Connect with us

ტესტები

რომელი ბავშვობის მოგონება გიშლით ხელს ცხოვრებაში ახლა

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა ბავშვობის ნეგატიური მოგონებებით არის გამოწვეული.

გსურთ გაიგოთ, რომ რომელიც ბავშვობის წყენა ახდენს თქვენზე გავლენას?

ამისთვის მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის გავლას გთავაზობთ.

უბრალოდ 4 შემოთავაზებული სურათიდან ერთ–ერთი აირჩიეთ!

ჩვენ კი გეტყვით, თუ რომელი ბავშვობის მოგონება იმალება ღრმად თქვენს ქვეცნობიერში. მთავარია – მას როგორ გაუმკლავდებით.

ბავშვობის მოგონებები

ნახატების მნიშვნელობა

1. სავსებით შესაძლოა, რომ ბავშვობაში ახლობლებიდან სათანადო სიყვარულს და აღიარებას ვერ იღებდით. ამან კი თვითშეფასების დაქვეითება გამოიწვია. შესაძლოა, არასრულყოფილების გრძნობაც კი განავითარა.

ასეთი ხალხი ნებისმიერ კრიტიკას მტკივნეულად იღებს და რეგულარული თვითშემოწმების ჩვევად აქვს.

პრობლემას რომ გაუმკლავდეთ, თითოეული შეცდომის გამო საკუთარ თავთან კამათი შეწყვიტეთ და მიღწევებისთვის თავის შექება დაიწყეთ.

იმის ნაცვლად, რომ წარუმატებლობის და უარის მუდმივად გეშინოდეთ, აუცილებლად პოზიტიურად იაზროვნეთ და მარცხზე არ ჩაიციკლოთ.

2. ამ ნომრის ქვეშ სურათი იმას ნიშნავს, რომ ახლობლების მიმართ ნდობა დაკარგეთ.

სავარაუდოდ, თქვენთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა პირობა არ შეასრულა. ამიტომ რწმენა, რომ ამ სამყაროში არავის უნდა ენდო, თქვენს მგრძნობიარე ბავშვურ გულში ღრმად ჩაიბეჭდა.

და უკვე ზრდასრული, საკუთარ თავში უფრო მეტად იკეტებოდით. ბავშვობიდან მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გქონდათ.

ასეთი ხალხი სამსახურში წარმატებას სხვებზე მეტად აღწევენ, მაგრამ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არაა. მას ხომ არანაირი სურვილი არ აქვს იმედი გაუცროვდეს ადამიანში, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა.

ასეთი წყენის გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდი – რისკზე წადით. თუნდაც ერთი ადამიანის ნდობა სცადეთ, რომ მხარდაჭერა და ზრუნვა მიიღოთ, რაც ასაკის მიუხედავად ნებისმიერ ადამიანს სჭირდება.

3. თუ მესამე სურათი აირჩიეთ, ბავშვობაში თავს ხშირად წარუმატებლად გრძნობდით. შესაძლოა, მშობლები თქვენს ძალისხმევას სისტემატურად არ აფასებდნენ. შესაძლოა, რაიმე პირადი მახასიათებლის გამო თანაკლასელების დაცინვას შეეჯახეთ?

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ცდილობთ, რომ ყველასთვის საყვარელი ადამიანი გახდეთ, რის გამოც პირად ინტერესებს და სურვილებს ხშირად უგულებელყოფთ.

უნდა გააცნობიეროთ, რომ სხვისი აღიარება ნამდვილად ბედნიერს ვერ გაგხდით. იმის ნაცვლად, რომ ყველას ასიამოვნოთ, საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იზრუნეთ.

4. მე-4 ნახატი მარტოობის შიშზე საუბრობს. ის შეიძლება ადრეულ ასაკში ახლობელი ადამიანის დაკარგვით იყოს გამოწვეული ან იქედან, რომ ცხოვრებისეული მდგომარეობის გამო მნიშვნელოვან ადამიანთან კავშირის გაწყვეტა მოგიწიათ.

ამან შეიძლება ზრდასრულ ცხოვრებაში ზედმეტ შეპყრობამდე მიგიყვანოთ. უარესს შემთხვევაში – დაკარგვის შიშის გამო ახლო ურთიერთობის სურვილის არ ქონამდე.

პირველ შემთხვევაში, მეგობრებს და საყვარელ ადამიანს უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭეთ. მეორე შემთხვევაში – უბრალოდ მიიღეთ ფაქტი, რომ შეუძლებელია იმ ადამიანის დაკავება, რომელსაც თქვენ გვერდით ყოფნა არ სურს.

პირადად, მე 100 %–ით დამემთხვა. თქვენ რას იტყვით შედეგებზე? ნებისმიერ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, რომ ყველა ბავშვური წყენის გადალახვას და ცხოვრების სრულყოფილად და ბედნიერად დაწყებას შეძლებთ.