თავის მოვლა
როგორ შევიღებოთ თმა ნატურალური საშუალებით: ამ გასაოცარი რეცეპტით იდეალურ შედეგს მიიღებთ
ძალიან ბევრი ადამიანი ყავის გემოთი სიამოვნებას იღებს და წარმოდგენაც არ აქვს, რომ ამ სასმელს სხვა დანიშნულებაც გააჩნია. მას იყენებენ კულინარიაში, პარფიუმერიაში, გამწმენდ საშუალებად და კოსმეტიკის შესაქმნელად. დღეს წარმოუდგენელ აღმოჩენას გიზიარებთ.
როგორც აღმოჩნდა, ყავის დახმარებით შეგიძლიათ თმა შეიღებოთ! თუმცა ერთი პატარა დეტალი არსებობს: ქერა და ღია ყავისფერი თმის მფლობელებს ეს მეთოდი არ გამოადგებათ, რადგან თმა საკმაოდ მოულოდნელ შეფერილობას მიიღებს.
ყავის დახმარებით თმის შეღებვა წაბლისფერ თმიან ქალებს იდეალურად გამოადგებათ, რადგან საღებავი მათ ნატურალურ ფერს უფრო გაჯერებულს გახდის და განაახლებს.
ნატურალური საღებავი თმისთვის
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ კონიაკი
- 2 კვერცხის გული
- 2 ჩ/კ დაფქული ყავის მარცვალი
- 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- წყალი
მომზადება:
- თასში კონიაკი, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი და დაფქული ყავის მარცვლები აურიეთ.
- ამის შემდეგ მცირე რაოდენობით წყალი დაუმატეთ, რომ არაჟნის მსგავსი სქელი ფაფა მიიღოთ.
- თავი შამპუნით დაიბანეთ. ოდნავ გამშრალი თმა დაივარცხნეთ და რიგებად დაყავით.
- კოსმეტიკური ფუნჯის ან სპონჯის დახმარებით საღებავი თითოეულ რიგს წაუსვით.
- თავზე პარკი დაიხურეთ და პირსახოცით ან თბილი შარფით შეიფუთეთ.
- ნიღაბი დაახლოებით 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თავი შამპუნით კიდევ ერთხელ დაიბანეთ.
თუ სასურველ შედეგს პირველივე ჯერზე ვერ მიაღწიეთ, შეგიძლიათ პროცედურა მეორე დღეს გააგრძელოთ.