Connect with us

კულინარია

როგორ მოვამზადოთ იდეალური ბეზე: ხრაშუნა გარედან, ნაზი – შიგნიდან

ბეზე (მერენგა) –  შაქრისა და ცილის კრემია, ასევე, ნაწარმი, რომელსაც მიიღებთ, თუ კრემს ღუმელში, დაბალ ტემპერატურაზე გამოაცხობთ. ფაქტობრივად, ერთეული შემთხვევაა, როცა სრულყოფილ ნამცხვარს ფქვილის გარეშე ამზადებენ. ბეზე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დესერტი ან ტორტის ერთ-ერთი ინგრედიენტი.

ბეზეს სამი საბაზისო რეცეპტურა არსებობს: ფრანგული, იტალიური და შვეიცარიული. ფრანგული ბეზე მიიღება ცილის, მარილისა და შაქრის ათქვეფით – ეს ყველაზე მარტივი მეთოდია, რომელიც ფიგურების გამოსაკვეთად არ გამოდგება. ბეზე იტალიური რეცეპტით მზადდება ცილის მასის შაქრის ცხელ სიროფთან შერევით. მიღებული კრემის შერევა შეიძლება კარაქთან, შემდეგ კი მას ტორტების, ხვეულებისა და ეკლერების შიგთავსაც იყენებენ.

შვეიცარიული ბეზე მოსამზადებლად ყველაზე რთულად ითვლება, რადგან ორთქლის აბაზანაზე ითქვიფება. საბოლოო ჯამში, მასა უჩვეულოდ მოცულობითი და პლასტიკურია, მისგან მარტივია ვარდებისა და სხვადასხვა ფიგურის გამოკვეთა.

ბეზე საშინაო პირობებში

რომელი მეთოდიც არ უნდა შეარჩიოთ, აუცილებელია ბეზეს მომზადების მკაცრი წესები დაიცვათ:

  1. ინვენტარი, რომელიც ცილის ამოსაყვანად უნდა გამოიყენოთ, აბსოლუტურად მშრალი და სუფთა უნდა იყოს.
  2. ცილოვან მასაში არც ერთი წვეთი გული არ უნდა მოხვდეს!
  3. შაქრის(უმჯობესია, შაქრის პუდრა) დამატება დაიწყეთ უკვე ცოტათი ამოყვანილ ცილაში.
  4. იმისათვის, რომ ქაფი არ ჩავარდეს, თქვეფის დასრულების შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი: 0.5 ჩ.კ. 1 ცილაზე.
  5. ბეზეს მზაობის მაჩვენებელია მყარი ქაფი, რომელიც არც წვეთავს და არც მოძრაობს. სცადეთ თასის გადმობრუნება – ცილოვანი მასა უძრავი უნდა იყოს.
  6. გამოაცხვეთ ბეზე ზედა თაროებზე, რომ არ მიიწვას.

მერენგის რეცეპტები

კლასიკური ფრანგული მერენგა

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხის ცილა
  • 120 გ შაქრის პუდრა
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

  1. ცილები მოათავსეთ თასში, დაიწყეთ თქვეფა ნელი ბრუნით. თანდათან გაზარდეთ სიჩქარე, სანამ აფუებულ ქაფს არ მიიღებთ.
  2. არ შეაჩეროთ თქვეფა და ულუფებად დაუმატეთ შაქრის პუდრა ძირითად მასას. თქვიფეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. მასა უფრო მაღალი და მჭიდრო უნდა გახდეს. დაუმატეთ ლიმონის წვენი და თქვიფეთ კიდევ 1 წუთით.
  3. საცხობ ფორმას დააფინეთ საცხობი ქაღალდი. საკონდიტრო შპრიცით დაალაგეთ ბეზეები. შედგით ღუმელში 100-110 ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათით.

შვეიცარიული მერენგა ჩხირზე

ინგრედიენტები

  • 3 ცილა
  • 150-180 გ შაქარი
  • მწიკვი ვანილინი
  • საკვები საღებავი სურვილისამებრ

მომზადება

  1. ცილების თასი, შაქართან და ვანილინთან ერთად, დადგით ორთქლის აბაზანაზე ისე, რომ ჭურჭელი წყალს არ ეხებოდეს. ინტენსიურად მოურიეთ მასას შაქრის სრულ გახსნამდე. აიღეთ თასი ორთქლიდან და მაშინვე დაიწყეთ მიქსერით თქვეფა: ჯერ საშუალო სიჩქარით, შემდეგ სწრაფად. თქვიფეთ მყარი მწვერვალების მიღებამდე.
  2. საკონდიტრო ტომარა გაავსეთ კრემით, სურვილისამებრ, დაუმატეთ 1 წვეთი საკვები საღებავი. გამოსახეთ პერგამენტის ქაღალდზე ლამაზი ყვავილები, ჩასვით ჩხირები. შედგით დესერტი 90-100 გრადუსზე, 60-90 წუთით. მერენგები გამორთულ ღუმელში უნდა გააგრილოთ.

მეზე მიკროტალღურ ღუმელში

ინგრედიენტები

  • 1 ცილა
  • 340 გ შაქრის პუდრა
  • 0.5 ჩ.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

  1. ცილა შეურიეთ ლიმონის წვენს, დაუმატეთ შაქრის პუდრა მთლიანად და მოურიეთ. უნდა მიიღოთ პლასტიკური მასა. გაყავით იგი 20 ნაწილად. თითოეული მათგანი დაამრგვალეთ ბურთად და ჩაალაგეთ კექსისთვის განკუთვნილ სილიკონის ფორმებში.
  2. მოამზადეთ 800 ვატზე 1.5 წუთით. მეტხანს არ გააჩეროთ! როცა ქაფი ამოიბერება, დაითვალეთ 20 წამი და გამოიღეთ.

ბეზე – უამრავი ტორტისა და დესერტის ძირითადი ინგრედიენტია, ამიტომაც, მისი მომზადება აუცილებლად უნდა იცოდეთ. გაუზიარეთ ეს რეცეპტები დაუზარელ დიასახლისებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.