საკითხავი
როგორ გავაპრიალოთ უთო სპეციალური ფანქრის გარეშე? ამ დავალებას ზუსტად 7 წუთში გაართმევთ თავს
არ იჩქაროთ უთოს გადაგდება მხოლოდ იმის გამო, რომ სველ ტანსაცმელს ძველებურად აღარ ასწორებს, ან მის ძირზე სინთეტიკის ან პლასტმასის მიმწვარი გაჩნდა. გაოცდებით, მაგრამ ამისთვის სპეციალური ფანქრის ან ნარევის შეძენა აუცილებელი არაა. საკმარისია, სამზარეულოში რამდენიმე ჩვეულებრივი პროდუქტი აიღოთ.
ყოველ მეორე თანამედროვე მოწყობილობას თვითგაწმენდის ფუნქცია აქვს. ღილაკზე დაჭერა საკმარისია, რომ მიმწვარი დამოუკიდებლად სრულად გაქრეს. ხშირად, ასეთი მიდგომა არაეფექტურია. სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ, როგორ და რით უნდა მოაშოროთ უთოს მიმწვარი.
როგორ გავწმინდოთ უთო შიგნიდან
ასე რატომ უნდა მოვიქცეთ? ჩვეულებრივი წყალი ნადების გაჩენას იწვევს. როცა უთოდან ყავისფერი სითხე გამოდის, ტანსაცმელი ისვრება და ფუჭდება. როგორ გავწმინდოთ უთო მინადუღისგან?
1. წყალი და ჩვეულებრივი სუფრის ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ. სითხე უთოში ჩაასხით, მოწყობილობა ვერტიკალურად დადგით, შემდეგ უბრალოდ ჩართეთ. ასე 10 წუთით გააჩერეთ. მოწყობილობა 10-ჯერ ჩაირთვება, ასევე ამდენჯერვე გამოირთვება. შემდეგ ორთქლის სახით გამოუშვით. ამის შემდეგ უთოში ჩვეულებრივი გამოხდილი წყალი ჩაასხით და პროცედურა გაიმეორეთ.
2. ლიმონის მჟავის პაკეტი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ახლა როგორც წინა შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
3. უთო გაზიანი მინერალური წყლით აავსეთ და პირველ პუნქტში აღწერილი ნაბიჯები გაიმეორეთ.
მომავალში პრობლემები თავიდან რომ აიცილოთ, გირჩევთ უთოში გაფილტრული ან ადუღებული წყალი ჩაასხათ. პროფილაქტიკის მიზნით ერთი მოქმედება კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.
როგორ გავწმინდოთ უთო გარედან
1. სოდა და ძმარი აურიეთ ისე, რომ სქელი მასა მიიღოთ. მიღებული ნარევი უთოს ძირზე წაუსვით, შემდეგ სუფთა ჩვრით გადაწმინდეთ.
2. როგორ გავწმინდოთ უთო გარედან სწრაფად? ცოტა თეთრი კბილის პასტა მიმწვარს წაუსვით და გაწმინდეთ.
3. წყალი და ძმარი თანაბარი პროპორციით აურიეთ. უთო ჩართეთ და მინიმალურ ძალაზე დააყენეთ. ხსნარში დასველებული ბამბის ჩხირით ყველა ნახვრეტი გაწმინდეთ.
4. ფოლგის ნაჭერს მარილი დააყარეთ. უთო ჩართეთ და მინიმალურ ძალაზე დააყენეთ. მარილი გააუთოვეთ, სანამ ძირი ბოლომდე არ გაიწმინდება.
5. როგორ გავწმინდოთ ტეფლონის ზედაპირი? უთო მინიმალურ ძალაზე ჩართეთ. უთოს ძირი გაქაფეთ და შემდეგ სუფთა ჩვრით გაამშრალეთ.
6. როგორ მოვაშოროთ უთოს მიმწვარი? ლითონის ზედაპირზე როცა მიმწვარი ქსოვილის ნარჩენი რჩება, ქსოვილი აცეტონით დაასველეთ და ზედაპირი გადაწმინდეთ. ასე მსგავს სიბინძურეს მოიშორებთ.
უთო რომ დიდხანს გემსახუროთ და მისი ეფექტი გაუმჯობესდეს, რეგულარულად საპნიან ხსნარში დასველებული რბილი ღრუბლით გაწმინდეთ. ასევე სხვადასხვა ქსოვილისთვის შესაბამისი ტემპერატურის რეჟიმის გამოყენება აუცილებელია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.