Connect with us

საკითხავი

რატომ არ უნდა ცდილობდეთ, სხვების თვალში უკეთესი გამოჩნდეთ

რატომ გამოსდის ზოგიერთს გარშემომყოფების თვალში პატივისცემის მოპოვება, სხვები კი ამას საერთოდ ვერ ახერხებს? შესაძლოა, საქმე საუბრის მანერაშია? ან ღიმილში? შეიძლება, ყველაფრის მიზეზი იუმორის გრძნობა, ან პირიქით, სერიოზულობაა?

სპეციალისტები უკვე არაერთი წელია ცდილობენ ადამიანის მიმზიდველობის საიდუმლოს ამოხსნას, ამ საკითხში კი გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს. როგორც ჩანს, არსებობს ფსიქოლოგიური მეთოდების მთელი ნაკრები, რომელიც გვეხმარება გარშემომყოფებისთვის თავის მოწონებაში. და ბევრი მეგობრული და მიმზიდველი ადამიანი, რომელსაც თქვენც იცნობთ, დიდი ალბათობით, ამ არსენალიდან რამდენიმე ხრიკს მაინც იყენებს.

მიმზიდველობის წესები

1. პოზიტივი

გარშემომყოფ ადამიანებს შეუძლიათ თქვენი განწყობის დაფიქსირება. თუ თქვენ პოზიტივს ასხივებთ, გარშემომყოფებსაც დადებითი ემოციებით ავსებთ. ეს გეხმარებათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში, სხვა ადამიანების თქვენს ტალღაზე გადმორთვაში.

2. ღიმილი

ღიმილის დახმარებით, ადამიანი ახდენს მეგობრულობისა და გახსნილობის დემონსტრირებას. საკმარისია გაიღიმოთ, რომ ადამიანებს განაიარაღებთ. ამასთან, დამტკიცებულია, რომ მომღიმარი ადამიანები გაცნობის დროს უფრო დასამახსოვრებლები არიან, ამიტომ ნუ შედეავთ ახალ ნაცნობებს უჟმური სახით: იგი მტრობას უფრო იგრძნობს, ვიდრე მეგობრობას.

3. კომპლიმენტები

მნიშვნელოვანია, კარგი სიტყვები არამხოლოდ კონკრეტულ თანამოსაუბრეს, რომელზეც შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ, არამედ კამპანიაში მყოფ სხვა ადამიანებსაც უთხრათ. როგორც ჩანს, ის, რასაც სხვების შესახებ ვსაუბრობთ, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ადამიანად აღგვიქვამენ ჩვენ. და, სხვა ადამიანის შექებით, ჩვენ საკუთარ მიმზიდველობას ვამაღლებთ სხვების თვალებში. აი გაკრიტიკებით კი – პირიქით, ნეგატიურ ადამიანად ჩნდებით.

4. “სარკისებრი” მანერები

“ქამელეონის ეფექტი”, როცა ადამიანი თანამოსაუბრის მანერებს იმეორებს, ნამდვილად მოქმედებს. ამასთან, ადამიანის ჟესტები, პოზები და მიმიკა სიფრთხილით უნდა გაიმეოროთ, დაცინვად რომ არ აღიქვან.

5. მეგობრულობა და კომპეტენტურობა

ადამიანებს მოსწონთ, როცა პროფესიონალი, პირველ რიგში, საუბრისას გახსნილობას ავლენს. ეს უბიძგებთ დიალოგის დაწყებისკენ. რაღაცის თხოვნისკენ, გამოცდილების გაზიარებისკენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია კავშირის დამყარება, მეგობრულობის გამოჩენა და მხოლოდ შემდეგ, საკუთარი ცოდნის გამოვლინება მნიშვნელოვან საკითხზე.

6. არაიდეალურობა

სრულყოფილი ადამიანები ყველას აშინებენ თავიანთი შეუდარებლობის გამო, ხოლო ისინი, ვისაც სხვების წინაშე შეცდომების დაშვების არ ეშინიათ, მიმზიდველები არიან და გვახსენებენ საკუთარ შეცდომებს. ეს გვაახლოვებს.

7. საერთო შეხედულებები

ადამიანს ის ადამიანი მოსწონს, რომელიც მას ჰგავს. და, თუ თანამოსაუბრე იმავე საფეხბურთო კლიბს გულშემატკივრობს, ისეთივე მუსიკას უსმენს ან მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები აქვს, თქვენთვის დამეგობრება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. თანაც, ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყველაზე ძლიერი სიმპათია იმ ადამიანის მიმართ ჩნდება, რომელსაც, ჩვენსავით, რაღაცის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

8. შეხება

მსუბუქი და ფრთხილი შეხება ქვეცნობიერით იზიდავს თანამოსაუბრეს, გვეხმარება მისი სითბოთი გავსებაში. შეხებითი კონტაქტი საშუალებას იძლევა, გადააბიჯოთმრავალ ბარიერს და დაუახლოვდეთ ადამიანს. მაგალითად, იმავე ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოფიციანტები, რომლებიც შეუმჩნევლად ეხებიან კლიენტებს, საბოლოო ჯამში უფრო მეტ ჩაის ფულს იღებენ.

9. მოსმენის უნარი

საყვარელ თემაზე საუბარი ადამიანს იმდენივე სიამოვნებას ანიჭებს, რამდენსაც გემრიელი საკვები ან სექსი. ამიტომ, გქონდეთ უნარი, ბოლომდე ათქმევინოთ სათქმელი თანამოსაუბრეს: ეს არამხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა, იგი უკეთ განაწყოთ თქვენ მიმართ, არამედ მასზე მეტის გაგების ხერხიცაა. ამასთან, იყავით აქტიური მსმენელი: დასვით დამაზუსტებელი კითხვები, გამოხატეთ ემოციები, თავი აქნიეთ.

10. საერთო საიდუმლოები

საჭირო მომენტში საიდუმლოს განდობა – ყველაზე მარტივი ტაქტიკაა, ააშენოთ საიმედო ურთიერთობები. და, თუ უკვე მოასწარით ერთმანეთისთვის საკუთარი თავის შესახებ მოყოლა, განიხილეთ ბოლო მოვლენები, უკვე შეგიძლიათ თანამოსაუბრისთვის რაღაც პირადი საიდუმლოს განდობაც. სხვა ადამიანთან გახსნილობით, თქვენ მას აიძულებთ, იმავე გახსნილობით გიპასუხოთ, რაც გაამარტივებს მასთან ურთიერთობას ახლაც და მომავალშიც.

11. აღქმა

გასაოცარია, თუმცა, თუ ადამიანს იმაზე უკეთ აღიქვამენ, ვიდრე თვითონ ფიქრობს თავის თავზე, იგი ცდილობს, მსგავს საზოგადოებას მოერიდოს. თუმცა, თუ მისი აღქმა ემთხვევა სხვა ადამიანების მასზე წარმოდგენებს, იგი თავს კომფორტულად გრძნობს.

სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები მაღალი თვითშეფასებით უპირატესობას ანიჭებენ მეგობრობას მათთან, ვინც მას აქებს. ხოლო დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს კრიტიკოსებთან ყოფნა ერჩივნათ.

რა თქმა უნდა, არსებობს მიმზიდველების სხვა საიდუმლოებიც, რომლებიც ადამიანს სასურველს ხდის ამა თუ იმ კამპანიაში: სპორტული თუ სოციალური წარმატებები, ხასიათის თავისებურებები, ინიციატიურობა, იუმორის გრძნობა და ნებისმიერ თემაზე ისტორიების მარაგი… თუმცა, აქ უკვე თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე იმის გასაგებად, თუ რომელ მხრივ განვითარდნენ.