ტესტები
პირველი, რასაც ამ სურათზე დაინახავთ, თქვენს პიროვნებას ახასიათებს
მოცემულ სურათს შეხედეთ და დაიმახსოვრეთ, რამ მიიქცია თქვენი ყურადღება პირველ რიგში. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ პიროვნების ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში, რა გიყვართ სინამდვილეში და როდის ხართ ყველაზე ბედნიერი.
შეყვარებულები
თქვენ ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. მეგობრებთან სასიამოვნო კომპანიაში დროის გატარება გიყვართ. წვეულებებსა და კლუბებში დროს არ ხარჯავთ, უპირატესობას საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას ანიჭებთ.
უცნობ ხალხთან დროის გატარება და ამით სიამოვნების მიღება შეგიძლიათ. იცით, ვინ გაინტერესებთ და ვისთან ურთიერთობა მოგწონთ. ასეთ ხალხს გვერდიდან არ იშორებთ. საკუთარი სამყარო გაქვთ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ.
ზუსტად ასე ხართ სიყვარულშიც. ძალიან რომანტიული ხართ და გრძელვადიანი ურთიერთობები გიყვართ. თქვენი პარტნიორი არასდროს იწყენს, რადგან ძალიან საინტერესო და კომუნიკაბელური ხართ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დიდ დროს უთმობთ. იცით, რა მოსწონს მას და ამიტომ მარტივად შეგიძლიათ შესთავაზოთ ის, რაც თქვენს ურთიერთობას დაუვიწყარს გახდის.
ხე
თუ პირველი, რაც ამ სურათზე დაინახეთ, ხეა, იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ერთ ადგილას ვერ ჩერდება. დიდი ავანტიურისტი ხართ და სამყაროს ახალი კუთხიდან შეცნობა გიყვართ. ყველაფერი ახალი და საინტერესო გიყვართ.
ყოველთვის ახალ ამოცანებს ისახავთ, რომლებიც შთაგაგონებთ. ყოველი თქვენი დღე რაღაც უცხოს უნდა შეიცავდეს. ერთფეროვნება და მოწყენილობა არ მოგწონთ, ასეთი ცხოვრება არ გაინტერესებთ. ერთფეროვნება თქვენს თავისუფალ სულს კლავს და ამიტომ მას ცხოვრებაში არ უშვებთ.
მაშინაც კი, როცა საქმე სამსახურს ეხება, რუტინულს არაფერს გააკეთებთ. ასე ბედნიერი და კმაყოფილი ვერ იქნებით. ყველაფრის თავიდან დაწყება თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. როცა რაღაცით უკმაყოფილო ხართ, ცხოვრების 180 გრადუსით შემობრუნებას ადვილად ახერხებთ. ეს თქვენთვის პრობლემა არაა.
თქვენ გვერდით მხოლოდ თქვენივე მსგავსი ადამიანი უნდა იყოს, რომელთან ერთად ახალ თავგადასავლებში გადაშვებას შეძლებთ.
ბავშვი
თუ პირველად ამ სურათზე ბავშვი დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. საკუთარი ცხოვრებით და წესებით ცხოვრობთ. როცა რაღაცას აკეთებთ, არ ფიქრობთ იმაზე, თუ სხვები რას იტყვიან.
სპონტანური ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ განმარტოვდეთ ან, პირიქით, გაერთოთ. ახლა მარტო ხართ და გსურთ, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლოა, ეს ცუდი არაა.
უფრო მეტიც, ეს სათნოებაა, რადგან ყველამ საკუთარ თავს სათანადო დრო უნდა დაუთმოს. ამის გამო თავს ნუ იდანაშაულებთ და თავისუფლებით დატკბით. თქვენი ზღვარი ზეცაა და შეზღუდვის უფლებას არავის აძლევთ.