სახლი და დიზაინი
როგორ გავწმინდოთ ქურის სახელურები 2 წუთში
დაგღალათ გაზის ან ელექტრო ქურის ცხიმიანმა და დასვრილმა სახელურებმა?! გსურთ, რომ ისინი სისუფთავისგან ბრწყინავდნენ?! გთავაზობთ საიდუმლო მეთოდს რომელიც სანდო, უსაფრთხო და მარტივია. ის არც ძვირადღირებული საშუალებების შეძენას საჭიროებს და სახელურებს სულ რაღაც 2-3 წუთში გაასუფთავებს!
სახელურების გასაწმენდად დაგჭირდებათ:
- ძველი კბილის ჯაგრისი
- ბამბის ჩხირები
- ამიაკი-ანისის წვეთები (1:1)
1. აიღეთ ბამბის ჩხირი და დაასველეთ ამიაკი-ანისის წვეთების ხსნარში (შეიძლება ანისის ნაყენის გამოყენებაც).
2. გაუსვით ჩხირი პრობლემურ ადგილებში
3. დაელოდეთ რამდენიმე წუთი და დაინახავთ როგორ დაიწყებს ცხიმი დნობას, ხოლო ჭუჭყი კი გაქრება.
4. თუ ცხიმი და ჭუჭყი ბოლომდე არ გაქრება და სადმე ისევ დარჩება, ის ადგილი დამატებით, კბილის ჯაგრისით დაამუშავეთ.
შედეგი შესანიშნავი იქნება, სცადეთ, არ ინანებთ!