Connect with us

ყვავილები

როგორ მეზობლებს ვერ აიტანს კაპრიზული ვარდი

ვარდი მებაღეების ერთ-ერთი უსაყვარლესი მცენარეა. ისინი შედარებით უპრეტენზიოები არიან, ულამაზესად გამოიყურებიან და ასეულობით სახეობა აქვთ. თუმცა ვარდის მოვლას გარკვეული თავისებურებები მაინც ახასიათებს, მაგალითად პიონები და ვარდები ერთმანეთთან ახლოს არ უნდა დარგოთ, თორემ ამისგან კარგ შედეგებს ნამდვილად ვერ მიიღებთ!

სინამდვილეში ვარდების ჯანმრთელობას ბევრი ყვავილი ვნებს, ამიტომ დღეს იმ ყვავილებს განვიხილავთ რომელთა დარგვაც ვარდის სიახლოვეს არ შეიძლება!

პიონები

გასაოცარია, მაგრამ ეს ორი მცენარე ერთმანეთს ვერ ეგუება, თუ პიონებს ვარდის სიახლოვეს დარგავთ, პიონი დომინირებას დაიწყებს და ვარდს ნელ-ნელა გაანადგურებს. ვარდს ყვავილები დაუჭკნება და მისი ბუჩქი ვეღარ განვითარდება. ვარდსა და პიონებს შორის დაშორება მინიმუმ – 1.5 მეტრი უნდა იყოს.

ფურისულა

მცირე ბოლქვიანი მცენარეებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ვარდზე. თუ მებაღემ ვარდის წინ უკვე დარგო ტიტები და გიაცინტები მას მათი ამოთხრა ყოველ წელს მოუწვეს ეს კი ვარდების ფესვთა სისტემაზე იარყოფით გავლენას ახდენს. ნარცისები ვარდისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ უბრალოდ როდესაც ყვავილობას რცებიან – ვიზუალს აფუჭბენ. გაზაფხულის ბოლქვოსანი ყვავილები აჯობებს ცალკე დარგოთ, ასე უფრო მეტ სინათლესაც მიიღებენ და თვალსაც გაახარებენ.

ბეგონიები, გეორგინები, გლადიოლუსები

ეს მცენარეები კატეგორიულად არ უნდა დარგოთ ვარდების წინ, პირველ რიგში იმიტომ, რომ კვებისას ისინი ვარდის კონკურენტები გახდებიან და მთელს საკვებ ნივთიერებებს მიითვისებენ, გარდა ამისა – ისინი თითქმის ერთდროულად ყვავიან და დეკორატიული და ყვავილოვანი თვალსაზრისიტ ვარდის პირდაპირი კონკურენტები არიან. მეორე მიზეზი: ეს კულტურები ყოველ წელს უნდა ამოთხაროთ და ამით ვინ დაზარალდება?! ვარდი და მისი ფესვოვანი სისტემა! ამიტომ თუ იდეალური ბაღი გინდათ ამ მცენარეებს ერთმანეთის სიახლოვეს ნუ დარგავთ!

შროშანი

შროშანი ისეთი საშიში არ არის ვარდისთვის, როგორც ვარდი შროშანისთვის! ვარდის ბუჩქს მულჩირება ჭირდება ლილიას კი პირიქით მულჩირება ვნებს, ამიტომ აჯობებს ამ ორ მცენარეს ერთმანეთის მეზობლად თუ არ მოათავსებთ.

აგრესორები

ვარდები ვერ იტანენ აგრესორ მცენარეებს, ეს არის მცენარეები რომლებიც მიწის ზემოთ არაფრით გამოირჩევიან და შეიძლება სარეველადაც ჩათვალოთ. ამგვარი მცენარეები მიწის ქვემოთ სხვა მცენარეების ფესვებს ავიწროვებენ. მათ სიაში შედიან ენოტერა (ღამის ფურისულა) და ხახვთესლას უმეტესი სახეობები.

მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენს ვარდს მისმა მეზობლებმა ზიანი არ მიაყენონს. სხვა მხრივ ის კარგად უძლებს სიცხეს, სიცივეს და სხვადასხვა სახის დაავდებებს, შესაბამისად თავისი ლამაზი ყვავილებით თქვენს ბაღს დიდხანს გაალამაზებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.