Connect with us

სხვა

როგორ ვიცნოთ ადამიანი, ვისთანაც ხელშეკრულება დაბადებამდე დავდეთ

ამბობენ, რომ სულებს შეუძლიათ ამ სამყაროში მოსვლამდე ერთმანეთის ნახვაზე შეთანხმდნენ. სწორედ ამიტომ, გვიჭირს ადამიანის დავიწყება ან მასთან დაშორება და სწორედ ამ მიზეზით გაცნობისას ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ „მას უკვე ათასი წელი ვიცნობთ“.

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ ადამიანთან შეხვედრისას? შეიყვაროთ, შეიძულოთ თუ მთელი ცხოვრება მასთან გაატაროთ?

მოდით, გავარკვიოთ. თუ „გაცნობის“ შემდეგ ამ ადამიანის მიმართ ლტოლვას გრძნობთ, მასთან ნათელ ემოციებს განიცდით, თქვენი აზრები (მნიშვნელობა არ აქვს როგორი) მისკენ მიმართულია – დიახ, სავარაუდოდ, ეს სწორედ ის შეხვედრაა.

მცდარია მოსაზრება, რომ სამუდამოდ ერთად უნდა იყოთ. არა, შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ერთად ყოფნისთვის განწირული ხართ მანამ, სანამ თქვენს საკითხებს არ მოაგვარებთ. ეს კი შეიძლება ნებისმიერი პრობლემა იყოს. ესაა კონკურენცია, სიძულვილი, სიყვარული და ღალატი. რაღაც, რაზეც წარსულში ვერ შეთანხმდით და გადაწყვიტეთ ახლებურად გადაითამაშოთ, შესაძლოა მსგავსი სცენარით ან შეცვლილი როლებით, რაც ურთიერთობის შეცვლის საშუალებას გაძლევთ.

გაცნობის შემდეგ უნდა გაარკვიოთ, თუ რა საკითხებია მოსაგვარებელი. აქ, თქვენი გრძნობები დაგეხმარებათ – ის ძალიან ძლიერი იქნება, ხშირად უმიზეზოდ, რომელიც ამ ადამიანს არ უკავშირდება. რას გრძნობთ? სიძულვილს? გამოდის, სადღაც წყენა იმალება. ბრაზს? შესაძლოა, რაღაც წაგართვეს. მონატრებას? ალბათ, წარსულში რაღაც დაუმთავრებელი დარჩა. გრძნობების შეცნობით, მოქმედებას ადვილად შეძლებთ – წარმოიდგინეთ, თუ რა სიტუაცია იმალება ამ გრძნობების მიღმა. შესაძლოა, გონებაში სურათები თავად გამოჩნდეს.

ამ გამოსახულებებთან ერთად მოვა სიტყვაც – ზუსტად ის, რომლის თქმაც ამ ადამიანისთვის გსურს. ეს ხმამაღლა თქვენთვის თქვით ან წერილი დაწერეთ ან შესაძლოა სიტუაცია საშუალებას გაძლევთ, რომ თავად მას უთხრათ. თუ ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ შვებას იგრძნობთ, თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ.

ასევე დასვით კითხვა: „რას არ ვეთანხმები?“, „როგორ მსურს სიტუაციის შეცვლა?“ ამ კითხვებზე პასუხი სიტუაციის ახლებურად მოგვარების შესაძლებლობას მოგცემთ.