საკითხავი
როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ძმრისა და საკვები სოდის გამოყენებით
ხალიჩა ოთახის დეკორისა და ჩვენი კომფორტის განუყოფელი ნაწილია. რა ლამაზად გამოიყურება, რა სასიამოვნოა მასზე თამაში ბავშვთან ერთად, მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ” – ჭუჭყი. ჩვენ გთავაზობთ მარტივ და სწრაფ საშუალებას ხალიჩის ეფექტური გაწმენდისთვის.
შეურიეთ 1/3 ჭიქა ძმარი, 1 ს.კ. საკვები სოდა, ამდენივე სარეცხი ფხვნილი და ცხელი წყალი(დაახლოებით 5 სმ ჭიქის პირთამდე).
ახლა ყველაზე მთავარი: კარგად მოურიეთ ხსნარს და გადაასხით შხეფიან ბოთლში(ან პულვერიზატორში). გადაანაწილეთ სითხე ხალიჩაზე და გაწმინდეთ ჯაგრისით 20 წუთის შემდეგ. მორჩა – ამ პროცედურის შემდეგ თქვენი ხალიჩა სისუფთავისგან იბრწყინებს!