კულინარია
როგორ გამოვაცხოთ ღუმელში სწორად: ხრიკები შეფმზარეულისგან
წელს დიდ დროს სამზარეულოში ექსპერიმენტებში ვატარებ. ხან პიურეს საჭყლეტით ფუნთუშებს ლამაზად ვხაზავ, ხან ცნობისმოყვარეობის გამო ჩაიში სოდას ვამატებ. შეფმზარეულისგან უფრო სასარგებლო ხრიკებიც ავითვისე. მაგალითად, როგორ მოვამზადო სწორად ღუმელში. თითქოსდა ცხობის პროცესს ბევრი ფიქრი არ სჭირდება. რა უნდა ვისწავლოთ? ადამიანების უმეტესობა ერთი მნიშვნელოვან ნაბიჯს უგულებელყოფს: საცხობი ფორმის გახურება.
კერძების მოსამზადებლად ღუმელის გამოყენებას უპირატესობას ვანიჭებ. ყველაფერი შიგნით დევს, მე კი ჩემ საქმეებს ვაკეთებ. ღუმელში ხშირად ვაცხობ ბოსტნეულს, მაგალითად, ტკბილი კარტოფილის, ჭარხლის, ლურჯი კომბოსტოს და სტაფილოს ასორტს. როგორ ვაქციოთ ცხობის მარტივი პროცესი იდეალურად?
რატომ უნდა გააცხელოთ საცხობი ფორმა ღუმელში
ზოგ ადამიანს ღუმელთან მიახლოება არ სურს. მათ ცხობის ხანგრძლივობა და მზადების პროცესზე კონტროლის არ ქონა არ მოსწონთ. ქვაბში ან ტაფაზე ამის გაკეთება უფრო მარტივია. ბოსტნეულის მაგალითზე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ზოგჯერ ღუმელში ბოსტნეული ხმება, მაგრამ არ ცხვება.
როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. უბრალოდ საცხობი ფორმა გააცხელეთ და ბოსტნეული მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ. ღუმელი საჭირო ტემპერატურაზე ჩართეთ და დაუყონებლივ საცხობი ფორმა შედეთ. თუ ღია ფორმაზე აცხობთ, თამამად შეგიძლიათ პერგამენტი გადააფაროთ.
რას გვაძლევს გახურებული საცხობი ფორმა
პირველ რიგში, ასე დროს დაზოგავთ. სანამ ღუმელი საცხობ ფორმასთან ერთად ხურდება და საჭირო ტემპერატურას აღწევს, შეგიძლიათ ბოსტნეული გარეცხოთ, გათალოთ, დაჭრათ და ზეთი მოასხათ. ასე სწრაფად მომზადდება და გახურებულ ღუმელში საცხობ ფორმასთან ერთად თანდათან არ გაცხელდება.
ამასთან, ბოსტნეული უფრო თანაბრად ცხვება, გარედან მოწითალო და შიგნით რბილი ხდება. ღუმელის და საცხობი ფორმის სითბო პროდუქტებზე ერთდროულად მოქმედებს, ამიტომ ნაკლებად შრება. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზით პროდუქტებს გახურებულ ტაფაზე ვწვავთ.
ამ მეთოდის წყალობით ფორმის ღუმელიდან რამდენჯერმე გამოღება და ბოსტნეულის მორევა აღარ დაგჭირდებათ. ნაკლები საზრუნავი გექნებათ.
რაც ყველაზე მთავარია – არ დაგავიწყდეთ, რომ საცხობი ფორმა ცხელია! ყურადღებით იყავით და ცეცხლგამძლე სამზარეულოს ხელთათმანების გაკეთება არ დაგავიწყდეთ. გაახურეთ საცხობი ფორმა, დაზოგეთ დრო და მიიღეთ იდეალური შედეგი თქვენი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის. უკვე იყენებთ ამ ხრიკს?