Connect with us

სხვა

როგორ დავკრიფოთ სოკო სწორად: მოვჭრათ თუ მოვწყვიტოთ

როგორც კი ჰაერის ტემპერატურა ეცემა, პირველი სოკოები ჩნდება. იწყება ჩუმი ნადრობის სეზონი! ის დროა კალათი მოიმარჯვოთ და სოკოს საკრეფად გაემართოთ. ამ სტატიაში სოკოს სწორად მოკრეფის წესს განვიხილავთ. მართალია სოკოს საკრეფად მთელი ჯახი ძალიან ხშირად დავდივართ, მაგრამ მხოლოდ წელს გავიგე, რომ სოკოს დანით მოჭრა არ შეიძლება.

ადრე, მეგონა, რომ სოკოს მოწყვეტით მის ფესვებს ვაზიანებდი და ამის შემდეგ ის ვეღარ გაიზრდებოდა, სწორედ ამიტომ მას დანით ვჭრიდით და სოკოს იმ იმედით ვტოვებდით, რომ მისი “სასიცოცხლო” ნაწილი დაზიანებული არ იყო და არსებობას აგრძელებდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩემი ლოგიკა და მსჯელობა არასწორი იყო.

როდესაც ჩემი შეხედულება ბიოლოგიური ფაკულტეტის პედაგოგს მოვუყევი, გაეცინა. მან თქვა, რომ სოკოს მოწყვეტის შემდეგ სკო სრაფადვე ახდენს დანაკარგის აღდგენას. მისთვის სოკოს ნაწილი მოგლეჯა იგივეა რაც ადამიანისთვის კოღოს ნაკბენი. დაზიანებულ ადგილზე უფრო მეტი სოკო ამოვა ვიდრე აქამდე იყო.

რაც შეეხება სოკოს დანით მოჭრას – როდესაც სოკოს დანით მოჭრით, მას დანაკარგის შესახებ სიგნალი არ მიეწოდება და იმ ადგილზე ახალი სოკო აღარ იზრდება, ყველაფერი ზუსტად ისე რჩება როგორც მოჭრის დროს დატოვეთ. გამოდის, რომ სოკოს მოჭრით კარგას არაფერს აკეთებთ.

თუმცა ამ თეორიის მოწინააღმდეგეებიც არსებობენ. მათი აზრით, სოკოსთვის სულ ერთია მოჭრით მას თუ მოგლეჯთ, რადგნა მიცელიუმი (ბოტ. სოკოს შემადგენლობა) სამყაროს ყველაზე დიდი არსებაა.
მიცელუმი ნამვილი მიწისქვეშა ნეიროქსელია.

ეს სოკო დღემდე ორეგონის შტატშია. მისი ეიროქსელების ზომა 890 ჰექტარს წარმოადგენს, რაც დაახლოებით ფეხბურთის 1000 სტადიონს უდრის ზომით. სოკო ბლუ-მაუნთინსში, მალერის ნაციონალურ პარკშია დაცული.

ასე, რომ შეგიძლიათ ტქვენი საყვარელი სოკო ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოაგროვოთ, ზუსტად ისე როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად. ყველაზე გავრცელებული სოკოს სახეობებია: კალმახა, მანჭკვალა, დათვა სოკო, ქამა, მჭადა, არყა, მქლიო, ნიყვი და ა.შ.