Connect with us

ჰოროსკოპი

რამდენი შვილი გეყოლებათ? მკითხაობა ბეჭდით, კარტით, ძაფით და ნემსით

მკითხაობას ბავშვის დაბადების, მისი სქესის და შვილების რაოდენობის გასაგებად უძველესი დროიდან იყენებდნენ. ადრე ეს ერთადერთი მეთოდი იყო, რომ ბავშვის სქესი გაეგოთ, რადგან ექოსკოპია ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი. როგორც ამბობენ, მკითხაობის ზოგიერთი მეთოდი საკმაოდ ზუსტია და შეგიძლიათ დღესვე გამოიყენოთ.

მკითხაობა ნემსით და ძაფით

ერთ–ერთი ყველაზე ზუსტი მეთოდი ბავშვის სქესის და მომავალი შვილების რაოდენობის გასაგებად. ამასთან, შესასრულებლად ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ საკერავი ნემსი დიდი ნახვრეტით, წითელი ან თეთრი ძაფი (ან თმა, მაგრამ მოკლე ვარცხნილობისას ეს ვარიანტი არ გამოგადგებათ).

კონცენტრირება მოახდინეთ, ნემსში ძაფი გაუყარეთ ისე, რომ „ორმაგი ძაფი“ მიიღოთ. ბოლოები დაიჭირეთ და ნემსი ძაფზე ჩამოკიდეთ. მარცხენა ხელისგულზე, საჩვენებელ და ცერა თითებს შორის ნემსი 3-ჯერ აწიეთ–ჩამოწიეთ. შემდეგ ხელისგულის ცენტრში, ხელისგულიდან 2-3 სმ სიმაღლეზე  ნემსი ძაფით დაიჭირეთ და ყურადღებით იყავით: თუ ნემსი აქეთ–იქით ქანქარებს – ბიჭს ელოდებით, თუ წრიულად მოძრაობს – გოგოს. შედეგი ზუსტი რომ იყოს, ხელი არ უნდა აგიკანკალდეთ.

მეორე ვარიანტი საქორწილო ბეჭდით: ამჯერად ძაფი საქორწილო ბეჭედში ჩაწიეთ–ამოწიეთ (მეორე ხელით გეჭიროთ). მკითხაობის ეს ვარიანტი შვილების რაოდენობას გიჩვენებთ. ნემსი 3-ჯერ ბეჭედში ჩაუშვით და ამოწიეთ, ამის შემდეგ კვლავ ხელისგულზე მოათავსეთ. თუ ნემსი ქანქარებს – ერთ შვილზე მეტი გეყოლებათ. ზუსტი რაოდენობის გასაგებად, გაიმეორეთ მანამ, სანამ ნემსი მოძრაობას არ შეწყვეტს.

საქორწილო ბეჭდით მკითხაობა

გასულ საუკუნეებში ამ უძველეს მეთოდს ორსულები იყენებდნენ, როცა ბავშვის სქესის გაგება სურდათ. ამ მკითხაობას ერთი ნაკლი აქვს: მისი გამოყენება ყველას არ შეუძლია. მეთოდი არ გამოგადგებათ, თუ ორსულობას მხოლოდ გეგმავთ ან ჯერ გათხოვილი არ ხართ. რიტუალისთვის მხოლოდ საქორწილო ბეჭედი გამოიყენება.

ბეჭედში ძაფი ან გრძელი თმა გაუყარეთ, დაწექით და მუცლის ზემოთ დაიჭირეთ. მოძრაობას ყურადღება მიაქციეთ. აქ, მოძრაობას საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. თუ ნემსი ქანქარებს – გოგოა, თუ წრიულად ტრიალებს – ბიჭისთვის ცისფერი პერანგი მოამზადეთ.

მკითხაობაზე შობაზე გაყინული წყლით

ნაშობევს, 7-19 იანვარი, ძილის წინ ჭურჭელში წყალი აავსეთ (ადრე ჩამჩას იყენებდნენ, მაგრამ პატარა ქვაბი, ფიალა, ფართო ფინჯანიც გამოდგება). ღამით ფანჯარასთან დადეთ და დილით ყურადღებით დააკვირდით. ყინულზე ნატეხები და ორმოები გოგოზე მიგანიშნებთ, ხოლო ბორცვები – ბიჭზე. ზოგიერთ თვლის, რომ ამ მეთოდით მომავალი შვილების რაოდენობის გამოთვლა შეიძლება. ყურადღება უფრო დიდ ნიშნებს უნდა მიაქციოთ. მაგალითად, 2-10 პატარა ბორცვი არ მიგანიშნებთ, რომ გმირი დედა გახდებით.

„შვილი მეყოლება თუ არა“

ამის გასაგებად ტაროს კარტს იყენებენ. მას ზუსტ და ამავდროულად დიდი ჯადოსნური ძალის მქონე მეთოდად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, გასართობად მკითხაობა არ ღირს. ყურადღებით იყავით, ფიქრები აკონტროლეთ და სხვა არაფერზე არ იფიქროთ – ასე კარტა უფრო ზუსტ შედეგს მოგცემთ.

კარტა 3-ჯერ აჩეხეთ, ოღონდ დაფიქრებულად და არა მექანიკურად. ენერგეტიკული გავლენით კარტა სწორი პასუხისთვის პროგრამირდება. კარტის ზედა ნაწილი აიღეთ და დასტის ქვემოთ შემოდეთ. ახლა მარცხენა ხელით შემთხვევით 3 კარტი ამოიღეთ.

პასუხი სამივე კარტის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ტაროს კარტების მნიშვნელობაზე წიგნი გამოგადგებათ. პირველი კარტი გპასუხობთ, რა გიშლით დაორსულებაში ხელს. მეორე, ვისგან გეყოლებათ შვილი. მესამე – როდის უნდა ელოდოთ ბავშვის დაბადებას. თქვენ შეიძლება პირდაპირი პასუხი არ მიიღოთ, არამედ მინიშნება, რომელსაც გაშიფვრა სჭირდება.

ხელებით მკითხაობა

ქირომანტები, რომლებიც ადამიანის ხელისგულების ხაზებს და სხვა ნიშნებს სწავლობენ, ბევრ კითხვაზე პასუხს იძლევიან. მათ შორის ორსულობის და შვილების დაბადების შესახებ: როდის გააჩენთ შვილს, რამდენი შვილი გეყოლებათ, როგორი იქნება შვილი ხასიათით – მკითხაობს წარსულის გაგება და მომავლის გამოცნობა შეუძლია.

მომავალი შვილების რაოდენობის გაგებაზე ნეკა თითს ქვეშ ხაზებით შეძლებთ. თითები ოდნავ მოხარეთ და ნეკა თითის ქვედა ფლაგმანზე ვერტიკალურ ხაზებს ყურადღებით დააკვირდით. რამდენი ხაზიცაა, იმდენი შვილი გეყოლებათ. სქელი და გრძელი ხაზი ბიჭის ნიშანია, ხოლო თხელი და მოკლე – გოგოსი. „ჩანგლივით“ შეერთებული ხაზები ტყუპების ნიშანია. თუ ქორწინების რამდენიმე ხაზი გაქვთ, დააკვირდით, რომელ ხაზზე გადის შვილების ხაზი (პირველი ქორწინების ხაზი – ყველაზე ქვედა, მეორე – მის ზემოთ და ა.შ.).

მარჯვენა და მარცხენა ხელის ხაზები შეიძლება განსხვავებული იყოს. მარცხენა, პასიური ხელი ბედით მოცემულს გიჩვენებთ, იმას, რაც გეწერათ. ხოლო მარჯვენა ხელი რეალურ მდგომარეობას აჩვენებს, რაც ცხოვრებამ გარგუნათ. თუ ბავშვს აიყვანთ ან ხელოვნურ განაყოფიერების მეთოდს გამოიყენებთ, ხელებზე ხაზები განსხვავებული იქნება. არ გაგიკვირდეთ, თუ წლების შემდეგ მარჯვენა ხელზე ხაზების რაოდენობა შეიცვლება – გამოდის, თქვენს ცხოვრებაში რაღაც მოხდა, რამაც ბედი შეცვალა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი პროგნოზი ან მკითხაობა შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. 100%–ით ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია.