Connect with us

სხვა

როგორ გავათეთროთ ნივთები მარტივი ხრიკებით

ამ სტატიაში, ტანსაცმლის გათეთრების რამდენიმე არაჩვეულებრივ ხერხს გასწავლით.

ასპირინი

თავის ტკივილის ეს საშუალება, არაჩვეულებრივად ებრძვის ყვითელ ლაქებს. გახსენით 5 აბი ასპირინი წყალში, ჩაალბეთ მასში ტანსაცმელი. ცოტა ხნის შემდეგ კი გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.

სოდა

აიღეთ 4 ლიტრი წყალი და დაუმატეთ 1 ჭიქა სოდა. ამ ხსნარში დაალბეთ თეთრი ტანსაცმელი. ამ პროცედურის შემდეგ ნაჭერი ქათქათა ხდება.

ლიმონის წვენი

1 ჭიქა ლიმონის წვენი დაამატეთ წყალში ტანსაცმლის გავლებისას. შემდეგ გააშრეთ ნივთები მზეზე.
ასევე არსებობს მეორე მეთოდიც: თეთრი ტანსაცმელი მოათავსეთ ცხელ წყალში, დაუმატეთ ლიმონის წვენი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით გარეცხეთ ნივთები ჩვეულებისამებრ. ყოველი ასეთი პროცედურის შემდეგ ნაჭერი უფრო ქათქათა გახდება.

თეთრი გამოხდილი ძმარი

სარეცხ საშუალებას დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი. ასევე შესაძლებელია ჭუჭყიან ადგილებზე ძმრის შესხურება, მაგალითად სახელოების ან კისრის ადგილებში. ძმრის სუნი ტანსაცმლის გაშრობის შემდეგ გაქრება.

ჭურჭლის სარეცხი საშუალება

აჯობებს აიღოთ მინიმალური ქიმიური დანამატის მქონე საშუალება (ქლორისა და ფოსფატების გარეშე). ის ნებისმიერ ფხვილზე უკეთ ათეთრებს ნაჭერს.

3%-იანი წყალბადის ზეჟანგი

ეს უნივერსალური საშუალება ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, სახლის დალაგებისას. ის ასევე, შესანიშნავად ათეთრებს თეთრ ნივთებს, ქლორის გარეშე, დაუმატეთ ის სარეცხს რეცხვის დროს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.