Connect with us

სხვა

რატომ უნდა გამოიყენოთ ძმარი სარეცხი მანქანით რეცხვის დროს

სარეცხი მანქანა მნიშვნელოვნად გვიადვილებს ცხოვრებას. დღეს უამრავი ტიპისა და ფასის სარეცხი მანქანა არსებობს და მისი შეძენა თთქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუ მას რეგულარულად გავწმენდთ, ის ათწლეულების მანძილზე მოგვემსახურება, თუმცა ის ყოველთვის ვერ გვაძლევს ხარისხიანი რეცხვის გარანტიას. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ თუ როგორ შეგიძლიათ რეცხვის ხარისხის გაუმჯობესება, ჩვეულებრივი ძმრის მეშვეობით.

რისთვისა რის საჭირო ძმარი

ძმრის გამოყენება არა მხოლოდ კულინარიაშია შესაძლებელი. ბოლო დროს დისახლისები მას საყოფაცხოვრებო საქმეებშიც იყენებენ და ცდილობენ ქიმიური საწმენდი და სარეცხი საშუალებები ძმრით ჩაანაცვლონ. ის შესანიშნავად აცილებს ცუდ სუნს და ახდენს ზედაპირის დეზინფექციას, აშორებს ჭუჭყს და რეცხვის დროსაც გეხმარებათ. მოდით გავერკვიოთ რა საჭიროა ძმრის რეცხვის დროს გამოყენება.

თეთრეულის კონდიციონერი

ძმარი უხეშ ქსოვილებს არბილებს, მას რეცხვის დროს კონდიციონერის ნაცვლად ამატებენ. ძმარი ძლიერად დაბინძურებული ტანსაცმლის გასარეცხად გამოიყენებოდა, ის არა მხოლოდ არბილებს სარეცხს არამედ უსიამოვნო სუნებსაც აქრობს. დიასახლისების რჩევით, 100 მილიგრამი ძმარი კონდიციონერის უჯრაში უნდა ჩაასხათ, განსაკუთრებით თუ პირსახოცებს რეცხავთ. ასეთი რეცხვის შემდეგ ისინი ბუმბულივით ფუმფულა იქნება.

მათეთრებელი

რამდენიმე რეცხვის შემდეგ ნივთები ნაცრისფერი ხდება ან ყვითლდება. ამის თავიდან ასაცილებლად, თეთრი თეთრეული სარეცხ მანქანაში ცალკე უნდა გარეცხოთ. გავლებისას მას 100 მილიგრამი ძმარი დაუმატეთ. ის ნივთებს სიტეთრეს შეუნარჩუნებს და ოფლის ლაქებს მოაცილებს. ეს მეთოდი ფარდებისა და მაგიდის სუფრის რეცხვისას დაგეხმარებათ.

ძმრით დელიკატური ქსოვილების რეცხვაც შეგიძლიათ, მაგალიტად თეთრეული და საცურაო კოსტუმები. ნივთები წყლისა და 50 მილიგრამი ძმრის ხსნარში ჩაალბეთ, შემდეგ კარგად გაავლეთ და გასაშრობად დაკიდეთ.

ლაქების და უსიამოვნო სუნის მოსაცილებელი საშუალება

ტანსაცმელზე არსებული ლაქების გამოყვანა ძმრის ლაქაზე შესხურებით შეიძლება. დატოვეთ 10 წუთი, შემდეგ კი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ასეთი მეთოდი ბამბის და პოლიესტერის ნივთების გასარეცხადაც გამოგადგებათ. ძმრით ფარდები, სივანის ბალიშები და გადასაფარებლებიც შეგიძლიათ გარეცხოთ.

ფერადი ტანსაცმლის რეცხვა

ფერადი სამოსი ხშირად ხუნდება. იმისთვის, რომ წითელი მაისური არ გაცვდეს და სიახლე შეინარჩუნოს, რეცხვის დროს ისინი თეთრი სამოსისგან გააცალკევეთ. გარეცხვამდე ფერადი ნივთები 150 მილიგრამ ძმარში – 20 წუთით დაალბეთ, შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმზე გარეცხეთ.

აშორებს საპნის ნადებს

რეცხვის დროს ნივთები კარგად არ ირეცხება. ამისთვის გავლების დამატებითი რეჟიმის ჩართვა გჭიდებათ. სარეცხი ფხვნილები კარგად ქაფდება და რეცხვის შემდეგ სამოსზე ლაქებს ტოვებს, ამის თავიდან ასაცილებლად, რეცხვის დროს, სარეცხ მანქანაში 200 მილიგრამი ძმარი დაუმატეთ, განსაკუთრებით თუ თეთრეულს და პირსახოცს რეცხავთ.

ცხოველების ბეწვი

თუ სახლში ძაღლი ან კატა ცხოვრობს, ბეწვი ყველგან შეგხვდებათ. შეგიძლიათ ამ ფაქტს შეეგუოთ ან რეცხვის დროს 100 მილიგრამი ძმარი გამოიყენოთ. ამგვარად ბეწვი უფრო იოლად მოცილდება.

 

სარეცხი მანქანისგან ობისა და ნალექის მოცილება

სარეცხი მანქანის ობისა და ნალექისგან გაწმენდა ძმრის მეშვეობით შეიძლება. ობი და უსიამოვნო სუნი ბარაბნის რეზინს უჩნდება. თუ სპორტულ ფეხსაცმელს ან სხვა დაბინძურებულ ნივთებს რეცხავთ, სარეცხი მანქანის წმენდა ყოველ ჯერზე აუცილებელია.

სარეცხი მანქანის დეზინფექცა და გაწმენდაა საჭირო, სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილ უჯრაში 200 მილიგრამი ძმარი ჩაასხით. შემდეგ რეცხვის რეჟიმი ჩართეთ და მაღალი ტემპერატურით რეცხვის რეჟიმი აირჩიეთ. საჭიროა 60 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა. როდესაც რეცხვა დამთავრდება, სარეცხი მანქანა დენის წყაროდან გამოაძრეთ და ბარაბანი და მისი რეზინა ძმრით გაწმინდეთ.

პროცედურის შემდეგ გავლების რეჟიმი ჩართეთ. შემდეგ ბარაბანი და რეზინა კარგად გაამშრალეთ. მისი კარი ღია დატოვეთ, რათა მანქანა კარგად განიავდეს. იმისთვის, რომ მანქანაში ობი არ გაჩნდეს, ყოველი რეცხვის შემდეგ – კარი ღია დატოვეთ.