თავის მოვლა
რა დაემართება ფრჩხილებს, თუ მანიკურის გაკეთებას შეწყვეტთ
ახლა სილამაზის სალონების სტუმრობა და ლამაზი მანიკურის გაკეთება მოდაშია. ინტერნეტში ამის შესახებ ბევრ ხუმრობას იპოვით. მოდური ფრჩხილების გულისთვის ქალები ყველაფერზე წამსვლელები არიან. ნუთუ კარგია რეგულარულად ფრჩხილებზე ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება? დეტალურად რომ განვიხილოთ, მანიკურის მინუსებმა შეიძლება უპირატესობას გადააჭარბოს.
პროცედურების „ბრწყინვალება“ საკუთარ თავზე გამოვცადე. დაბადების დღეზე დაქალმა მანიკურის სალონის ვაუჩერი მაჩუქა. გოგონა, რომელიც მემსახურებოდა, ძალიან სასიამოვნო ადამიანი და საქმის სპეციალისტი იყო, მაგრამ რამდენიმე ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე, ფრჩხილები დამესვენებინა.
როგორ ვინანე, რომ მანიკურის გაკეთება საერთოდ გადავწყვიტე. ბუნებრივად მაგარი ფრჩხილის ფირფიტები ნებისმიერი დარტმისგან ზიანდებოდა. ასე გაგრძელდა, სანამ ბოლომდე არ გაიზარდა. პროცედურაზე უარის თქმის მთელი 6 უპირატესობა დავინახე.
მანიკურის მინუსები და მასზე უარის თქმის უპირატესობები
1. გამძლე ფრჩხილები
ლაქების ქიმიური შემადგენლობა შეიძლება უვნებელი იყოს. ნამდვილ საფრთხეს მისი მოსაშორებელი სითხე წარმოადგენს. ასეთი ძლიერი გამხსნელი ფრჩხილის ფირფიტებზე, ასევე მის ირგვლივ კანზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შედეგად მშრალ თითებს და მტვრევად ფრჩხილებს მიიღებთ.
მზადების დროს სპეციალისტი ფრჩხილს ზედა, დამცავ ფენას აშორებს, რის გამოც სითხე გარქოვანებულ ქსოვილის სტრუქტურას უფრო ძლიერ ანადგურებს.
2. ბუნებრივი შეფერილობა
ხომ გაგიგიათ ყვითელი ნადების შესახებ, რომელიც კბილებზე ყავის დალევის და მოწევის შემდეგ ჩნდება. ლაქის მუდმივად გამოყენებას ზუსტად ასეთი მოქმედება აქვს. თუ ფრჩხილის ლაქს რამდენიმე კვირა არ წაისვამთ, ფრჩხილების ბუნებრივ ფერს დაიბრუნებთ.
3. სიგლუვე
ფრჩხილის ზედაპირი კერატინის ქერცლისგან შედგება. ლაქის მოშორებისას ფენა ირღვევა, რაც ფირფიტას არათანაბარს ხდის. თუ ფრჩხილებს აღდგენის დროს მისცემთ, ის უფრო გლუვი და თანაბარი გახდება.
4. დატენიანება
ლაქის მოშორების შემდეგ ფრჩხილები ერთ ხანს დაუცველია, ანუ რეგულარულად დატენიანება სჭირდება. სჯობს კუტიკულას ზეთი გამოიყენოთ. დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ.
5. სოკოთი დაინფიცირების რისკის შემცირება
დარწმუნებული ხართ, რომ სპეციალისტი ყველა სანიტარულ სტანდარტს იცავს? ყოველთვის არსებობს ადამიანური ფაქტორი. ინსტრუმენტების ცუდი დეზინფექცია რიგ უსიამოვნებებს იწვევს. მანიკურის სახლის პირობებში გაკეთებისას სრულად დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი მაკრატელი და ქლიბი უსაფრთხოა.
6. ეკონომია
სხვა ყველაფერთან ერთად, ფულის ეკონომიაც უნდა გავითვალისწინოთ. რაც უფრო იშვიათად ეწვევით სალონს, მით უფრო მეტს დაზოგავთ. იშვიათი სტუმრობის შემთხვევაშიც წელიწადში ყოველთვიური ხელფასის ნახევარს მაინც ხარჯავთ. დაფიქრდით!
მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ამ პროცედურებს აღარ ჩავიტარებ. დიახ, ლამაზი ნიმუშებით ან კაშკაშა ფერებით თავს ვერ მოვიწონებ, მაგრამ ბუნებრივი და ჯანსაღი ფრჩხილებით ვიამაყებ. მზად ხართ მანიკურზე უარი თქვათ?