Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი ბოსტნეული არ უნდა მოათავსოთ ერთ კერძში

ჩვენ ყველამ ბავშვობიდანვე ვიცით, რომ საჭიროა ბოსტნეულის ჭამა იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელი და ძლიერი. ბოსტნეული – ეს უბრალოდ ვიტამინებისა და სასარგებლო ამინომჟავების ნაკრებია, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის ფუნქციონირებას და ზრდის საერთო ცხოვრებისეულ ტონუსს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქციისთვის გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივი ბოსტნეულის სალათს არამხოლოდ სარგებლოს არმოტანა, არამედ ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებაც კი შეუძლია.

როგორ ვჭამოთ ბოსტნეული

კიტრი და პომიდორი

თავისთავად, ეს ბოსტნეული ცალ-ცალკე აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა, თუ მათ ერთ კერძში მოათავსებთ, შეიძლება უსიამოვნო შედეგები მიიღოთ. რამდენადაც კიტრი ტუტოვანი პროდუქტია, ხოლო პომიდორი – მჟაური, ბოსტნეულის ასეთი კომბინაცია იწვევს მარილების წარმოქმნას, რომლებიც ილექება, არ ნელდება.

ჭარხალი

ეს ბოსტნეული არ შეიძლება მათთვის, ვისაც ორგანიზმში მაღალი მჟავიანობა აღენიშნება, აქვთ ქრონიკული პრობლემები და განავლის შეუკავებლობის პრობლემები, რამდენადაც მას კუჭისამშლელი თვისება აქვს.

ნიორი

ნიორთან ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც დაბალი წნევა და კუჭის პრობლემები აქვს. ნივრის ჭარბი მოხმარება იწვევს ტემპერატურის მომატებას, ალერგიულ რეაქციებს, გულძმარვას, გულისრევას, შაკიკსა და თავბრუსხვევას.

ბოლქვიანი ხახვი

ხახვი არაა რეკომენდებული წყლულის, გასტრიტის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. საქმე ისაა, რომ მას მჟავიანობის მომატების თვისება და საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე გამღიზიანებელი ეფექტი აქვს.

ბულგარული წიწაკა

ეს ბოსტნეული მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას, ამიტომ ჰიპოტონიკებმა მისი მოხმარება უნდა შეზღუდონ.

სტაფილო

სტაფილოს ჭარბი მოხმარება იწვევს ძილიანობას, დაღლილობას, გულისრევასა და თავის ტკივილს. ეს ბოსტნეული, ასევე, ზრდის კუჭის მჟავიანობას, იწვევს კანის საფარველის გაყვითლებას. გარდა ჩამოთვლილია, მისი ჭარბი მოხმარება იწვევს სუსტ ნაწლავებზე ჭარბ ზეწოლას, უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო.

ძირტკბილა

ძირტკბილა მავნებელია მათთვის, ვისაც თირკმლების ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებები აქვს. მცენარე აკრძალულია ფეხმძიმეთათვის. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ცხარე პროდუქტების, მათ შორის, ძირტკბილას, ჭარბი მოხმარება იწვევს სისხლის წნევის მომატებას და სისხლდენასაც კი.

და მაინც, შეიძლება თუ აა ბოსტნეულის ჭამა? რა თქმა უნდა – უბრალოდ ნუ გადააჭარბებთ ნორმას.