თავის მოვლა
როგორ გადაარჩენს თქვენს დალალებს კვერცხის ნიღაბი?!
ცვენის საწინაამღდეგოდ, ზრდისთვის და თმების გამაგრებისთვის, ეს ამ ნიღბის სამკურნალო თვისებების არასრული ჩამონათვალია. დროა გავსინჯოთ ეს ხალხური საშუალება და მისი ეფექტი საკუთარ თმაზე შევაფასოთ. ამ სტატიაში კვერცხის ნიღბების საუკეთესო რეცეფტებს გაგიზიარებთ.
კვერცხი თმისთვის: მისი გამოყენების განსაკუთრებულობები
კვერცხი – ბიუჯეტური და ეფექტური საშუალება თმისთვის. ეს ნიღაბი ყველა ტიპის თმის პრობლემას მოხსნის.
რატომ არის კვერცხი ასეთი ეფექტური თმისთვის და რატომ უმატებენ თავის მოვლის საშუალებებში? კვერცხის გულში ბიოტინი, ფოლიუმის მჟავა და სხვა ბევრი ვიტამინია. მასში შემავალი კომპონენტების უმეტესობა აუცილებელია ჯანმრთელი თმისთვის.
რა უფრო სასარგებლოა – ცილა თუ გული?
კვერცხის გული ნატურალური ცხიმებით და საკვები საშუალებებით არის მდიდარი. ასეთი შემადგენლობა კარგად ატენიანებს და არბილებს თმას. ამ მხრივ კვერცხის გული ცილაზე ძლიერია. თუმცა ცილას უპირატესობა გააჩნია – მასში შემავალი ენზიმები აახლებენ და ასუფთავებენ თავის კანს – ზედმეტი ცხიმებისა და ზეთისგან. თმის სრულფასოვნად მოვლისთვის ცილაც და გულიც ერთდროულად არის საჭირო.
როგორ გამოვიყენოთ კვერცხი?
ყველაფერი თქვენი თმის ტიპზეა დამოკიდებული
ნორმალური თმა – თმის სრულ სიგრძეზე კვერცხის ცილისა და გულის ნაზავი წაისვით
ცხიმიანი თმა – თავის კანზე წაისვით კვერცხის ცილა, ხოლო ბოლოებში კი – გული
მშრალი და მტვრევადი – დაამატეთ ნიღაბში მეტი კვერცხის გული. დაიდეთ მსხვილ ფენად – მთელს სიგრძეზე.
კვერცხი თმისთვის: მისი სარგებელი
თმის სტრუქტურის “რემონტი”
ცილა თმის ზრდისა და ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კვერცხი თმას საჭირო რაოდენობის ცილას აწვდის და უზრუნველყოფს მის გამაგრებას. მთავარია არ გადააჭარბოთ. იმისთვის, რომ ორგანიზმში კერატინის ოპტიმალური რაოდენობა შეინარჩუნოთ, ნიღაბი კვირაში 1-2ჯერ გაიმეორეთ. არ დაგავიწყდეთ კვება – რეგულარულად დაიმატეთ კვერცხ თქვენს საკვებ რაციონში.
კვერცხი სასარგებლოა თმის ზრდისთვის
კერატინის მუდმივი ნაკადი, თმას სწრაფად ზრდას აიძულებს. დაიმასაჟეთ თავის კანი კვერცხის გულით, რათა დააჩქაროთ ზრდა და გაააქტიუროთ თმის ფოლიკულების მუშაობა. გარდა ამისა, თმისთვის კვერცხი სტრუქტურის გამყარების საშუალებაა.
თმის გასწორება
როგორ გავისწოროთ თმა? პასუხი – გამოიყენეთ კვერცხი. კვერცხის ცილა ნატურალურ კერატინს შეიცავს, რომელიც აჯანსაღებს დაზიანებულ თმას და სიგლუვეს მატებს მას.
კვერცხი წმენდს ცხიმიან თავის კანს
თავის ცხიმიან კანს თუ სწორად არ მოუვლით, შეიძლება სიმშრალე და სოკო გაჩნდეს, რასაც ქავილსა და ქერტლთან მივყავართ. კვერცხიანი ნიღბები და მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კვებავს კანსც და თმასაც.
კვერცხი მდიდარია პროტეინებით, მინერალებით და ბე ჯგუფის ვიტამინებით. ეს კომპონენტები კი ამაგრებენ თმის ძირებს და ასტიმულირებენ ახალი თმის ზრდას. ბიოტინი ამაგრებს თმის სტრუქტურას და ამცირებს ცვენას.
კვერცხის ნიღაბი თმისთვის: 5 საუკეთესო რეცეფტი
ნიღაბი ხვეული თმისთვის კვერცხისგან
ხვეული და არადამჯერი თმის მაქსიმალურად გასასწორებლად, გამოიყენეთ კვერცხის ცილის და სამი ზეთის ნარევი – ზეითუნის, ქოქოსის და არგანის. ამ ნიღბის მოსამზადებლად კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და თმაზე 15-20 წუთით გაიჩერეთ. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
ანტიბაქტერიული ნიღაბი თმისთვის
ნიღაბი შექმნილია ცხიმიანი და ნორმალური თმისთვის. დამღლელი დღის შემდეგ, თმას კარგი მაგრამ, მსუბუქი გასუფთავება ესაჭიროება. აიღეთ რამდენიმე კვერცხის ცილა და 2 სუფრის კოვზი თაფლი. აურიეთ ისე, რომ თაფლის კორკოშალები არ დარჩეს და ბოლომდე გაიხსნას. თანაბრად დაიდეთ კვერცხის ნიღაბი თავის კანსა და თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ წყლითა და ბალახეული შამპუნით.
დამატენიანებელი ნიღაბი თმისთვის
კვერცხისა და აბუსალათინის ზეთის ტანდემი არაჩვეულებრივი საშუალებაა – როგორც ცხიმიანი, ასევე მშრალი და მტვრევადი თმებისთვის. გახსოვდეთ, მშრალ თმას დამატებითი დატენიანება ესაჭიროება. აიღეთ 2 კვერცხი და 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი. გააზავეთ ზეთით კვერცხის მასა და თავის კანსა და თმაზე დაიდეთ. თავი ცელოფნით შეიხვიეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
ნიღაბი დაზიანებული თმისთვის
აიღეთ 3 კვერცხის გული, დაუმეტეთ ცხიმიანი იოგურტი და დააბლენდერეთ. დაიდეთ თმაზე, კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. ეს ნატურალური საშუალება 15-30 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი მშრალი თმისთვის
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნიღაბი კვერცხით. აიღეთ კვერცხის გული, სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი, ნახევარი ავოკადო და 2 სუფრის კოვზი ცხიმიანი იოგურტი. ნიღაბი მდიდარია ცხიმებითა და ცილით. აურიეთ ყველა კომპონენტი ჯამში და დაიდეთ 30 წუთით, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ.