ჯანმრთელობა
რა არის ანტივირუსული პრეპარატები
თანამედროვე ადამიანის იმუნიტეტის ისე კარგად ვერ მუშაობს როგორც ვისურვებდით. ამაზე გავლენას ნერვული სტრესები, ცუდი ეკოლოგია, არასწორი და უხარისხო კვება ახდენენ. მაგრამ მეცნიერება ერთ ადგილას არ დგას და სრულიად ახალ ფარმაკოლოგიურ საშუალებებს უშვებს, რომლებიც ადამიანს ვირუსებისგან იცავს. ამ ფარმაკოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია:
- შესაძლო სეზონური გაციებების თავიდან აცილება
- იმუნიტეტის ამაღლება
- რესპირატორული ვირუსული ინფექციების ხანგრძლივობის შემცირება
პრეპარატების ცალკეული ჯგუფი
თანამედროვე ფარმაკოლოგიაში ანტივირუსული პრეპარატები ცალკე ჯგუფში არიან გამოყოფილნი. ადრე ისინი ინფექციური მედიკამენტების ჯგუფს განეკუთვნებოდნენ. ჩვენს დროში ფარმაკოლოგებმა ეს ორი ჯგუფი იმის გამო დაყვეს, რომ ვერანაირის სხვა პრეპარატი მაგალითად, ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ ვირუსების გამრავლებასა და განვითარებაზე.
რით არიან ვირუსები ასეთი დაუმარცხებლები და რატომ არის მათთან ბრძოლა ასეთი რთული და რატომ არის რთული მათი განადგურება ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკების გზითაც კი?! საქმე ვირუსების აგებულებაში, ისინი ზომით 20-დან 300 ნანო მილიმეტრისები არიან და ბაქტერიებს თუ შევადარებთ ისინი მათზე 50-ჯერ უფრო პატარები არიან.
ვირუსის დანახვა სპეციალიზირებული მიკროსკოპითაცი კი შეუძლებელია. ისინი უპრობლემოდ აღწევენ ფილტრებში რომლებიც ბაქტერიებს არ ატარებენ.
ვირუსებს შეიძლება მიაკუთვნოთ:
- ადენოვირუსი
- რინოვირუსი
- პაპილომა ვირუსი
- ჰერპესის ვირუსი
- ებოლას ვირუსი
- გრიპისა და შიდისი ვირუსები
ანტივირუსული პრეპარატების სახეობები
ეს ჯგუფიც ორ კლასიფიკაციად იყოფა. პირველ ჯგუფს იმუნომოდულატორები განეკუთვნებიან. ეს ფარმაკოლოგიური საშუალებებია რომლებიც მოკლე დროში აძლიერებენ ადამიანური ინტერფერონის გამომუშავებას. ინტერფერონი ადამიანის იმუნური სისტემის მუშაობაზეა პასუხისმგებელი.
ინტერფერონის გამოყენებისას, ადამიანი ხელოვნურად აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას, შესაბამისად აძლიერებს ადამიანის ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს სხვადასხვა ვირუსული ინფექციების მიმართ.
მეორე ჯგუფი კი ანტივირუსული მედიკამენტებია, რომლებიც ებრძვიან ვირუსს და ხელს უშლიან მის გამრავლებას. ფაქტიურად კურნავენ ინფექციისგან.
ანტივირუსული პრეპარატები თავისი მოქმედების მექანიზმით განსხვავდებიან. ზოგიერთი პრეპარატი კონკრეტულად გრიპის საწინააღმდეგოა, დანარჩენები კი ჰერპესის წინააღმდეგ. მესამე ნაწილი კი ციტომეგალოვირუსული ინფექციების და როტოვირუსის წინააღმდეგ და ა.შ.