ტესტები
რა დაინახეთ პირველად? სწრაფი ტესტი, რომელიც ფარულ შინაგან პრობლემებს გამოაშკარავებს
ადამიანის ნამდვილი ხასიათი მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში ვლინდება, მაგრამ ზოგი ყველაფრის მიუხედავად თავშეკავებას ახერხებს. სწორედ ამიტომ, მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის დახმარებით ადამიანის სუსტ ხასიათს გამოავლენთ.
ადრე ასეთ ტესტებს სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ჩემი სუსტი მხარეები ტესტმა საკმაოდ ზუსტად გამოთვალა. დარწმუნებული ვარ, უკვე საკუთარი თავის გამოცდა გსურთ. ერთი წუთიც არ დაკარგოთ და ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდით.
ახლა გულწრფელად გვიპასუხეთ, რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად. ქვემოთ ამ ცხოველის მნიშვნელობა წაიკითხეთ.
ცხენი
ნამდვილი რკინასავით ძლიერი ხართ და გადაწყვეტილებას შესაშური სისწრაფით იღებთ. თუმცა სიტუაციაზე კარგად არ ფიქრობთ, რის გამოც ხშირად სულელურად იქცევით. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხარისხს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ, ვიდრე დროში საკუთარი თავის შეზღუდვას.
კატა
დიდი და მგრძნობიარე გული – თქვენი მთავარი უპირატესობა და ერთ–ერთი მთავარი ნაკლი. ცუდ ადამიანებთან ურთიერთობამ უკვე არაერთხელ დაგწვათ, ამიტომ სულს სულ უფრო და უფრო იშვიათად ააშკარავებთ. კაცობრიობის რწმენა არ დაკარგოთ. თქვენ მხოლოდ ერთგული და მოსიყვარულე მეგობარი გჭირდებათ. წარმატებებს გისურვებთ ძიებაში!
სპილო
ცხოვრების მიმართ კონსერვატიული შეხედულებები გაქვთ. თუ სამსახური, პირველი დღიდან პენსიამდე; თუ ქორწილი, საიმედო და ხანგრძლივი; თუ მეგობარი, აკვნიდან საფლავამდე. ინოვაციებს მტრულად ეკიდებით. ასეთი ცხოვრების წესის დაგმობა არ შეიძლება, თუმცა გახსოვდეთ, რომ სტაბილურობიდან სტაგნაციამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
მგელი
მერყეობა თქვენი მეორე სახელია. ხალხი საინტერესოდ და სპონტანურად მიგიჩნევთ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით პროზაულია. ზოგჯერ თავდაჯერება გაკლიათ. თქვენს პატრნიორს საჭეს უფრო ანდობთ, ვიდრე ცხოვრების გემს თავად გაუძღვებით. თუმცა მალე შეიძლება გავლილი გზა ინანოთ.
დათვი
როგორც კარგად აღზრდილი და ინტელექტუალი ადამიანი, ამ სასტიკ სამყაროში ყოველთვის ადვილად არ ცხოვრობთ. უხეში ძალის გამოყენება თქვენი ძლიერი მხარე არაა, ხოლო დიპლომატიური გზით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. ისწავლეთ არას თქმა, სანამ თქვენი კეთილშობილება თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენეს.
აი, ასეთი ვიზუალური ტესტით შეგიძლიათ ადამიანის სუსტი ხასიათი გამოავლინოთ. მხოლოდ თქვენით არ შემოიფარგლოთ! თანამშრომლის, პარტნიორის ან მეგობრის სუსტი მხარეები იპოვეთ!