ჯანმრთელობა
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ჩაიდანი
სანამ ელექტრო ჩაიდანს შეიძენთ, მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებზეც ჩაიდნის მუსაობის სიჩქარე და მისი მოხმარების ხანგრძლივობაა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს მოწყობილობის ტიპს, სიძლიერეს, კორპუსის მასალა, გამაცხელებელი ელემენტის თვისებები და დამატებითი ფუქნციები.
ელექტრო ჩაიდნის ტიპი და სიძლიერე
ყველაზე პოპულარული ელექტრო ჩაიდნების ტიპებში გამოყოფენ:
- საგზაო მოდელებს
- სტანდარტულ ჩაიდნებს
- თერმოჩაიდნებს
ყველაზე პატარები საგზაო ელექტრო ჩაიდნებია. ისინი მაქსიმუმ 1-3 ჭიქა მდუღარე წყლის ასადუღებლად გამოიყენება. გაცხელებას კი 5 წუთხე ნაკლები დრო სჭირდება. ასეთი დანადგარი შეგიძლიათ ტურისტული მოგზაურობისას ნა მივლინებაში წაიღოთ. მისი გამაცხელებელი ელემენტის ძალა 1 კილოვატს არ აღემატება.
სტანდარტულ მოდელებს 2-2.5 ლიტრიანი მოცულობა აქვთ. მათ გამაცხელებელ ელემენტს 2 – 2.5 კილოვატის სიძლიერე აქვთ.
ასევე არსებობს თერმოპოტები. ისინი დიდი მოცულობით გამოირჩევიან (6 ლიტრი) და გარკვეულ ტემპერატურას ინარჩუნებენ (თერმოსის ანალოგიურად). მდუღარე წყლის მძიმე ჩაიდნიდან დასხმა მოსახერხებელი არ არის, ამიტომ კონსტრუქციაში პომპა გამოიყენება.
კორპუსის მასალა და გამაცხელებელი ელემენტი ელექტრო ჩაიდნებში
ელექტრო ჩაიდნების კორპუსი პლასტმასის, მეტალის, კერამიკისა და შუშისგან მზადდება. ბიუჯეტურ ვერსიებს პლასტმასისგან ამზადებენ, ასეთი ცაიდნის მინუსი მისი არაეკოლოგიურობაა. მისი მოხმარების დასაწყისში წყლის ადუღებისას – პლასტმასის გემო იგრძნობა, რაც მოხმარებასთან ერთად, ნელ-ნელა ქრება. ამ პრობლემას შედარებით ძლიერი ბრენდების ჩაიდნებში არ წააწყდებით.
კერამიკა და შუშა – ეკოლოგიური ვარიანტებია, თუმცა მათ ნაკლიც გააჩნიათ – ისინი შესაძლოა ნებისმიერი ჭურჭლის ოდნავი მირტყმითაც კი დაზიანდნენ.
მეტალის ელექტრო ჩაიდანი ყველაზე საიმედოდ ითვლება. ეს მასალა გამძლებითა და გაცხელებისას საიმედოობით გამოირჩევა. ნაკლიდან კი გარე კედლების ძლიერი გაცხელება შეიძლება ვახსენოთ, რომლის გამოც დამწვრობის რისკი ჩნდება.
გამაცხელებელი ელემენტი შესაძლოა სპირალური ან დისკის ფორმის იყოს. პირველი მხოლოდ იაფფასიან მოდელებში გვხვდება და ასეთი მოდელის გამოყენება მხოლოდ მისი წყლიტ სრულად დაფარვის შემთხვევაში შეიძლება. დისკის ელემენტი კი საშუალებას გვაძლევს თუნდაც ნახევარი ჭიქა წყალი გავაცხლოთ.
ელექტრო ჩაიდნების დამატებითი ფუნქციები
თანამედროვე ელექტრო ცაიდნები უფრო და უფრო ტექნოლოგიურ ხდება, ახალ მოდელებში გადახურებისგან დაცვა, წყლის დონის ინდიკატორი და შიდა განათებაც გვხვდება. არსებობენ კიდევ უფრო თანამედროვე მოდელები რომელთა ჩართვაც დისტანციურად – სმარტფონით შეიძლება, მათ სასურველი ტემპერატურის თერმოსტატიც აქვთ.