Connect with us

ჯანმრთელობა

რას ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პალმის ზეთზე: მამხილებელი ანგარიში

რძე, შოკოლადი, კარაქი და ბავშვის საკვებიც – თითქმის ყველგან გვხდება. ვერ ვამჩნევთ, მაგრამ მხოლოდ ერთ ინგრედიენტს უკვე არა ერთი თაობის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. შესაძლოა, უკვე ხვდებით, რომ საქმე პალმის ზეთს ეხება.

ახლახანს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მამხილებელი ანგარიში გამოავლინა, თუ რა გავლენას ახდენს პალმის ზეთი ადამიანის ორგანიზმზე. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია პალმის ინდუსტრიას თამბაქოს და ალკოჰოლს ადარებს: მისი ზიანი ასევე აშკარაა. როცა საქმე მრავალმილიარ დოლარიან შემოსავალს ეხება, მომხმარებელთა ჯანმრთელობა მეორეხარისხოვანი ხდება.

რატომ არის აკრძალული პალმის ზეთი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ექსპერტები 48 სამეცნიერო ანგარიშის საფუძველზე სამწუხარო დასკვნამდე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც პალმის ზეთის შემცველი პროდუქტები პოპულარულია, გულის იშემიური დაავადების შემთხვევები გახშირდა. ქოლესტერინის ფოლაქები კორონალურ არტერიებს ბლოკავენ. ეს ათეროსკლეროზის განვითარებას იწვევს, რაც უნარების შეზღუდვით ან სიკვდილით გემუქრებათ.

პალმის ზეთი სხეულის ტემპერატურაზე უბრალოდ არ იშლება. მისი დნობის ხარისხი – მინიმუმ 40, ეს კი ნორმალური 36,6 გრადუსისგან შორსაა. შედეგად, მისი ნარჩენები ადამიანის ორგანიზმში სეირნობს, სისხლძარღვების კედლებს ეკვრის და სისხლის მიმოქცევას აუარესებს. არა მხოლოდ გულის! ეს ყველაზე მავნე ქოლესტერინია, რომლითაც ხშირად გვაშინებენ.

ჩნდება კითხვა: როგორ ხვდება სუპერმარკეტებში ადამიანის ორგანიზმისთვის ასეთი სახიფათო პროდუქტი? და არა სუფთა სახით. როგორც წესი, მომხმარებელი ვერც ხვდება, რომ კვებითი ინდუსტრიის მსხვერპლი გახდა.

პალმის ზეთის ისტორია

განგაშის ატეხვა ჯერ კიდე 2003 წელს დაიწყეს, როცა FAO–მ (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) პირველი კვლევა გამოაქვეყნა. იმ დღიდან ამ პროდუქტის მოხმარება 4-ჯერ გაიზარდა.

2015 წელს აშშ–ში გამოვიდა კანონი, რომელიც კვების ინდუსტრიაში პალმის ზეთის გამოყენებას კრძალავს. ამავდროულად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტუაცია ყოველდღე უარესდება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პალმის ზეთისთვის აუცილებელია მარკირება, რომ მომხმარებელმა პროდუქტის შეძენისას იცოდეს, რას ყიდულობს.

ჯანდაცვის წარმომადგენლების ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. შემადგენლობაში პალმის ზეთს უთითებენ, როგორც „მცენარეული წარმოშობის ცხიმი“, „მცენარეული ცხიმი“ და ა.შ. ზოგჯერ საერთოდ არ უთითებენ.

პალმის ზეთის ზიანი ეკოლოგიისთვის

პროდუქტი არა მხოლოდ ადამიანისთვის არის სახიფათო, არამედ მისი წარმოება ჯუნგლების არსებობას საფრთხეს უქმნის. პალმა Elaeis guineensis ფიტავს მიწას, სადაც ადრე ტროპიკული ტყე იზრდებოდა. ამის გამო ათასობით ჰექტარი ჯუნგლი იჩეხება. თავად წარმოება იმდენად ბევრ ნარჩენს ქმნის, რომ მხოლოდ ალკოჰოლის და თამბაქოს ინდუსტრიას შეიძლება შევადაროთ.

რატომ იყენებენ პალმის ზეთს

რატომ იყენებენ, თუ ასეთი საზიანოა? პასუხი ცხადია: ფული. პალმის ინდუსტრიის წლიური ბრუნვა 60 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს ყველაზე იაფი ზეთია როგორც გამოსაყენებლად, ასევე საწარმოებლად. კვებით ინდუსტრიასაც თავისი წვლილი შეაქვს, რომლებიც პალმის ზეთის შემცველ პროდუქტებს პოპულარიზაციას უწევენ.

რომელი პროდუქტები შეიცავს პალმის ზეთს

მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით იყოთ და პროდუქტის არჩევას სერიოზულად მიუდგეთ. თუ შეფუთვაზე მითითებულია „მცენარეული ცხიმები“, სჯობს სხვა პროდუქტი მის გარეშე იპოვოთ. ხშირად პალმის ზეთი რძეშიც გვხდება. ვადას დახედეთ: რაც უფრო მოკლე ვადა აქვს, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ სახიფათო ცხიმს არ შეიცავს.

პალმის ზეთი სწრაფი კვების პროდუქტებში შეუცვლელია. გვხდება კარაქში, ყველში, სწრაფი მომზადების ფაფასა და ბავშვის საკვებშიც. უპირატესობა მიანიჭეთ პროდუქტებს, რომლებიც ფხვნილის ბაზაზე არ არის დამზადებული.

ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია გაუმჯობესდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში ამაში თავის წვლილს შეიტანს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ პროდუქტის შემადგენლობა წაიკითხოთ მანამ, სანამ კალათაში ჩადებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!