ყვავილები
რას რგავს მარტსა და აპრილში კირკიტა მეაგარაკე
იმისთვის, რომ გაგიმარტივდეთ ორიენტაცია, თუ რომელ დღეს რა სამუშაო შეასრულოთ, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 2021 წლის სათეს კალენდარს, კერძოდ, მარტისა და აპრილის თვეებისთვის.
ამ კალენდრით მდიდარ მოსავალს მიიღებთ, შესაძლო პრობლემებს თავიდან აიცილებთ და უფრო თავდაჯერებული გახდებით. მეთოდის ეფექტურობას მრავალრიცხოვანი დადებითი შეფასებები ადასტურებს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც დაგეხმარებათ.
2021 წლის სათესი კალენდარი თვეების მიხედვით
მარტი
პირველ რიგში, ამ თვის ხელსაყრელ დღეებს გადავხედოთ.
9 მარტი: შეგიძლიათ მიწაზე იმუშაოთ, მცენარეები მავნებლების საწინააღმდეგოდ დაამუშავოთ, კიტრი, ცხარე წიწაკა და სხვადასხვა მწვანილი დარგოთ.
11–12 მარტი: შეგიძლიათ ბაღ–ბოსტნის საქმეს მიხედოთ, მაგრამ მცენარის და ხის დამუშავება, მცენარის მიმაგრება არ ღირს. შეგიძლიათ ბოსტნეული, დეკორატიული და ხილის ხეები დარგოთ.
13-14 მარტი: არასასურველია გადაჭრა, გადარგვა და მიმაგრება. შეგიძლიათ ბოსტნეულის კულტურები დათესოთ.
17-18 მარტი: ნებადართულია მცენარეებთან მუშაობა, რომელთა ნაყოფი მიწის ზედაპირზე მდებარეობს. მცენარის დარგვა და დათესვაც დაშვებულია.
27-28 მარტი: ხელსაყრელი დღეებია ყველა ბოსტნეულის კულტურის და ყვავილოვანი მცენარეების დასარგავად და დასათესად. გადარგვა, მიმაგრება და ტუბერების გაკეთება რეკომენდებული არაა.
29-30 მარტი: სასურველია დარგოთ საზამთრო, გოგრა, კიტრი, ბოლოკი, სხვადასხვა სახეობის კომბოსტო და ცხარე წიწაკა. სანელებლების და მწვანილების დარგვა და გადარგვა არასასურველია.
მარტის თვის არახელსაყრელი დღეები: 7, 8, 10, 19-21, 23-26 და 31. ამ დღეებში სასურველია სახლში იყოთ და სხვა საქმით დაკავდეთ.
აპრილი
თავდაპირველად, აპრილის თვის ხელსაყრელ დღეებს გადავხედოთ.
6 აპრილი: ამ დღეს კიტრის, ბადრიჯნის, ცხარე წიწაკის, ოხრახუშის და კამის დათესვა შეიძლება. თესლის ჩალბობას არ გირჩევთ.
7-8 აპრილი: ყველაფრის გაკეთება შეიძლება, დამყნობის და დანამვის გარდა.
9-10 აპრილი: მწვანილის და ბოსტნეულის დარგვა ნებადართულია. არასასურველია გადარგვა, ასევე ტუბერებთან და ბოლქვიან მცენარეებთან მუშაობა.
14 აპრილი: შეგიძლიათ ბოსტნეული და დეკორატიული კულტურები დარგოთ. აკრძალულია გადარგვა და ფესვებთან მუშაობა.
18-19 აპრილი: ნებადართულია დარგვა, ყველა კულტურის და მწვანილის გადარგვა. არასასურველია გადაჭრა, დანამვა და საგაზაფხულო სასუქის მიწოდება.
23-24 აპრილი: არ შეიძლება მიწის გაფხვიერება, გადარგვა და მიმაგრება. სხვა დანარჩენი სამუშაოები ნებადართულია.
25-27 აპრილი: ნესვი, საზამთრო, პარკოსნები, კომბოსტოს ყველა სახეობა, ბოლოკი, ცხარე წიწაკა, პიტნა და ისპანახი შეგიძლიათ დათესოთ და გადარგოთ.
28-29 აპრილი: ამ დღეებში შეგიძლიათ შხამქიმიკატები გამოიყენოთ, მაგრამ მარწყვთან, მწვანილთან და ხეებთან არ იმუშაოთ. სხვა ყველაფერი დაშვებულია.
აპრილის თვის ნეიტრალური დღეები: 5, 11-13. გირჩევთ მდგომარეობის და ამინდის მიხედვით იმოქმედოთ.
არახელსაყრელი დღეები: 3-4, 15-17, 20-22 და 30.
ჩვენი თარიღებისა და რჩევების გამოყენებით შეგიძლიათ დაგეგმოთ ქალაქგარეთ მგზავრობა (თუ თქვენი ნაკვეთი სახლთან ახლოს არ მდებარეობს), ამა თუ იმ მცენარის დათესვა, მცენარეების მიმაგრება ან სხვა სამუშაო. თქვენ ხარისხიან და უხვ მოსავალს მიიღებთ. ბოლოს და ბოლოს, დროს და ფულს კარგად დაზოგავთ! ვიმედოვნებთ, რომ დაგეხმარეთ.