ჰოროსკოპი
როგორი მამაკაცი სჭირდება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ვერა ხუბელაშვილის სასიყვარულო ასტროლოგიას. ნახეთ, როგორი მამაკაცი გჭირდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
ვერძი აფასებს მამაკაცს, ვინც შეძლებს მისი საუკეთესო მეგობარი გახდეს. პარტნიორში იუმორის გრძნობას, გამომგონებლობას, ინტელექტს განსაკუთრებით აფასებს. გაცნობის პირველ დღეებში ეს ყველაფერი იზიდავს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ნამდვილ პრობლემად იქცეს, რადგან ასეთი მამაკაცი დიდ სივრცეს იკავებს. ურთიერთობისგან დაღლილი ვერძი მზადაა გაიქცეს, ოღონდ განმარტოება შეძლოს. საბედნიეროდ, ყველაფერი ძალიან ცუდად არაა და ასეთი რამ, ძირითადად, ურთიერთობის დასაწყისში შეინიშნება. მწარე გამოცდილების შემდეგ ვერძი ზედმეტად მომაბეზრებელ და ეგოცენტრულ პარტნიორს აღარ ირჩევს. პარტნიორში უკვე ადამიანურ თვისებას უფრო მეტად აფასებს.
კურო
კუროს საკუთარ თავთან წინააღმდეგობა ახასიათებს. ერთი მხრივ, არ სურს, რომ საყვარელმა ადამიანმა თავისუფლება შეუზღუდოს. ის საკუთარი თავის პატრონი უნდა იყოს, რომელსაც დაგეგმვა და ამ გეგმის რეალიზება სხვების რჩევების გარეშე შეუძლია. ამ თვისებას კურო აფასებს. ეს მოთხოვნა ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ქალის აზრით მამაკაცმა მეორე ნახევარს უსიტყვოდ უნდა მოუსმინოს. ძლიერი პიროვნება, რომელსაც კურო ირჩევს, ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს, რაც კონფლიქტს და ურთიერთობის გაფუჭებას იწვევს. როგორ მოვიქცეთ? ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ნებისყოფა თუ მორჩილება.
ტყუპები
ტყუპები ნებისმიერი ფორმის თავისუფლებას აფასებენ, მათ შორის მამაკაცთან მიმართებაში. თუმცა გაზრდისას „თავისუფლების“ გაგება იცვლება. თუ ადრე ისეთ მამაკაცს ირჩევდა, რომელიც უდარდელობით და ხუმრობებით აოცებდა, ახლა თვლის, რომ თავისუფლება უფრო პირადი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. ასე ასკვნის, რომ ყველაზე მთავარია, როცა მამაკაცი ცდილობს, რომ უკეთესი გახდეს და საკუთარ თავზე მუშაობს. იდეალური პარტნიორი ტყუპებისთვის მიზანდასახული და საქმიანი ადამიანია, რომელიც ტყუპებს ენთუზიაზმით მუხტავს.
კირჩხიბი
კირჩხიბისთვის საუკეთესო ვარიანტია საიმედო და მშვიდი ადამიანი. ქვეცნობიერად ასეთ ადამიანს იზიდავს. კირჩხიბი თავგადასავლების მოყვარულ, უდარდელ და მხიარულ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევენ. მას სტაბილური და საიმედო პარტნიორი სჭირდება. ხშირად ცხოვრებით გამოცდილ მეგობარს, თანამშრომელს ან მეგობრის რომელიმე ნაცნობს ირჩევს. ასეთი კავშირი ძლიერია, რადგან მომავალ პარტნიორს დიდხანს და ყურადღებით აკვირდება. როგორც წესი, არჩევანით კმაყოფილია. ერთადერთი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ: არასდროს დაუბრუნდეთ მას, ვისთანაც წარუმატებელი ურთიერთობა გქონდათ. სტაბილურობისკენ სწრაფვით შეიძლება ძველი კავშირი განაახლოს, სადაც ყველაფერი ნაცნობი და ჩვეულია, მაგრამ ეს ნაბიჯი სჯობს არ გადადგათ.
ლომი
დედოფალი ლომის დაკმაყოფილება რთულია. მთელი მამაკაცთა სქესის მიმართ შემწყნარებლურია და მისი გულის მოგებას ნამდვილად უჩვეულო მამაკაცი შეძლებს. ლომს ჩვეული მიღწევებით ვერ გააოცებთ: ხელფასი, მაღალი წოდების თანამდებობა ან გრანდიოზული სამომავლო გეგმები. ასეთი ხალხია ბევრია და მათ ლომი ერთ დიდ მოსაწყენ ნაცრისფერ მასად მიიჩნევს. მას აინტერესებს მამაკაცი, რომელიც მის ყურადღებას იპყრობს, ცოტა უცნაური და შოკისმომგვრელი ჰობი აქვს. ლომი შემოქმედებით ხალხს თანაუგრძნობს, ამიტომ იზიდავს მხატვრები, მწერლები და მუსიკოსები, რომელთა ნიჭის დაფასებაც შეუძლია.
ქალწული
ქალწული ისეთ მამაკაცს ეძებს, ვინც მის პრაქტიკულ და საქმიან ბუნებასთან კონტრასტს შექმნის. მას შეიძლება მგრძნობიარე, ზედმეტად ემოციურმა მამაკაცმა დააინტერესოს. მას ხომ ბუნებით შეყვარებულის დაცვა, ზრუნვა და ზოგჯერ სწავლა ახასიათებს. ძლიერი ნებისყოფის მამაკაცთან დომინირება რთულია, სუსტთან კი მარტივი. ამ სისუსტეში იგულისხმება დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზებას ქალწულის დახმარებით შეძლებს. ასე პარტნიორები ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ორმხრივი წარმატება საკმარისი არაა. ქალწულს სურს, რომ პარტნიორმა საქმეში მისი წვლილი დააფასოს და ამის მადლიერი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია. სწორედ ასეთი სიტუაციები ქმნის მითებს, რომ ქალწულთან ცხოვრება რთულია. ქალწული არასდროს ნებდება და პოულობს ისეთ ადამიანს, ვინც მის მხარდაჭერას და დახმარებას დააფასებს.
სასწორი
სასწორი ყოველივე მშვენიერის და ამაღლებულის ნამდვილი დამფასებელია. უყვარდება ისეთი მამაკაცი, ვინც მისით აღფრთოვანებას შეძლებს. პირველ რიგში, ძლიერი, ენერგიული პიროვნება მოსწონს, ვისაც სიამოვნებით გაყვება და ვისი იმედით ექნება. მას აღაფრთოვანებს ისეთი მამაკაცი, ვინც მასზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი რჩეული შეიძლება გახდეს მხოლოდ ის, ვინც ურთიერთობაზე მუდმივად ზრუნავს. იდეალური პარტნიორი: მიმზიდველი მამაკაცი, სიტყვის და პრინციპების ერთგული, ვისაც ლამაზად ზრუნვა და გრძნობების ერთგულობა შეუძლია. სასწორი ყოველთვის ცდილობს ასეთი იდეალურ სურათთან შესაფერისი პარტნიორი იპოვოს.
მორიელი
ბუნებრივი სექსუალურობის და მიმზიდველობის მიუხედავად ისეთი ურთიერთობა სჭირდება, ვინც მის სულიერ მხარეს დააფასებს. ისეთი მამაკაცი, ვინც მის შინაგან სამყაროში ღრმად ჩახედვას შეძლებს. ადამიანი, რომელიც რთულ წუთებში მხარს დაუჭერს და საჭიროების შემთხვევაში მისი გულისთვის მოიტყუებს. ქალს მორიელს სჭირდება მეგობარი, რომელიც მის დარდს და სიხარულს გაიზიარებს, ადამიანი, რომლის იმედიც ნებისმიერ ვითარებაში ექნება. როგორც წესი ასეთი მამაკაცი ბუნებით ფსიქოლოგია, ძლიერი ემოციური ინსტინქტები აქვს და მორიელს ძალიან ნაზად ეპყრობა. სწორედ ასეთი კავშირი ძლიერი და ბედნიერი ხდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი რომანტიკულ სფეროში თავისუფლების მოყვარე ქალთა კატეგორიას მიეკუთვნება. გრძნობები, გულები, ყვავილები უფრო ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ქალებისთვისაა, მშვილდოსანი კი ასეთი არაა. ის უფრო მეკობრეა კაბაში, რომელიც კაპიტანს აკვირდება და მასთან ერთად ახალ–ახალ თავგადასავლებს პოულობს. მას მოსწონს მამაკაცი, რომლებიც ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც მხიარულ გართობას. თავიდან შეიძლება მისი მეგობარი გახდეს, შემდეგ უკვე ქმარი ან შეყვარებული. და მაინც, ასეთი დახასიათება ყოველთვის რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. ხშირად იპოვით ქალ მშვილდოსანს, რომელმაც ბედი სულ სხვა ტიპის მამაკაცს (საქმიან, რომანტიკულ ან მოაზრონვე მამაკაცი) დაუკავშირა და ბედნიერად ცხოვრობს.
თხის რქა
მას ენთუზიაზმით აღსავსე მამაკაცი სჭირდება, რომელიც არ შეაწუხებს, სანამ დაკავებულია. უსაქმური ხალხი არ აინტერებს, მაგრამ ზედმეტად აქტიურებიც აღიზიანებს. იდეალური ბალანსი – მამაკაცი, რომელსაც საკუთარი საქმე აქვს და ქალსაც სათანადო ყურადღებას აქცევს, როცა ორივე თავისუფლები არიან. თხის რქას განვითარების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ამიტომ მამაკაცი, „რომელმაც უკვე ყველაფერს მიაღწია“ და ახლა დროს ტელევიზორის ყურებაში ატარებს, მისთვის მოსაწყენია. ქალი თხის რქა გამჭრიახობის გამოყენებით პარტნიორს ირჩევს და დაუნდობლად იშორებს მათ, ვინც ჯერ კიდევ არ იციან, თუ რა სურთ ცხოვრებაში ან თვლიან, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიეს.
მერწყული
მერწყული პარტნიორის მიმართ ძალიან მომთხოვნია, მაგრამ მისი მოთხოვნები მუდმივად იცვლება. ერთი მხრივ, სურს გვერდით ჰყავდეს ჭკვიანი მამაკაცი, საინტერესო მობაასე, მეცნიერებით ან ხელოვნებით გატაცებული, ამავდროულად უდარდელი, მხიარული პარტნიორი ენატრება, ვისთანაც საერთო ენას ადვილად პოულობს. სწორედ ამიტომ, ხშირად შინაგან ბრძოლებშია ჩაბმული. მათი ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერმა წარმოუდგენელმა და ურთიერთგამომრიცხავმა მიზეზმა დაანგრიოს. სულიერად მომწიფებული მერწყული არჩევანს აუცილებლად აკეთებს. ხვდება, რომ მისთვის მთავარია მამაკაცი, რომელიც პარტნიორის ურჩ ბუნებასთან შეგუებას შეძლებს. ხშირად ამას ბევრი ცდის და შეცდომის შემდეგ აღწევს. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია ერთადერთი და გარდაუვალი არაა. არსებობს ბევრი ნიმუში, როცა ქალი მერწყული თავის ბედს საკმაოდ ადრე პოულობს.
თევზები
თევზები ერთ–ერთი ყველაზე სადავო ნიშანია. ეს წესი მის სასიყვარულო შეხედულებებშიც ვლინდება. რთული წარმოსადგენია, თუ როგორ მამაკაცს ანიჭებს უპირატესობას. ზოგიერთი თევზი აფასებს მამაკაცს მყარი ცხოვრებისეული პოზიციით, მიზანდასახულობით და ორგანიზებულობით. იდეალური ტიპი: თავდაჯერებული ადამიანი, რომელიც მართვის სადავეებს ხელში აიღებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი არჩევანი თევზებისთვის ძალიან ხელსაყრელია, რადგან სულიერი სიმშვიდის და ბედნიერი მომავლის გარანტიას აძლევს. ზოგი უფრო ემოციურ სფეროზე ორიენტირებულია, ამიტომ კაშკაშა ემოციები და ღრმა გრძნობები აინტერესებს. ისეთ პარტნიორს ირჩევენ, ვინც ძლიერი გრძნობების გაღვიძებაში დაეხმარება. რთულია სათქმელია, თუ რამდენად ბედნიერი იქნება ასეთი კავშირი, რადგან მხოლოდ რომანტიკა შესაფასებლად საკმარისი არაა.