Connect with us

კულინარია

რატომ აღარ ვყინავ მწვანე ხახვს ზამთრისთვის

ახალი მწვანილის სეზონი სწრაფად მთავრდება, მაგრამ გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ზაფხული ზამთარს კვებავს. დროა ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი შეინახოთ, რომ ცივ სეზონზე მრავალფეროვანი კერძებით ისიამოვნოთ. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეინახოთ მწვანე ხახვი ზამთრისთვის ისე, რომ არომატი და გემო შეინარჩუნოთ.

როგორ შევინახოთ მწვანე ხახვი

გიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლის დახმარებით მწვანილი შეგიძლიათ რამდენიმე წლით შეინახოთ. ამასთან გაყინვის გარეშე და სითბოში. უფრო მეტიც, ცოტა ადგილს მოითხოვს – საყინულეში ამდენს ნამდვილად ვერ შეინახავთ.ახლა უფრო დეტალურად გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ.

1. ხახვი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ – ეს აუცილებელი პუნქტია. ქაღალდის პირსახოცი გამოიყენეთ ან მწვანილი ქსოვილზე დააწყვეთ და აივანზე დატოვეთ. თუ ხახვი ცოტაა, მაგიდაზე დატოვეთ. მთავარია, ხახვი კარგად გაშრეს.

2. ამის შემდეგ ხახვი დაჭერით. თეთრი ნაწილი წვრილად დაჭერით, ხოლო ღერო უფრო მოდიდო ნაჭრებად.

3. ამის შემდეგ საცხობი ფორმა აიღეთ და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ხახვი სქელ ფენად ჩააწყვეთ.

4. თუ ხახვი ბევრია, ხოლო მეორე ფორმა არ გაქვთ, გისოსი გამოიყენეთ. მასაც ქაღალდი დააფინეთ და იგივე პროცედურა გაიმეორეთ.

5. ღუმელი 50 გრადუსამდე გააცხელეთ  (თუ კონვექციაა, საქმე უფრო სწრაფად იქნება). ღუმელის კარი ოდნავ აუცილებლად შეაღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სითხე არ აორთქლდება.

6. ხახვი ღუმელში დაახლოებით 2-3 საათით გამოაშრეთ (ყველაფერი ღუმელსაც და კონვეექციაზეა დამოკიდებული).

7. პროცესში ხახვს რამდენჯერმე აურიეთ. პირველად, 40 წუთის შემდეგ. შემდეგ ისევ 40 წუთში. გაითვალისწინეთ, რომ გისოსზე ხახვი უფრო სწრაფად ხმება, ვიდრე ფორმაში.

8. მზაობის შემოწმება მარტივია: თუ ხახვი იფშვნება, მზადაა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა.

9. ახლა 3 სხვადასხვა შენახვის მეთოდი. 1–ლი ვარიანტი: დატოვეთ ისე, როგორც არის. გამოგადგებათ წვნიანების სანელებლებად ან კერძების მოსართავად. მე–2 ვარიანტი: საშუალოდ დააბლენდერეთ და მარილი (სჯობს ზღვის) დაუმატეთ. მე–3 ვარიანტი – ხახვი დაფშვენით და მარილი დაუმატეთ. იდეალურია მაწვნის წვნიანისთვის, ცომეულში და იმ კერძებისთვის, სადაც ხახვს სწრაფად გახსნა სჭირდება.

10. მარილი დაუმატეთ იმისთვის, რომ სანელებელში გოროხები არ წარმოიქმნას. მზა სანელებელი ოთახის ტემპერატურაზე ქილებში შეინახეთ.

თქვენ როგორ ინახავთ ხახვს და სხვა მწვანილს ზამთრისთვის?