ჯანმრთელობა
რომელი პროდუქტები იწვევენ ოფლის სუნს
ჩვენ გაზრდილი ოფლდენის პრობლემას და მის მიერ წარმოქმნილ უსიამოვნო სუნს „დეზოდორანტებით“ და „ანტიპერსპირანტებით“ ვებრძვით. პირველი ოფლის სუნს ანტიბაქტერიული დანამატების და არომატიზატორების დახმარებით ნიღბავს, მეორე ოფლდენას და საოფლე ჯირკვლების მუშაობას აფერხებს. ორივე უძლურია, თუ პრობლემა კვების რაციონით არის გამწვავებული. არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც ოფლს უსიამოვნო ნოტებით „ღებავენ“ ან საოფლე ჯირკვლებს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობას აიძულებენ.
წითელი ხორცი
აკრძალულ პროდუქტთა სიაში წითელი ხორცი დიდი რაოდენობით ამინომჟავების შემცველობის გამო მოხვდა. გარდა ამისა, კუჭში ხორცის მონელება ნელა ხდება და ნაწლავები მას მძიმედ ითვისებს. სხეულის არომატი ხორცის ჭამიდან უკვე 2 საათში ძალიან სპეციფიკური ხდება და ინდივიდუალური განსაკუთრებულობის მიხედვით სუნი რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე შეიძლება შენარჩუნდეს. გსურთ მაისის ვარდის სურნელს აფრქვევდეთ, მაშინ რაციონში კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ ჩართეთ.
კარი და ნიორი
სამწუხაროდ, ნივრის არომატული მოლეკულები, ასევე კარი, კვლიავი და ძირა გადამუშავების შემდეგ გოგირდის შემცველ გაზს გამოყოფს, რომელიც კანიდან გამოდის და მას რამდენიმე დღე უსიამოვნო სუნს ანიჭებს. მყარ ეფექტს საკვებში მწიკვი რაოდენობით დამატებაც კი იწვევს. ამ ინგრედიენტების ალტერნატივა შეიძლება იყოს კოჭა, ოთხფურცელა მარწყვა-ბალახი ან ილი – ისინი საკვებს სიცხარეს მატებენ, მაგრამ ჭამის შემდეგ სასიამოვნო არომატს ტოვებენ.
სხვადასხვა სახის კომბოსტო
ბროკოლი, ყვავილოვანი ან ჩვეულებრივი კომბოსტო სასარგებლო ნივთიერებების გარდა მდიდარია გოგირდით და ანტიოქსიდანტებით – სწორედ ისინი ოფლის მძაფრ სუნზე არიან პასუხისმგებელნი. უსიამოვნო გვერდითი ეფექტის ნაწილობრივ ჩახშობას თერმული დამუშავებით შეძლებთ, ასე სუნის გამომწვევ ზოგიერთ ნივთიერებას მოკლავთ. მეორე მეთოდი – კომბოსტოს კერძს ქინძი ან კურკუმა დაუმატეთ. ასე უსიამოვნო არომატს შეასუსტებთ!
სატაცური
გემრიელი, სასარგებლო და დაბალ კალორიული – თითქოსდა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ კერძი არა მხოლოდ დახვეწილ გემოს, არამედ ოფლის სპეციფიკურ სურნელს ტოვებს.
ხახვი
კერძს პიკანტურ სიმწარეს მატებს, მაგრამ თავად სხეულის უსიამოვნო სუნის მიზეზი ხდება. საქმე ეთერზეთებშია, რომლებიც საჭმლის მონელების პროცესში გამოიყოფა. მათ გასანეიტრალებლად ერთ-ერთი მეთოდი – დაჭრილ პროდუქტს მდუღარე წყალი გადაავლეთ, მაგრამ ასე უსიამოვნო სუნთან ერთად სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილსაც მოიშორებთ.
დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტები
ქატოს, მარცვლეულის ფაფის და მიუსლის სარგებლის შესახებ არაერთი წიგნია დაწერილი. ისინი საჭმლის მომნელებელ სისტემას არეგულირებენ, ენერგიას გვანიჭებენ. ერთ ჯერზე 5 გრ-ზე მეტი უჯრედისის მიღება გაზების (წყალბადი, ნახშირორჟანგი და მეთანი) წარმოქმნას იწვევს, რაც ოფლსა და სხეულის სუნზე გარდაუვალად აისახება. ამ შემთხვევაში ანტიდოტი შეიძლება წყალი იყოს. მას უსიამოვნო ეფექტის განეიტრალება შეუძლია.
ყავა
კოფეინი არა მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემას სტიმულირებს, არამედ საოფლე ჯირკვლების მუშაობას ააქტიურებს. მხნეობასთან ერთად ოფლის მძაფრ სუნს და პირის ღრუს უსიამოვნო სუნს მიიღებთ. საქმე იმაშია, რომ ყავა, როგორც შთანთნქმელი პირის ღრუს აშრობს, ხოლო ნერწყვის დეფიციტის შემთხვევაში ბაქტერიები მრავლდება და სუნთქვა არაჯანსაღი ხდება. ამის თავიდან აცილების ერთადერთი ვარიანტი – კვების ჩვევა შეცვალეთ. უფრო ჯანსაღ ვარიანტზე გადადით – ვარდკაჭაჭა ან ბალახების ჩაი.
რძე და რძის პროდუქტები
კალციუმის შემცველობით რეკორდსმენი პროდუქტები ოფლის გამოყოფას აძლიერებენ და მას კომბოსტოს მსგავს ნოტებს ანიჭებენ. რძის პროდუქტებზე უარის თქმა არ ღირს, მაგრამ მისი მიღების შეზღუდვა გონივრული იქნება.
პომიდორი
ითვლება, რომ პომიდორში შემავალი კაროტინოიდები და ტერპენები უფლის სუნს არც თუ ისე დადებით მხარეს ცვლიან. მართალია, არა ყველასთვის და არა ყოველთვის.
ბოლოკი
ხალხურ მედიცინაში ამ ძირნაყოფის წარმატებას გამომწვევი უსიამოვნო სუნიც კი არ აცხრობს. მოხარშული ბოლოკი ისეთი აგრესიული არაა, მაგრამ თერმული დამუშავებით პროდუქტი უამრავ სასარგებლო ელემენტს კარგავს.
ოფლის გამოყოფის დროს ჯანმრთელ ადამიანს სუნი არ აქვს. უსიამოვნებები იწყება, როცა საოფლე ჯირკვლებს, რომლებიც 85% წყლის და 15% ცილებისა და ცხიმებისგან შედგება, თავს ესხმის კანზე მცხოვრები მზაკვარი ბაქტერიები. ისინი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შთანთქავენ, რის შემდეგ თავის სასიცოცხლო პროდუქტებს გამოყოფენ და კვდებიან. სწორედ ეს პროცესი სუნის გაუარესებას იწვევს. ადამიანის მიკროფლორა განსხვავებულია, ამიტომ მისი სუნის ინტენსივობაც განსხვავდება.