Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა მიირთვათ რძე: 4 სარწმუნო არგუმენტი

ადამიანი წელიწადში, საშუალოდ, 85 კგ რძის პროდუქტს, მათ შორის, 70 ლ-მდე რძეს მოიხმარს. თუმცა, ადამიანის ორგანიზმს არ სჭირდება რძე და არაა მოწყობილი ლაქტოზის გადამუშავებისთვის. აბსოლუტურად პარადოქსალურია, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც სხვა ცხოველის რძეს მოიხმარს, თანაც ზრდასულ ასაკში.

უდავოა, რომ ამ პროდუქტს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრების დასაწყისში. ბავშვი მარტივად ამუშავებს დედის რძეს ფერმენტ ლაქტაზის წყალობით. ევოლუციის მსვლელობისას განვითარებული “გენეტიკური დეფექტითაა” განპირობებული ის, რომ ეს უნარი ზრდასრულ ასაკშიც ნარჩუნდება და შესაძლებელს ხდის რძის მოხმარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. საჭიროა თუ არა ეს საერთოდ?

სასარგებლოა თუ არა რძე

1. რძე მავნეა ორგანიზმისთვის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის გამო

რძე მდიდარია სასარგებლო ელემენტებით. კალციუმის გარდა, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს იოდსა და ამინომჟავებს, რომლებიც ორგანიზმის მიერ ვერ გამომუშავდება. ეს ჯანსაღი, დაბალანსებული სასმელია. თუმცა, აქ იმალება პირველი შეცდომა: რძე სასმელად კი არა, ერთ-ერთ ძირითად კვებით პროდუქტად უნდა მივიჩნიოთ მასში მკვებავი ნივთიერებების სიმჭიდროვის გამო.

რძის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს პროდუქტი უამრავი დაავადების გამოწვევის მიზეზი შეიძლება იყოს, იქნება ეს ალერგია(განსაკუთრებით ბავშვებში), თუ ქრონიკული ინფექციები, კანის პრობლემები და ეკზემა, ასთმა, დიაბეტი და კიბოც კი. ყველა ამ დაავადებას უკავშირებენ რძეში არსებულ, ორგანიზმისთვის უცხო ცილებს, რომელთაც ორგანიზმი ებრძვის. თუმცა, დღეისათვის არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომელიც ამ კავშირს უტყუარი მტიცებულებებით ადასტურებს.

2. რძე არაჯანსაღია ლაქტოზის აუტანლობის გამო

რძის აუტანლობა საკმაოდ გავრცელებული “პრობლემაა”. თუ ორგანიზმში არ გვხვდება ფერმენტი ლაქტაზა, რომელიც რძის შაქარს, ლაქტოზას შლის კომპონენტებად, რომლებიც მარტივად აითვისება, ამ მდგომარეობას ლაქტოზის აუტანლობა ეწოდება. მსოფლიოს მოსახლეობის 75% ვერ იტანს ლაქტოზას. მთელ მსოფლიოში გამონაკლისად ლაქტოზის ატანა უფრო ითვლება, ვიდრე მისი აუტანლობა, რადგანაც, მაგალითად, აფრიკასა და აზიაში მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია რძის მონელება.

3. რძე მავნეა ჯანმრთელობისთვის კალციუმის დაკარგვის გამო

ბავშვობაში ყველას მოგვისმენია: რძის კალციუმი გვეხმარება გაზრდაში, სასარგებლოა ძვლებისთვის და გვაძლევს ძალას. არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ამდენ კალციუმს. აღნიშნული მინერალი აუციებელია ძვლებისა და კბილების სიმყარისა და კუნთების სწორი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ რძის ცხოველური ცილები იწვევს სისხლსა და ორგანიზმში მჟავიანობის მატებას. მის გასანეიტრალებლად ორგანიზმს ისევ კალციუმი ესაჭიროება, რომელიც ძვლებისგან უნდა მიიღოს. კალციუმის მსგავსი დაკარგვა შეიძლება ოსტეოპოროზის მიზეზი გახდეს.

კალციუმის მიღებისა და გაცემის პროპორციები, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ მოხმარებული კალციუმის რაოდენობა. როგორც რძის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, კალციუმის დეფიციტს იწვევს არა რძის არასაკმარისი მოხმარება, არამედ ძალიან დიდი რაოდენობით მჟავე პროდუქტის მიღება, მათ შორის, ყავის, კოლის, ალკოჰოლის, ხორცის, რძის პროდუქტებისა და ტკბილეულის. არსებობს სხვა წყაროებიც, რომლებიც ადეკვატურად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ამ მინერალის მიმართ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ბროკოლი, სოიო, პარკოსნები, თხილეული და მარცვლეული კულტურები. გარდა ამისა, ორგანიზმი მცენარეულ ცილებს უფრო მარტივად აითვისებს და არ ვნებს pH-ს მჟავურ დონეზე.

4. რძე მრავალ ტექნიკურ პროცესს ექვემდებარება

ბევრი თვლის, რომ რძე ერთ-ერთი ყველაზე ნატურალური პროდუქტია. მას სუფთა სახით იძლევა ძროხა და მისი მიღება დაშვებულია დანამატების გარეშე. რეალურად, ეს მცდარი შეხედულებაა. მაღაზიაში არსებული “ძროხის” რძე მწარმოებლის მიერ დამუშავებული საბოლოო პროდუქტია. იგი ჰომოგენიზდება, პასტერიზდება, ექვემდებარება თერმულ დამუშავებას. ეს არც ისე ბუნებრივად ჟღერს, არა?

და მაინც, დავლიოთ თუ არა რძე?

ნუ დაეყრდნობით დაუსაბუთებელ არგუმენტებს რძის მოხმარების თუ მასზე უარის თქმის სასარგებლოდ. ფაქტობრივად, თითოეულმა ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, დალიოს თუ არა რძე. სულაც არაა აუცილებელი რძეზე სრულად უარის თქმა, თუმცა, თუ ცხოველური პროდუქტებისთვის თავის არიდება გსურთ, არსებობს ამ პროდუქტის უამრავი შემცვლელი(სოიოს, ქოქოსის, შვრიის, წიწიბურის, ნუშის და სხვ.).

თქვენ რას ფიქრობთ ამ პროდუქტზე? რამდენად ხშირად მოიხმართ რძეს?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.