Connect with us

სხვა

როგორ გავრეცხოთ დაძველებული ხალიჩა

ჩემმა მეუღლემ სხვენში ძალიან ძველი, მტვრიანი ხალიჩა აღმოაჩინა, რომლითაც დანახვისთანავე მოიხიბლა და მისი აგარაკზე წაღება გადაწყვიტა. ხალიჩაში იმენად იყო გამჯდარი ძველი ჭუჭყი და მტვერი, რომ არ ვიცოდი მის გარეცხვას თუ შევძლებდით. ამ სტატიაში ხალიჩების წმენდის რამდენიმე მეთოდს განვიხილავთ, რომელიც ნებისმიერი ტიპის ნოხის გასაწმენდად გამოგადგებათ.

რა თქმა ხალიჩის გასარეცხად საუკეთესო მეთოდი მისი ქიმწმენდაა, ანდეთ ის დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებენ და თქვენს ხალიჩას მალევე დაუბრუნებენ სისუფთავეს. რაც შეეხება სახლის პირობებში ხალიჩის წმენდას, ალბათ ხვდებით, რომ მისი გარეცხვა მოგიწევთ. პირველ რიგში ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ სადაც მის სრულად გაშლას და დაფენას შეძლებთ. რეცხვის დაწყებამდე ხალიჩა კარგად გაბერტყეთ.

ახლა კი მისი რეცხვის მეთოდები განვიხილოთ:

1. საპონი
პირველი “ხალხური” საშუალება, სარეცხი საპონია. საპონი გახეხეთ ან რომელიმე სხვა მეთოდის დააქუცმაცეთ და თბილი წყლით სავსე სათლში ჩაყარეთ. ხსნარი თანაბრად დაიტანეთ მთელს ხალიჩაზე, ამისთვის ჯაგრისი ან ღრუბელი გამოიყენეთ. ეცადეთ ხალიჩა კარგად გაიჟღინთოს. ხსნარი წყლით გადარეცხეთ, მას ქაფი ბოლომდე უნდა მოშორდეს.

2. სოდა
ხალიჩას სოდით ჩვეულებრივ მშრალად წმენდენ, თუმცა ეს მხოლოდ მცირე დაბინძურებების არსებობის შემთხვევაში იმუშავებს. სერიოზული დაბინძურებების შემთხვევაში სველი მეთოდი დაგვჭირდება. ერთი ჭიქა სოდა სათლში ჩაყარეთ და კარგად გახსენით. ძველი ლაქები საგულდაგულოდ დაამუშავეთ: დააყარეთ სოდა და ჯაგრისით დაამშავეთ. გახსოვდეთ, რომ სველ ხალიჩაზე ლაქები ნაკლებ შესამჩნევია. აცადეთ ხსნარს ხალიჩაში შეწოვა, შემდეგ კი კარგად ჩამორეცხეთ.

3. ძმარი და სარეცხი ფხვნილი
ეს მეთოდი სუნის ეფექტურად მოცილებაში დაგეხმარებათ. სათლში სამი სუფრის კოვზი სოდა, სარეცხი ფხვნილი და 1 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია (70-80%) ჩაასხით. ხალიჩის რეცხვისას ხელთათმანი გაიკეთეთ. ხალიჩა წყალში გახსნილი მარილისა და სოდის ხსნარით გადარეცხეთ.

როგორ მოვაშორეთ ლაქები

ხალიჩას აგრესიული რეცხვის შემდეგაც შეიძლება ლაქები დარჩეს. მათთან გამკლავება შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია, თუმცა თუ მაში მოცილების იმედი მაინც გაქვთ, ზემოთ ნახსენები ხსნარების უფრო კონცენტრირებული ნარევის მომზადება სცადეთ და ლაქები ლოკალურად გაწმინდეთ. თუ ლაქების მოშორებას მოახერხებთ, ხალიჩა ახალივით გახდება.

შეგიძლიათ ლაქების ამომყვანი ან ნიშადურის სპირტიც გამოიყენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მათთან ფრთხილად უნდა იმუშავოთ.

რეცხვის შედეგ ხალიჩა სადმე გადაკიდეთ და კარგად დაწურეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.