სხვა
როგორ დავაუთოვოთ სამოსი უთოს გარეშე: რჩევა, რომელიც ყველას გამოადგება
არავის უყვარს ტანსაცმლის დაუთოვება. გარდა იმისა, რომ უთაობა ბევრ დროს გართმევთ, ის შეიძლება სახიფათოც იყოს. იმისთვის, რომ დილაობით ტანსაცმლის მოწესრიგებაზე ცოტა დრო დაგეხარჯოთ, ამ სტატიაში სასწაულმოქმედი სპრეის რეცეპტი მოგიმზადეთ.
ის ტანსაცმლის უთოს გარეშე დაუთოვებაში დაგეხმარებათ, ეს საშუალება აღმოჩენა იქნება მათთვის, ვინც სამსახურში უთაობის გამო აგვიანებს. მოცემული სპრეი არ ტოვებს ლაქებს, სწრაფად შრება და რამდენიმე წამში მზადდება.
სპრეი ტანსაცმლის გაუთავებისთვის
დაგჭირდებათ:
- ცარიელი სუფთა ბოთლი სპრეის თავსახურით
- 1 სუფრის კოზი კონდიციონერი თმისთვის
- 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი
- 2 სუფრის კოვზი დისტილირებული წყალი
- მომზადების წესი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ბოთლში წარმოდგენილი თანმიმდევრობით და სითხე შეანჯღრიეთ. სპრეი მზადაა გამოყენებისთვის.
იმისთვის, რომ ტანსაცმელი დავაუთოვოთ, აუცილებლად დაგჭირდებათ მიღებული ნაზავის შესხურება სამოსზე. შემდეგ ტანსაცმელი ხელით გაასწორეთ და რამდენიმე წუთით საკიდზე დაკიდეთ. სანამ სამოსი უთოვდება, შეგიძლიათ სხვა რამით დაკავდეთ.
აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება, რადგან ის გაცილებით იოლია ვიდრე სტანდარტული უთო.