ჰოროსკოპი
რომელია თქვენი წარმატების ქვა დაბადების თვის მიხედვით
უძველესი დროიდან ძვირფასი ქვა არა მხოლოდ სამკაული, არამედ ამულეტია, რომელსაც დამცავი თვისებები აქვს და მფლობელისთვის წარმატება, კეთილდღეობა მოაქვს, ავადმყოფობისა და საფრთხისგან იცავს. ასტროლოგების თქმით, თითოეული ძვირფასი ქვა გარკვეულ პლანეტას და ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება. რეკომენდებულია, თქვენი დაბადების თვის შესაბამისი ქვა თან ატაროთ, რადგან ის თქვენი წარმატების ქვაა.
დაბადების თვე და წარმატების ქვა
ადამიანის დაბადების დროს პლანეტის ადგილმდებარეობასა და მის ბედსა და ხასიათს შორის ურთიერთკავშირის შესახებ არაერთი გამოკვლევა და დისკუსია ჩატარდა. უძველესი პრაქტიკა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაზე ზეციური სხეულების გავლენას შიფრავს, ყველასთვის ცნობილი ასტროლოგიაა. მას შეგიძლიათ დაუმატოთ ისეთი მეცნიერება, როგორიცაა გემოლოგია, რომელიც ასევე საუკუნეზე მეტს ითვლის, მაგრამ პოპულარული ახლა გახდა.
გემოლოგია – მეცნიერება, რომელიც ძვირფას ქვებს სწავლობს. თითოეულ ქვას საკუთარი უნიკალური ფერი, რეფრაქციის ინდექსი, სიმკვრივე და სხვა უნიკალური თვისება აქვს. თითოეული ძვირფასი ქვა გარკვეულ პლანეტას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ როცა ცხოვრებაში რაღაც რიგზე არაა, ჩვეული ძვირფასი ქვის შეცვლას გვირჩევენ.
ადამიანის დაბადების თარიღს მის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია. ძვირფასი ქვები პლანეტების სიმბოლოა, ამიტომ ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. მაგალითად, თითოეულ თვეს თავისი წარმატების ქვა შეესაბამება. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, შეამოწმოთ, თუ რომელია თქვენი წარმატების ქვა დაბადების თვის მიხედვით.
თუ იანვარში დაიბადეთ
იანვარში დაბადებული ადამიანი ცხოვრებაში საკუთარ გზას თავად ირჩევს, საკუთარ სურვილებს მტკიცედ იცავს. მაღალი მოტივაცია და დიდი ნებისყოფა აქვს. ბუნებით ლიდერი და მასწავლებელია. სამსახურს პასუხისმგებლობით ეკიდება, საკუთარი აზრის გამოთქმა არ აშინებს.
წარმატების ქვა: ძოწი
თუ თებერვალში დაიბადეთ
თებერვალში დაბადებული ადამიანი ერთგული და გულწრფელია. მოგზაურობა, თავგადასავლების ძიება და მწვავე შეგრძნებები უყვარს. შემოქმედი და გამომგონებელია, უცნობი სიტუაციები არ აშინებს. ცხოვრების გამოწვევებს მტკიცედ იღებს.
წარმატების ქვა: ამეთვისტო
თუ მარტში დაიბადეთ
მარტში დაბადებული ადამიანი, ძირითადად, მორცხვი, წყნარი, კეთილი და გულისხმიერია. კრეატიულია, წარმოსახვა განვითარებული აქვს, ოცნება და მარტოობაში ფიქრი უყვარს. პირად ცხოვრებას ცნობისმოყვარეებისგან გულმოდგინედ იცავს.
წარმატების ქვა: აკვამარინი
თუ აპრილში დაიბადეთ
ამ თვეში დაბადებული ერთი მხრივ, დაუცველობით და მგრძნობიარობით გამოირჩევა, მეორე მხრივ, სითამამით. კომპრომისზე რთულად მიდის, მაგრამ ამასთან ერთგული მეგობარია. ცდუნება შეუძლია, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობის ფასი იცის. სპორტი უყვარს, სარისკო ქმედებისგან სიამოვნებას იღებს. იშვიათად ღიზიანდება, ხშირად მოუთმენელი და მოუსვენარია.
წარმატების ქვა: ბრილიანტი
თუ მაისში დაიბადეთ
მაისში დაბადებული ადამიანი კომუნიკაბელური, ენერგიით და ენთუზიაზმით სავსეა. ნებისმიერ თემაზე საუბარი, საკუთარი ფიქრების და გრძნობების გამოხატვა შეუძლია. ყველაფერი სწრაფად ბეზრდება, ამიტომ მუდმივად სიახლეს ეძებს. ურთიერთსაპირისპირო და არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს. ბუნებით ემოციურია.
წარმატების ქვა: ზურმუხტი
თუ ივნისში დაიბადეთ
ივნისში დაბადებული ადამიანი მშვიდი, მორიდებული და თანამგრძნობიარეა. პირველ რიგში, სხვებზე ზრუნავს და მათ ეხმარება. გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია და სხვებისთვის დახურული წიგნივით არის. შემოქმედებითი ბუნება აქვს, იდეების განხორციელებაზე ოცნებობს.
წარმატების ქვა: ალექსანდრიტი
თუ ივლისში დაიბადეთ
ბუნებით ივნისში დაბადებულ ადამიანს ჰგავს. თუმცა უფრო გახსნილია და ნაცნობების და მეგობრების ფართო წრე ჰყავს. გრძნობების და განცდების გამოხატვა არ უყვარს და სხვებისგან მათ დამალვას ცდილობს. ივლისში დაბადებული ძალიან აქტიური, ენერგიულია და დიდ კომპანიაში ყოფნა უყვარს.
წარმატების ქვა: ლალი
თუ აგვისტოში დაიბადეთ
აგვისტოში დაბადებული ადამიანი გრძნობებში თავშეკავებულია. გულუხვი და სულგრძელია, მართვა უყვარს და ბუნებით ლიდერია. იმ პროფესიებში წარმატებას აღწევს, სადაც კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური უნარი საჭიროა.
წარმატების ქვა: ოლივინი (მწვანე ძოწი) ან მისი ანალოგი პერიდოტი
თუ სექტემბერში დაიბადეთ
ამ თვეში დაბადებული ადამიანი პრინციპულია და ყველაფერში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. თუ ვინმე მის მოთხოვნებს არ პასუხობს, მის მიმართ ზიზღს განიცდის. ზოგჯერ ზედმეტად კატეგორიული და უდრეკია. ზოგადად, მზრუნველი და მდიდარი წარმოსახვით დაჯილდოებული ადამიანია.
წარმატების ქვა: საფირონი
თუ ოქტომბერში დაიბადეთ
ამ თვესი დაბადებული ადამიანი კომუნიკაბელურია, ლაპარაკი და დროის კარგად გატარება უყვარს. პოზიტიური და ჰარმონიულია, კონფლიქტების თავიდან აცილებას ცდილობს.
წარმატების ქვა: ტურმალინი
თუ ნოემბერში დაიბადეთ
ნოემბერში დაბადებული ბუნებით იდუმალი ადამიანია. ხშირად სიჯიუტამდე მისულ ურყევობას ავლენს. გაბედული ადამიანია, რომელსაც არ უყვარს, როცა უთითებენ, რა გააკეთოს.
წარმატების ქვა: ტოპაზი
თუ დეკემბერში დაიბადეთ
დეკემბერში დაბადებული ადამიანი მოკრძალებული და კეთილმოსურნეა. მოგზაურობა უყვარს, ამიტომ გზაზე მყუდრო სახლს უპირატესობას ანიჭებს. ვნებიანი და საინტერესო ადამიანია, მაგრამ ამავდროულად მგრძნობიარე სული აქვს.
წარმატების ქვა: ფირუზი
უკვე იცით, თუ როგორ აირჩიოთ ძვირფასი ქვა სწორად. ამა თუ იმ ქვის არჩევა მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული არაა. ხშირად არჩევანი პლანეტებთან და ზეციურ მნათობებთან გარკვეულ კავშირშია. სწორედ ამიტომ, ძვირფასი ქვა მფლობელის დაბადების თვეს და ზოდიაქოს ნიშანს უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა ეს ინფორმაცია ძალიან სერიოზულად არ აღიქვათ, ეს უფრო გაცნობით ხასიათს ატარებს.