Connect with us

ყვავილები

როგორ დავთესოთ კამა სახლის პირობებში

ორგანიზმში ვიტამინების ბალანსის შენარჩუნება ძლაინა მნიშვნელოვანია! ამაში ყველაზე უკეთ ახალი მწვანილი და ბოსტნეული გვეხმარება, თუმცა თანდათან უფრო რთულდება ხარისხიანი პროდუქტის პოვნა. ამიტომ რატომაც არ უნდ აგვეცადა მათი თავად მოყვანა, სახლის პირობებში?! ამ სტატიაში კამის სახლის პირობებში მოყვანას ვისწავლით.

კამა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა. მისი მოვლა ძალიან იოლია. დიეტოლოგები გვირჩევენ ის რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ. ამ რეკომენაციის შესრულება გაცილებით იოლი იქნება თუ კამას თქვენს რაფაზე მოიყვანთ.

როგორ დავთესოთ კამა

კამის ტესლი მდიდარია ეთერზეთებით, ამიტომ ისინი ნელა ღივდებიან. თუ მჟავე ნიადაგში დათესავთ ესეც იმოქმედებს მათ განვითარებაზე ამიტომ უნდა იცოდეთ თუ როგორ დაამუშავოთ ისინი ნიადაგში გადარგვამდე.

თესლის დამუშავება:

1. გააკეთეთ მარლის საშუალო ზომის ტომარა და მოათავსეთ მარცვლები.

2. შემდეგ დაასველეთ თესლი ცხელ წყალში და დატოვეთ 3 დღით. წყალი გაცივებისთნავე გამოცვალეთ. როგორც წესი წყალი დღეღამეში 5-ჯერ იცვლება.

3. ამის შემდეგ თესლი ტომარაზე დაყარეთ და სველი ნაწერი გადააფარეთ. მოათავსეთ თბილ ადგილას 4 დღით რათა გაღივდეს.

4. დათესვამდე 30 წუთით ადრე თესლი გაამშრალეთ.

5. კამა აჯობებს არა ზოლებად არამედ ბუჩქებად დათესოთ. ჩაყარეთ თესლი რამდენიმე სანტიმეტრიან სველ ორმოში, შემდეგ მოაყარეთ მიწა და მორწყეთ.

6. მცენარე კარგად განათებულ ადგილას მოათავსეთ.

თუ ყველა წესს დაიცავთ არაჩვეულებრივი მოსავალი გექნებათ. თესლის სათანადო დამუშავება ნამდვილად კარგ შედეგს მოიტანს და თქვენი კამა ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშეც არომატული და წვნიანი იქნება!