Connect with us

საკითხავი

როგორ გავიმარტივოთ ყოველდღიური რუტინა: 10 გენიალური ხრიკი

დიასახლისებმა მხოლოდ მოსმენით არ იციან, თუ ყოველდღიური სახლის საქმეები რამდენ დროს მოითხოვს. ნუთუ საჭიროა სახლის დალაგებაზე ამდენი დაიტანჯოთ?

დღეს რამდენიმე ხრიკის შესახებ გიამბობთ, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ რუტინას გაამარტივებენ. აი, 10 უჩვეულო საყოფაცხოვრებო რჩევა, რომელთა უმეტესობამ ბევრს ცხოვრება გაუადვილა და ამოცანების უფრო სწრაფად შესრულებაში დაეხმარა.

10 საყოფაცხოვრებო რჩევა

1. ფილების და კაფელის გაწმენდა უფრო ეფექტური რომ გახდეს, მრგვალი ჯაგრისი ხელის შურუპსახრახნისს ან უსადენო დრელს მიამაგრეთ. ახლა ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად და ზედაპირის გასაწმენდად დიდი ძალისხმევის გაწევა აღარ დაგჭირდებათ.

2. თუ გუშინდელი პიცის ან ღვეზელის გაცხელება გსურთ ისე, რომ საჭმელი ორცხობილა არ გახდეს, მიკროტალღურ ღუმელში ჭიქა წყალთან ერთად გააცხელეთ. თქვენ გაოცდებით, მაგრამ ეს ნამდვილად ეფექტურია. მარტივი ხრიკი!

3. მორიგ ტელეფონის დამტენ საშუალებაზე ფულის ხარჯვა შეწყვიტეთ. ძველი კალმის ზამბარა დასატენს მოღუნვისა და გაწყვეტისგან დაიცავს.

4. ფილების, განსაკუთრებით ფილებს შორის ხვრელების გაწმენდაში ძველი ელექტრონული კბილის ჯაგრისი დაგეხმარებათ. შეგიძლიათ ნატურალურ საწმენდ საშუალებებთან ერთად გამოიყენოთ.

5. საშხაპეს თავს ძველი ნადებისგან მარტივად გაწმენდთ, თუ მას ძმრით სავსე პაკეტში გაახვევთ და მთელი ღამე გააჩერებთ. დილით ჭუჭყის კვალიც კი არ დარჩება!

6. სხვადასხვა საწმენდი საშუალება სხვადასხვა ადგილას რომ არ შეინახოთ, ფეხსაცმლის ნაჭრის დასაკიდი თარო გამოიყენეთ. ყველა საყოფაცხოვრებო ქიმია ხელთ გექნებათ.

7. თუ თქვენი დივანი ცხოველის ბეწვით მუდმივად იფარება, ჩვეულებრივი ხელთათმანები და წებო დაგეხმარებათ. რამდენიმე წვეთი წებო ხელთათმანზე დააწვეთეთ, წებოს გაშრობა აცადეთ და დივანს გადაუსვით. მთელი ბეწვი ხელთათმანს მიეკვრება.

8. ბანანის შენახვის ვადა რომ გაახანგრძლივოთ, ყუნწები ფოლგაში გაახვიეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ.

9. ზოგჯერ ახალ ჭურჭელსა და სხვა ნივთებზე მომაბეზრებელი წებოს მოშორება ძალიან რთულია. ამაში ფენი დაგეხმარებათ. უბრალოდ ეტიკეტი გაახურეთ, შემდეგ ხელის ერთი მოძრაობით მოაშორეთ.

10. საყვარელი ხრიკი დესერტისთვის შემოვინახეთ. დარწმუნებული ვარ, ძაფის ნემსის გასაყრელად ბევრ დროს ხარჯავთ. როგორც აღმოჩნდა, მთელი ეს დრო არასწორად ვაკეთებდით! უბრალოდ ძაფი ხელისგულზე დაიდეთ, შემდეგ ნემსი ძაფთს დაადეთ ისე, რომ ნემსის თავი ძაფზე მოხვდეს. ნემსი ძაფზე გადააატარეთ და ძაფი მასში თავისით გაეყრება.

ადრე როგორ ვერ მოვიფიქრეთ? ეს 10 საყოფაცხოვრებო რჩევა ამტკიცებს, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია! ვიმედოვნებთ, რომ ხრიკები ყოველდღიურ რუტინას უფრო სასიამოვნოს გახდის.