიური მზის სხივებიდან დაცვა, ყოველდღე თბილი ნადგამი წყალი დაუსხით და კვირაში ერთხელ მთლიანად შეუცვალეთ ის.
6. სუკულენტები (მათ შორის კაქტუსები)
ეს უპრეტენზიო მცენარეები პოპულარობას თანდათან იკრებენ. ისინი განსაკუთრებულ განათებას არ ითხოვენ და წყლის წვეთის გარეშე ძალიან დიდხანს ძლებენ. გარდა ამისა, ისინი მავნე გამოსხივებისგანაც გვიცავენ. შეგიძლიათ ისინი ცალ-ცალკე გაზარდოთ ან კომზპოზიციები შექმნათ რამდენიმე მათგანისგან.
7. ტილანდსია
ეს ეკზოტიკური მცენარე გარეგნულად ანანასის მწვანე თავს გვაგონებს. ტილლანდსია უდავოდ ფლორის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული წარმომადგენელია. ამ მცენარის მოსავლელად უბრალოდ მის გარშემო ჰაერის ტენიანობის შენარჩუნებაც საკმარისია. ტილანდსია ჰაერიდან თავად აიღებს თავისთვის საჭირო რაოდენობის ტენს.
8. ტიტა
ახლა კი ტიტების გაზრდაზე ვისაუბროთ. მათი ბოლქვები ქოთანშიც კარგად იზრდება და წყლის პატარა ჭურჭელშიც.
მათ სახლში გასაზრდელად აიღეთ ჭურჭელი (სასურველია გამჭვირვალე), ის ნახევრამდე დეკორატიული კენჭებით გაავსეთ. შემდეგ ქვებს შორის ბოლქვი ფესვებით ქვემოთ მოათავსეთ და წყალი დაასხით. ბოლქვი ფრთხილად დააფიქსირეთ კენჭებით.
დარწმუნებული ვარ, ამ მცენარეებიდან ყოველი მათგანის გაზრდა მოგინდათ და ეს გასაკვირი არ არის რადგან სახლის მცენარე წყალში ძალიან იოლი მოსავლელია, მაგრამ მომნუსხველად გამოიყურებიან!