საკითხავი
როგორ გავწმინდოთ დივანი სხვადასხვა ლაქებისგან: 8 შესანიშნავი რჩევა
დივანზე საჭმლის ან სასმელის ლაქა საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სტუმრების მისაღები ოთახის ავეჯს ეხება. ნებისმიერი ახალი ლაქა იმწამსვე უნდა მოაშოროთ. მათ უკვალოდ გასაქრობად ზოგჯერ ჩვეულებრივი წყალი და ტერის პირსახოცი საკმარისი იქნება. ჩამჯდარი ლაქა შეიძლება დიდი პრობლემის მიზეზი გახდეს და ძვირადღირებული მასალა გააფუჭოს.
თუ დივანზე ლაქა ახლახანს გააჩინეთ, იმწამსვე დაღვრილი სითხე ქაღალდის პირსახოცით უნდა გაამშრალოთ. შემდეგ თბილ წყალში დასველებული პირსახოცით გაწმინდოთ და გააშროთ. თუ წვენი, ყავა ან ლუდი დაგექცათ, შეგიძლიათ პირსახოცი ჩვეულებრივი დიასახლისის საპნით ოდნავ გასაპნოთ.
სჯობს ლაქის ამომყვანი საპონი გამოიყენოთ. მისი ფასი სიმბოლურია, მაგრამ ლაქა საკმაოდ კარგად ამოყავს. ძლიერი გასაპვნა საჭირო არაა, უბრალოდ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადაწმინდეთ. ლაქის ამომყვან საპონთან ერთად სველი სალფეთქები დაგეხმარებათ – ასე უფრო მოსახერხებელია.
როცა ლაქის კვალი გაქრება, ზედაპირი სველი პირსახოცით კარგად გაწმინდეთ, შემდეგ მშრალი ტერის პირსახოცით გაამშრალეთ.
ლაქის მოშორების დროს ძლიერ აქაფებადი სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ა.შ. გამოყენება არ ღირს. მათი შედეგის მოშორება გაგიჭირდებათ.
ლაქების ამოყვანის მეთოდები:
ცხიმიან ლაქას იმწამსვე მარილი ან სახამებელი უხვად უნდა დააყაროთ, 10 წუთში კი ფხვნილი მოაშოროთ. შემდეგ საპნიან წყალში დასველებული პირსახოცით გაწინდოთ და გააშროთ.
საჭმლის ლაქას იმწამსვე საპნიანი წყლით აშორებენ. ეცადეთ დივანის ქსოვილი წყლით ძალიან არ დაასველოთ.
სისხლის ლაქა ცივ წყალში დასველებული ღრუბელით გაწმინდეთ. თბილი წყალი არ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის ლაქა ქსოვილში ღრმად ჩაჯდება.
ფლომასტერის, ბურთულიანი კალმის და სხვა მელნის მქონე საშუალების ლაქა შეგიძლიათ აცეტონის ან სპირტის დახმარებით მოაშოროთ.
ტყავის დივანზე ლაქის მოსაშორებლად საპნიანი წყალი გამოიყენეთ. ძლიერად გახეხვა არ ღირს და რაც მთავარია, ტყავის ქსოვილი ფენით არ გააშროთ. ტყავის ზედაპირს თავად გაშრობა აცადეთ. ყოფილა შემთხვევა, რომ თეთრი ტყავის დივანი ტრასნსპორტირების დროს მაზუთით ისვრება. ამ დროს რბილი ღრუბელი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაგეხმარებათ, ლაქა უკვალოდ გაქრება.
და ბოლოს რჩევა – ავეჯის წმენდის პრობლემა რომ არ შეგექმნათ, ავეჯის გადასაფარებელი იყიდეთ. თუ სახლში ბავშვი ან შინაური ცხოველი გყავთ, გადასაფარებლის ქვეშ სააფთიაქო წყალგაუმტარი ქსოვილი. ის ოდნავ შეიძლება ცივი იყოს, მაგრამ თუ გლუვი ზედაპირით ქვემოთ დააფენთ, არ შეგაწუხებთ.