Connect with us

საკითხავი

რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ქალმა 16 მაისს, მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს

ბევრმა არ იცის, რომ არსებობს მენელსაცხებლე დედების ხსენების დღე. ეს მართლმადიდებელი ქალების დღეა, რომელიც აღდგომიდან მესამე კვირას აღინიშნება. ქალები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნეს და მისი ჯვარცმის მოწმე გახდნენ, ნამდვილი გმირები იყვნენ, ძლიერნი და ერთგულნი.

მენელსაცხებლე დედების ხსენება

სწორედ იესო ქრისტესადმი ერთგულება იყო ამ ქალების სულიერი აღორძინების ძირითადი მიზეზი. მათ შორის იყო მარიამ მაგდალინელი, სალომე, იოანა, მართა, სუსანა და სხვები. ამ ქალებს ყველაზე მძიმე წუთებში მაცხოვრის გვერდით ყოფნის არ შეეშინდათ. ჯვარცმიდან მეორე დღეს საფლავთან მივიდნენ, რომ გარდაცვლილ იესოზე ეზრუნათ.

მარიამ მაგდალინელი გათენებამდე მივიდა და აღმოაჩინა, რომ ქვა, რომელიც შესასვლელს კეტავდა, განადგურებული იყო. როცა საყვარელი მასწავლებლის სხეული ვერ იპოვა, ატირდა. მაშინ მას მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე გამოეცხადა და სთხოვა, რომ მისი აღდგომის შესახებ ყველასთვის ეთქვა.

რატომ მენელსაცხებლე დედები? ქალებმა ქრისტეს განსასვენებელ ადგილას მირონი მიიტანეს, რომ აღმოსავლური ტრადიციoთ იესოს ქრისტეს სხეულზე წაესვათ. სიტყვაზე, ერთადერთნი იყვნენ, რომელთაც მისვლა და პატივისცემის გამოხატვის არ შეეშინდათ. იესოს სხვა მოწაფეები შიშით დაიფანტნენ.

მენელსაცხებლე დედათა ტროპარ–კონდაკი:

ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.

ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.

ბევრი მართლმადიდებელი ქალი ქალების ნამდვილ დღეს სწორედ მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს მიიჩნევს. ეს უცნაური არაა, რადგან მათი სიყვარული და მამაცობა პატივისცემას იმსახურებს. მარიამ მაგდალინელმა თავისი შიში გადალახა და გააკეთა ის, რისი გაკეთების იესოს ყველაზე ერთგულ მოწაფეებს შეეშინდათ. ამრიგად, მან თავისი ერთგულება და რწმენა დაამტკიცა.

აღნიშნავთ წელს ამ წმინდა დღეს? გვიამბეთ, რას გეგმავთ 16 მაისს!

Advertisement