Connect with us

ყვავილები

რით გამოვკვებოთ ტკბილი წიწაკა, რომ ისეთივე სქელკედლიანი იყოს, როგორც მაღაზიაში ნაყიდი

ტკბილი ან ბულგარული წიწაკა სასარგებლო ვიტამინების და უჯრედისის შესანიშნავი წყაროა. მზა კერძებისთვის ჩვეულებრივ წიწაკის უბრალო ჯიშებს ვიყენებთ, აი, უმად საჭმელად სქელკედლიან ნაყოფს გირჩევთ. ამრიგად, წიწაკის გამოკვება კედლის სისქის გასაზრდელად მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც ღირსეული მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

ხრაშუნა, წვნიანი და ძალიან სასარგებლო ბულგარული წიწაკა სალათებსა და გარნირებში დასამატებლად ან უმად საჭმელად გამოგადგებათ: შეგიძლიათ მთავარ კერძამდე ბულგარული წიწაკით წაიხემსოთ. როგორ გავზარდოთ იდეალური წიწაკა? ამის შესახებ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ. ვიმედოვნებთ, ამის ცოდნა თქვენთვის სასარგებლო იქნება.

სასუქი წიწაკის გასაზრდელად

წიწაკის ჯიშის არჩევა

პირველ რიგში, უნდა გესმოდეთ, რომ ბულგარული წიწაკის სხვადასხვა სახეობები სხვადასხვა მიზნით გამოგადგებათ. მაგალითად, დასაკონსერვებლად გამოდგება სახეობა „ერმაკი“ და „ვიქტორია“. ფარშირებისთვის „ანტეი“ და „სტეპაშკას“ გირჩევთ. უმი სახით  კი „გლადიატორს“ ან „მედალს“.

ახალი ბულგარული წიწაკა ბევრ C და E ვიტამინებს შეიცავს, ამიტომ არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სხეულს ენერგიით და სასარგებლო მიკროელემენტებით ავსებს. თუ დიეტაზე ხართ, ტკბილი წიწაკა ნამდვილი მხსნელი გახდება. მასში შემავალი უჯრედისი მოხდენილი ფორმების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

როგორ გავზარდოთ წიწაკა

ზედაპირულ ინსტრუქციებს რომ გადახედოთ, წიწაკის დარგვა და მოყვანა რთული არ იქნება. პირველ რიგში, ნერგს მიხედეთ: თესლი ჭიქაში ჩარგეთ, მორწყვა და მზიან ადგილას გატანა არ დაგავიწყდეთ. დაელოდეთ, სანამ 4-6 რეალური ფოთოლი არ გაიზრდება, შემდეგ ღია მიწაში გადარგეთ.

წიწაკას მსუბუქი ნიადაგები უყვარს. კარტოფილის, პომიდვრის ან ბადრიჯნის შემდეგ დარგვა არ უყვარს. საქმე იმაშია, რომ ეს მცენარეები წიწაკის მსგავს კვებას ანიჭებენ უპირატესობას.  იდეალურია, თუ დარგვამდე 1 წლით ადრე 5 გრ ორგანულ სასუქს მოაყრით, ხოლო 5 დღით ადრე ნიადაგს დეზინფექციას ჩაუტარებთ. 10 ლ წყალში გახსნილი 1 ს/კ სპილენძის სულფატი საკმარისია.

ძირითადად, ამით დასრულებულია. ასევე შეგიძლიათ დარგოთ წიწაკა, სიმინდი და პომიდვრის მაღალი ჯიშები. ასე დაიჩრდილება და ერთმანეთს ნაკლებად დაამტვრიანებენ. ამრიგად, ნაყოფის ხარისხს შეინარჩუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სქელკედლიანი წიწაკა გვჭირდება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია.

გამოკვება ღია ნაკვეთზე

წიწაკას ჯერ კიდევ გაძლიერება სჭირდება, ამიტომ პირველად დარგვიდან 2 კვირის შემდეგ გამოკვებეთ.

შარდოვანით გამოკვება. 1 ჩ/კ შარდოვანა + 1 ჩ/კ სუპერფოსფატი 10 ლ წყალში გაზავებული. მხოლოდ მორწყვის შემდეგ გამოკვებეთ, 0,5 ლ თითოეულ ბუჩქზე. ამრიგად, მცენარე არ დაზიანდება. მეორე გამოკვება უკვე ყვავილობის დროს სჭირდება. 1 ჩ/კ შარდოვანა + 1 ჩ/კ კალიუმის მარილი + სუპერფოსფატის ასანთის კოლოფი. 10 ლ წყალს აურიეთ და თითოეული ბუჩქი უკვე 1 ლ ნარევით მორწყეთ. მესამე გამოკვება უფრო მარტივია: ჯერ კიდევ მწვანე ნაყოფის დროს. 2 ჩ/კ სუპერფოსფატი + 2 ჩ/კ კალიუმის სულფატი. 10 ლ წყალში გააზავეთ და თითო ბუჩქზე 1 ლ ნარევი გამოიყენეთ.

როგორც ალტერნატივა, შეგიძლიათ ქათმის სკინტლი გამოიყენოთ. 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ და 2 კვირა, სანამ წიწაკა გარემოს ეგუება, მზეზე გააჩერეთ. მიღებული ხსნარი წყალში 1:10 პროპორციით გააზავეთ და მორწყვის შემდეგ გამოკვებეთ. ფრთხილად იყავით,თითოეულ ბუჩქზე მხოლოდ 0,5 ლ ნარევი გამოიყენეთ. სეზონზე შეგიძლიათ 4-ჯერ გამოკვებოთ.

ყვავილობის დროს შეგიძლიათ სასუქი შეცვალოთ და ნაცრის ხსნარი მოამზადოთ. ფორმულა ასეთია: 1 კგრ ჭინჭარი + 1 კგ ძროხის ნაკელი + 1 ჭიქა ხის ნაცარი. აურიეთ და მზეზე 1 კვირა გააჩერეთ. შემდეგ 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ და 1 ლ ნარევით თითოეული ბუჩქი გამოკვებეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ახალი სასუქი სცადოთ, მაგალითად ქათმის სკინტლთან ერთად. ეკოლოგიურად სუფთაა.

შედეგად, ლამაზი, სქელკედლიანი წიწაკა გაიზრდება. ასეთი მოსავალი ნებისმიერ ფერმერს გაახარებს, რადგან ნებისმიერ კერძს ერგება. თან დარწმუნებული იქნებით, თუ როგორ გაიზარდა და რომელი სასუქი გამოიყენეს.