ჯანმრთელობა
როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან მარილები ხალხური საშუალებებით
1. ბრინჯით გაწმენდა
ბრინჯით წმენდის პროცესი ძალიან მარტივია. დაასხით 3 ს.კ. ბრინჯს 1 ლ წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით გადაღვარეთ წყალი, დაას
3. ხით ახალი და ხარშეთ 5 წუთით. ასე მოიქეცით კიდევ ორჯერ.
4 მოხარშვის შემდეგ, ბრინჯი უნდა მიირთვათ თბილად და 3 საათის განმავლობაში აღარაფერი შეჭამოთ. შემდეგ იკვებეთ ჩვეულებრივი რაციონით, თუმცა ჩირების ჩართვა აუცილებელია.
გამჭვირვალე, ცარიელი ბრინჯი აღნიშნულ შემთხვევაში არის არა საკვები, არამედ წამალი – იგი სორბენტივით იგროვებს და გამოაქვს ორგანიზმიდან მარილები. ასეთი წმენდის კურსი 10-დღიანია.
2. მაშველი დაფნა
ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, დაუშვებელია სიცივეში ყოფნა და აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
დაასხით 5 დაფნის ფოთოლს 0.5 ლ წყალი და ადუღეთ 20 წუთით. მიღებული ნახარში მიირთვით ყლუპ-ყლუპად, დღეში 2-3-ჯერ. რამდენადაც ეს მეთოდი საკმაოდ ძლიერია და წმენდს ნაწლავებს, ნახარში მხოლოდ 3-5 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ.
3. წითელი მოცვის ნაყენი
ორგანიზმიდან მარილების გამოდევნაში დაგეხმარებათ ბოსტნეულის დიეტა და წითელ მოცვზე დაყენებული წყლის რეგულარული მოხმარება.
ჩართეთ რაციონში მოთუშული ბოსტნეული – სტაფილო, ჭარხალი, ნიახური, კომბოსტო, იშვიათად კარტოფილი. შეცვალეთ სასმელი წითელი მოცვის ნაყენით.
4. წიწიბურისა და კეფირის დიეტა
ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია ფინეთში: 2 ს.კ. წიწიბურას დაასხით 1 ჭიქა კეფირი, მთელი ღამით გააჩერეთ და მიირთვით დილით. 5-დღიანი ასეთი დიეტა მნიშვნელოვნად შეამცირებს მარილის მარაგებს და დაგეხმარებათ გახდომაშიც.
5. ჩინური კვერები
ჩინურ ხალხურ მედიცინაში არსებობს ფიზიოთერაპიის ისეთი ეფექტური მეთოდი, როფორიცაა ფეხის ძირების თიხის კვერებზე დალაგება.
შეურიეთ 2 ს.კ. თიხა 1 ს.კ. დაფქულ გვირილის, აბზინდისა და ასფურცელას თანაბარი რაოდენობით დაფქულ მასას, მოათავსეთ ეს კომპრესი ტერფის შუაგულში, სადაც 60 აქტიური წერტილი მდებარეობს.
ასეთი კვერები მინიმუმ 1 საათით უნდა გაიჩეროთ. პროცედურა ხსნის ფეხების შეშუპებასა და ორგანოების სისხლით მიწოდებას აღადგენს.
6. ხილის “ცოცხი”
მარილის დაგროვებების ორგანიზმიდან გამოდევნაში დაგეხმარებათ ციტრუსის კოქტეილი – 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი ნახევარ ჭიქა ლიმონის წვენთან ერთად.
საღამოს მირთმეული ეს სასმელი ხსნის ანთებას და წმენდს სისხლძარღვებს. ხანდახან, ფორთოხლის ჩანაცვლება შავი მოცვითაც შეიძლება.