თავის მოვლა
როგორ გავისწოროთ თმა: 10 ნატურალური და იაფი შინაურული საშუალება
გლუვი და ჯანსაღი თმა ნამდვილად ლამაზია. ქალები გარეგნობის გასაუმჯობესებლად უამრავ სალონურ პროცედურას მიმართავენ, რომლებიც ხშირად საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა ამდენის დახარჯვა აუცილებელი არაა, თუ ამ საშუალებებიდან ერთ–ერთი გაქვთ.
ჟელატინი
ჟელატინით თმის გასწორება უკვე მთელ მსოფლიოში ათასობით ქალმა სცადა. ასეთი ლამინირება ძვირი არ ღირს, ხოლო შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს. 1 ჭიქა დაყენებულ მდუღარე წყალში 3 ს/კ ჟელატინი (ფხვნილი) გახსენით. შემდეგ თავი შამპუნით, ბალზამის და კონდიციონერის გარეშე, დაიბანეთ. კონდიციონერი ან ბალზამი ჟელატინის მზა ხსნარს დაუმატეთ, ასე უფრო მარტივად ჩამოიბანთ.
ჟელატინის ნიღაბი თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით (ძირებზე არა!). საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. 30-40 წუთში თმა სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. შედეგს უკვე პირველივე პროცედურაზე დაინახავთ – თმა უფრო სწორი და ბზინვარე გახდება.
ლუდი
ლუდი ვიტამინების და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა. ის თმის სტრუქტურას აძლიერებს. გარდა ამისა, ლუდის გადავლებისას თმა უფრო გლუვი და ბზინვარე ხდება. ოღონდ ამისთვის „დასვენებული“ სასმელი დაგჭირდებათ.
ალოე ვერა
ალოეს შემადგენლობაში შედის ფერმენტები, რომლებიც თმის ზრდას ხელს უწყობენ. ამასთან, გელი თმას კარგად ატენიანებს და სიგლუვეს ანიჭებს. ალოე ვერას ნიღაბი თავისი ეფექტურობით შეგიძლიათ შეადაროთ კერატინით დასწორებულ თმას, რომელსაც სილამაზის სალონებში ატარებენ.
სუფთა თმაზე თბილი ზეითუნის ზეთი და ალოეს წვენი 1:1 პროპორციით აურიეთ. თავზე საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. 30-40 წუთში თმა შამპუნით დაიბანეთ და გაიშრეთ.
თაფლი + რძე
თაფლის და რძის ნიღაბი თმის დახვევის შესამცირებლად გამოიყენება. 1 ჩ/კ თაფლი 1 ჭიქა რძეში გახსენით და ნარევი თმაზე წაისვით. 15-20 წუთში ნიღაბი ჩამოიბანეთ.
ბანანი
ბანანი მნიშვნელოვანი ვიტამინებით და მინერალებით მდიდარია, რომელთა უმეტესობა თმისთვის აუცილებელია. სპეციალისტების თქმით, ის არა მხოლოდ შიგნით მიღებისას, არამედ რბილობის თმაზე და თავის კანზე წასმისას მოქმედებს. ასეთი ნიღაბი თმას სიჯანსაღეს და მოვლილ იერს მატებს – უფრო მძიმე და სწორი ხდება. მარტივი მეთოდი მწიფე ხილის გადასამუშავებლად.
ძროხის რძე
თმა შამპუნით დაიბანეთ და კარგად დაივარცხნეთ. სპრეი ბოთლი რძით გაავსეთ და თმაზე გადაინაწილეთ. ნახევარ საათში პროდუქტის ნარჩენები ჩამოიბანეთ. რძის პროტეინების წყალობით თმა უფრო მძიმე და გლუვი გახდება.
ბრინჯის ფქვილი + კვერცხი
კვერცხის ცილა და 5 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი აურიეთ. პასტას დაუმატეთ 1 ჭიქა კლდის თიხა (ბუნებრივი მასალა მინერალების შთამბეჭდავი ნარევით, რომელიც კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება). ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თმაზე წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ, შემდეგ თავი შამპუნით დაიბანეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ და თმა ყოველთვის გლუვი იქნება.
ქოქოსის რძე
ამ გასაოცარ პროდუქტს თმის გასწორება და საოცარი ბზინვარების მინიჭება შეუძლია. ახალდაბანილ თმაზე ქოქოსის რძე გადაივლეთ, 10 წუთი ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღებად ახალდაწურული რძე გამოიყენეთ.
მეორე ვარიანტი – დამარბილებელი ნიღაბი ლიმონის წვენით. 1 ჭიქა ქოქოსის რძე და 1 ლიმონის წვენი აურიეთ, ნიღაბი ღამით მაცივარში გააჩერეთ. დილით პასტის მსგავსი გახდება. თმაზე წაისვით და 1 საათში ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიახური
ნიახურის ფოთლების ნაყენი თმას შესანიშნავად გაასწორებს და ზრდას ხელს შეუწყობს. ახალი ფოთლები თბილ წყალში დაასველეთ და რამდენიმე საათით დააყენეთ. სითხე თმაზე სპრეი ბოთლით იპკურეთ, გადაინაწილეთ და შედეგს დაელოდეთ – ის აუცილებლად გაგაოცებთ!
ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი როგორც თმის, ასევე თავის კანისთვის სასარგებლოა. ეს პროდუქტი ph–ის ბუნებრივ დონეს აღადგენს და ვარცხნილობის გარეგნულ იერს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
გასასწორებლად 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 1 ჭიქა წყალი აურიეთ. დაბანის შემდეგ თმაზე ხსნარი გადაივლეთ და ბუნებრივი გზით გაიშრეთ.