საკითხავი
რა სასწაულებს უნდა ელოდოთ 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს
წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე განსაკუთრებულია. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს ბიჭებს მხიარულობის და სხვებზე ხუმრობის უფლება აქვთ. სავარაუდოდ, ამიტომ 13 დეკემბერი უფრო კაცების, მარტოხელების დღედ ითვლება. კიდევ როდის შეიძლება შეხვდეთ ხმაურიან ბრბოს, რომელსაც თავად ზეცამ თამაშის უფლება მისცა?
Alltime.ge-ს რედაქცია გულწრფელად იმედოვნებს, რომ ბიჭები საღ გონებას შეინარჩუნებენ და კანონის ფარგლებში გაერთობიან. გიამბობთ, ვინ არის ანდრია პირველწოდებული და რა უნდა გააკეთოს ყველა ქალმა ამ დღეს. არაფერმა შეგაშინოთ, ყველა საზრუნავი სასიამოვნოა!
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
ანდრია პირველწოდებული ერთ–ერთი მთავარი მოციქულია. პირველწოდებულია იმიტომ, რომ იესომ მოწაფედ პირველად მას დაუძახა. მოგვიანებით, ანდრიამ თავისი ძმაც, პეტრაც მოიყვანა. ორივე მეთევზეები იყვნენ. ანდრიამ ახალგაზრდობიდანვე ღვთისმსახურება დაიწყო და იოანე ნათლისმცემლის მიმდევარი, შემდეგ კი იესო ქრისტეს უახლოესი თანამგზავრი იყო.
ანდრია პირველწოდებული მესიას ყველა მოგზაურობაში ახლდა და მთელი მისი ცხოვრების მოწმე იყო მის აღდგომამდე და შემდეგ კი ამაღლებამდე. ამის შემდეგ ბევრს ქადაგებდა.
ამ დღეს მიღებულია ოჯახის შეკრება, ბევრ ადამიანთან ერთად თამაში, ისტორიების გაზიარება და პურის, კალიტას გამოცხობა. სხვათა შორის, ეს ანდრიას ხალხური სახელიცაა, რიტუალის პურის სახელი. საღამოობით კოცონს ანთებდნენ, რომ უწმინდური ძალები მოეშორებინათ, დილით წყალს უსმენდნენ, რომ გაეგოთ, როგორი ამინდი იქნებოდა.
ნიშნები ასეთია. თუ ანდრიობას თოვლი არაა, ზამთარი მსუბუქი და თბილი იქნება. თუ თოვლი მოდის და თან ბევრი, მკაცრ ზამთარს უნდა ელოდოთ: თოვლიანი, ქარიანი, ყინვიანი. თუ წყალი წყნარია, ზამთარი მშვიდი იქნება. თუ წყალი ხმაურობს – ქარბუქი და ცივი ქარი იქნება. კოცონში წითელი ცეცხლი ყინვის ნიშანია. თეთრი ცეცხლი – ცივი დღეები მოსალოდნელი არაა.
სხვა ხალხური ტრადიციაც არ უნდა გამოგრჩეთ. ამ დღეს მკითხაობა მიღებულია, თან არა მხოლოდ ბიჭისთვის, არამედ გოგოსთვის. ქალები დიდი ენთუზიაზმით მკითხაობენ. ვის არ სურს მომავლის გაგება, რომ თუნდაც მეუღლის სახელი გაიგოს? მკითხაობის დაწყებამდე არაფერი ჭამოთ, მხოლოდ პური და ცოტა წყალი.
სხვადასხვა მეთოდით მკითხაობენ. მაგალითად, სავარცხელზე. ძილის წინ ბალიშის ქვეშ საქმროს მოპატიჟებით შეინახეთ, თხოვეთ, რომ თმის დასავარცხნად მოვიდეს. ვინც დაგესიზმრებათ, ის თქვენი საქმროა. ქაღალდზეც მკითხაობენ. 11 ცალი აიღეთ. 10–ზე სახელი დაწერეთ, 1 ცარიელი დატოვეთ. ბალიშის ქვეშ შეინახეთ. დილით ერთ–ერთი ამოიღეთ. რომელ სახელსაც ამოიღებთ, ის თქვენი საქმროს სახელია. თუ ქაღალდი ცარიელია, ქალწულად დარჩენა მოგიწევთ.
კატაზეც მკითხაობენ. გოგონამ სურვილი უნდა ჩაიფიქროს და შემდეგ ფუმფულა ცხოველს სახლში დაუძახოს. ყურადღებით იყავით, თუ რომელი თათით გადმოაბიჯებს ზღრუბლს. თუ მარჯვენა, გამოდის, რომ სურვილი ახდება. პელმენებზეც საინტერესოდ მკითხაობენ. რამდენიმე ქალი და გოგო პელმენებს აკეთებს და თითოეულს განსაკუთრებული შიგთავსი აქვს. შემდეგ ხარშავენ და ვინმეს გასასინჯად პატიჟებენ. ვის პელმენსაც პირველი გასინჯავენ, პირველი ის გათხოვდება!
როგორ მკითხაობენ კაცები? ბიჭები საჩხრეკზე ზემოთ უნდა დაჯდეს, არ გაიცინოს ისე, ახტეს და თოკზე დაკიდული კალიტა ჩაკბიჩოს. ვისაც გამოუვა, ბედნიერი ქორწინების იმედი უნდა ჰქონდეს. თავად კაცები ხუმრობენ, რომ ანდრიამ სურვილი რომ აუხდინოს, ანდრია უნდა დაიჭირონ, საჩხრეკზე დასვან და იქ გააჩერონ, სანამ სურვილი არ ახდება.
რა უნდა გააკეთონ ქალებმა აუცილებლად
ანდრიობას არჩევანის გაკეთება მოგიწევთ – მკითხაობა თუ საეკლესიო რიტუალის შესრულება. სამწუხაროდ, ეკლესია ყოველგვარ მკითხაობას კრძალავს, თან მარხვაა. სწორედ ამიტომ, მათ, ვინც ქრისტიანულ წესებს იცავს, შემდეგს ვურჩევთ.
1. ლოცვა
საქმროზე ლოცვა შეიძლება და უნდა ილოცოთ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს დედებმა შვილებზე უნდა ილოცონ. გულწრფელ თხოვნას დიდი ძალა აქვს.
2. სადღესასწაულო მაგიდა
ანდრიობა საახალწლო დღესასწაულების დასაწყისია, ამიტომ სუფრის გაშლა ზედმეტი არაა. კარგია, თუ სამარხვო კერძებს და წინასწარ მოამზადებთ, რადგან ამ დღეს საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულება სასურველი არაა.
3. პეროგი
ყაყაჩოს ან ვაშლის ღვეზელი თქვენი გემოვნებით. ორივე ტრადიციულია. სხვათა შორის, ყურადღებას აქცევენ, თუ როგორი გამოვა. თუ ფუმფულა, სახლში კეთილდღეობას და ბედნიერებას ელოდეთ. თუ ცოტა მშრალია და სოდა იგრძნობა, ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვერდს ვერ აუვლით. სულიერად მოემზადეთ.
4. დღესასწაული
კარგი განწყობა და სიმყუდროვე მნიშვნელოვანია. თუ სუფრის გაშლის და პეროგის მომზადების დრო არ გაქვთ, უბრალოდ ახლობლები კარგი განწყობით დამუხტეთ. ქალმა საკუთარი ბედნიერება ახლობლებს უნდა გაუზიაროს და როგორ გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს.
5. ეკლესია
ეკლესიაში წასვლაზე უარი არ თქვათ. შესაძლოა, ზოგისთვის ეს მომაბეზრებელ რუტინაში ბიძგი, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გახდეს. ეკლესიაში სული ზედმეტისგან ყოველთვის თავისუფლდება, ფიქრები უფრო იწმინდება და ლოცვა გულწრფელი ხდება.
რედაქციისგან
თანამედროვე სამყაროში მკაცრ წესებზე უარის თქმა შესაძლებელია. ისე მოიქეცით, როგორც გულს უხარია. არავინ გაგკიცხავთ, თუ ეკლესიაში წასვლის ნაცვლად მკითხაობას აირჩევთ. ეს ხომ თქვენი არჩევანია. მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ და გვიამბეთ, როგორ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს.
წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე სასწაულებით სავსეა. ამ დღეს გასათხოვარი და დასაქორწინებელი ადამიანები განსაკუთრებით ელიან, რადგან ანდრიობას შეიძლება მათი ბედი გადაწყდეს.