სახლი და დიზაინი
როგორ ავიცილოთ თავიდან სახლში ობის გაჩენა და რა გავაკეთოთ, თუ მაინც გაჩნდა
თეთრი, ფხვნილის მსგავსი ლაქები მუყაოს ყუთებზე, ნესტიან სარდაფში ან შავი ფორები ნესტიან კედლებზე – ჩვენი ბინის მთავარი მტრები არიან.
სახლში ობი შეიძლება ნებისმიერ ორგანულ ზედაპირზე ოთახების ცუდი ვენტილაციის და მზის პირდაპირი სხივების არ ქონის გამო გაჩნდეს.
მისი მცირე რაოდენობა ზიანს არ მოგაყენებთ, მაგრამ თუ მასთან არ იბრძოლებთ, ის გავრცელდება და ძალიან სახიფათო გახდება. იქამდე, რომ ზოგიერთ ადამიანში შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
როგორ ავიცილოთ თავიდან ობის გაჩენა?
- ჰაერის გამშრობი დააყენეთ, რომელიც ჰაერიდან ჭარბ ტენს გააქრობს.
- თეთრეული, წიგნები და ავეჯი ნესტიან სარდაფში არ შეინახოთ.
- სააბაზანო ოთახის კარი ყოველთვის ღია გქონდეთ, რომ ნესტი გამოაშროთ. ფილებს შორის ხაზები ყოველწლიურად ამოავსეთ: ასე წყალგაუმტარობას შეინარჩუნებთ.
როგორ მოვიშოროთ ობი
თუ ობი მაინც გაჩნდა, შეგიძლიათ მათი მოშორება ან, როგორც მინიმუმ, გამრავლების შეფერხება სცადოთ. აი, რამდენიმე ხრიკი ობის საწინააღმდეგოდ.
საშხაპე ფარდა
ობი ხშირად აქ ჩნდება. ამის თავიდან აცილებას საშხაპე ფარდის რეგულარული გარეცხვით შეძლებთ. წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დააყენეთ, 2-3 სააბაზანოს პირსახოცი დაუმატეთ, გარეცხეთ და შემდეგ კარგად გააშრეთ.
ქსოვილის ფარდაზე სჯობს ეტიკეტის ინსტრუქციის შესაბამისად იზრუნოთ.
სააბაზანო ოთახი
თუ ობი სააბაზანო ოთახის კედელზე გაჩნდა, შეგიძლიათ ეს საშუალება სცადოთ. ¾ ჭიქა ქლორის მათეთრებელი 3,5 ლ წყალს აურიეთ. რეზინის ხელთათმანი და თვალის დამცავი გაიკეთეთ. ობი სჯობს უხეში ჯაგრისით მოაშოროთ, ამასთან ყურადღება მიაქციეთ, რომ ნარევი სხვა ზედაპირს არ მოხვდეს. საშუალების წასმიდან რამდენიმე წუთში წყლით გაწმინდეთ და კარგად გაამშრალეთ.
ქსოვილი
სველი პირსახოცი ან სველი მაისური შემთხვევით სააბაზანოს კუთხეში დაგრჩათ და მათზე უკვე ობის ფორები გაჩნდა? პირველ რიგში, ნივთი მზეზე გააშრეთ და ობის მოშორება უხეში ფუნჯით სცადეთ. შემდეგ ქსოვილი ქლორის მათეთრებელში გარეცხეთ, კარგად გაავლეთ.
მატრასი ან რბილი ავეჯი
პირველ რიგში, მტვერსასრუტით კარგად გაწმინდეთ და დაუყონებლივ მტვერსასრუტიც გაწმინდეთ, რომ შემდეგი დალაგების დროს ობის ფორები ჰაერში არ გავრცელდეს. შემდეგ მატრასი ან დივანი სპირტიან ხსნარში (1 ჭიქა სპირტი 1 ჭიქა თბილ წყალზე) დასველებული ჩვრით გაწმინდეთ. ზედაპირები სველი ღრუბლით გაწმინდეთ და მზეზე გააშრეთ.
თუ გაწმენდის შემდეგ ავეჯს მაინც მძაფრი სუნი ან ობის ლაქები აქვს, სჯობს გადააგდოთ.
შეღებილი კედლები
დაგეხმარებათ ხსნარი: ¾ ჭიქა მათეთრებელი 3,5 ლ წყალში. რეზინის ხელთათმანი გაიკეთეთ და რბილი ჯაგრისით წაუსვით. 15 წუთით მოიცადეთ, შემდეგ წყლით გაწმინდეთ. ვენტილიატორით ნახევარი საათით კარგად გააშრეთ.
ძველი წიგნები
წიგნები სუფთა ჰაერზე, მზიან ამინდში მინიმუმ 3 საათით გააშრეთ. შემდეგ გვერდები ჯერ მშრალი ჩვრით, შემდეგ ქლორის მათეთრებლის და წყლის ხსნარში (1:4 პროპორცია) დასველებული რბილი სალფეთქით გაწმინდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
ამის შემდეგ წიგნები კვლავ ჰაერზე გააშრეთ. პროცესის დასაჩქარებლად სიმინდის სახამებელი ან საკვები სოდა გამოიყენეთ – ისინი ტენს კარგად იწოვენ.