Connect with us

ყვავილები

როგორ არ დავღუპოთ ყვავილი: სასწრაფო დახმარება ყვავილების დედოფლისთვის

ადრე ნაკვეთზე დეკორატიული მცენარეების მოვლა არასდროს მაწუხებდა. ის, რაც ჩემს გარეშე იზრდებოდა, ვტოვებდი, ხოლო სუსტ და პრეტენზიულ ნიმუშებს კომპოსტად ვიყენებდი. გასულ წელს 2 ბუჩქი ლამაზი ვარდის მფლობელი გავხდი. სამწუხაროდ, ზამთარი ცუდად გადაიტანეს. ვარდების გასაცოცხლებლად მეზობელთან რჩევისთვის მივედი.

ირინა გამოცდილი მეაგარაკეა. თავის ნაკვეთზე ჩემგან საპირისპირო პრინციპებით ხელმძღვანელობს: რაც უფრო რთულია მცენარის ხასიათი, მით უკეთესი. სწორედ მან მაჩუქა ვარდის ბუჩქები. შარშან ბუგრების მოშორებაშიც დამეხმარა. ახლა კი მიამბო, როგორ გავაცოცხლო ვარდი წარუმატებელი გამოზამთრების შემდეგ.

ვარდები ზამთრის შემდეგ

ირინა ამბობს, რომ გაზაფხულზე მთავარია საფარველი დროულად მოვაშოროთ. ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც მებაღეების უმეტესობა ეჯახება, – ვარდი ხურდება და ლპება. სწორედ ამიტომ, როგორც კი, ქუჩაში საკმარისად დათბება, საფარველი უნდა მოაშოროთ. აქაც, ყველაფერი მარტივად არაა.

ძალიან მზიან დღეს საფარველი არ მოხსნათ, რომ სუსტი ყლორტები მზის სხივებმა არ დაწვას. ზამთრის პერიოდში ყვავილი შეიძლება ტემპერატურის ხშირი ცვლილებებით დაზიანებული იყოს. სწორედ ამიტომ, დაუყონებლივ შეამოწმეთ, ღეროებზე ბზარები ხომ არაა. მათში ხშირად მავნებლები ჩნდება.

ვარდის რეანიმაცია გაზაფხულზე

თუ ხედავთ, რომ ვარდი სავალალო მდგომარეობაშია, რეანიმაცია არ გადადოთ.

  1. სეკატორით ძველი ფოთლები, ასევე ხმელი და დაზიანებული ტოტები მოაშორეთ.
  2. გაშავებული ყლორტები ჯანმრთელ ტოტამდე ან დამყნობილ ადგილამდე გადაჭერით.
  3. გადაჭრილი ადგილები ანტიბაქტერიული პრეპარატებით დაამუშავეთ, ხოლო ბუჩქი და ნიადაგი – ფუნგიციდებით.
  4. ბუჩქს პლასტმასის ბოთლი ან აგროფიბრი დააფარეთ. უხვად არ მორწყათ. სრულ გამოჯანმრთელებამდე ყვავილის მდგომარეობა მუდმივად შეამოწმეთ.

რა გავუკეთოთ ავადმყოფ მცენარეს

ნიადაგში მაღალი ტენიანობის და ბევრი აზოტის გამო, ვარდს შეიძლება ნაცროვანი სოკო გაუჩნდეს. ამ მავნებლის თავიდან აცილებას ფუნდაზოლით შეძლებთ. სოკოვან დაავადებას თუთიის შემცველი ფუნგიციდები გაუმკლავდება.

მაღალი ტენიანობის გამო დამწვარი ტოტები სჯობს მოჭრათ და დაწვათ. ამის შემდეგ ბუჩქი სპილენძის სულფატის ხსნარით დაამუშავეთ.

გაზაფხულზე ვარდის გაცოცხლება რომ არ მოგიწიოთ, მის გამოზამთრებაზე შემოდგომაზე იზრუნეთ. რა მდგომარეობაშია თქვენი ვარდები ამ გაზაფხულს? გაგვიზიარეთ მცენარის მოვლის მეთოდები, რომელთაც თქვენ იყენებთ!