Connect with us

ყვავილები

ოქტომბერში პომიდვრის დარგვის 2 მეთოდი. ხრიკი ძლიერი ნერგის და ნაადრევი მოსავლის მისაღებად

პომიდვრის მიმართ ვნებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიღვიძა. სალათისთვის პომიდვრის ნაჭრებს ხშირად ვარჩევდი, რისთვისაც დედისგან მიწევდა. წლების მატებასთან ერთად ეს სიყვარული გატაცებაში გადაიზარდა. ახლა შინაურულ ბოსტნეულს თავად ვზრდი. მოსავალს სხვებზე ადრე ვიღებ. პომიდვრის შუა შემოდგომაზე დარგვა ძალიან წარმატებული იდეა აღმოჩნდა.

პატარა სათბურში ზამთრის ნერგებს განსაკუთრებულ ადგილს ვუთმობ. ასე ჩემი ფანჯრის რაფები ახალგაზრდა ყლორტების ყუთებით გადავსებული არაა. დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით თესლი დაავადებების მიმართ უფრო ამტანი ხდება. პომიდვრის დარგვის 2 მეთოდი არსებობს და დღეს თითოეულ მათგანს დეტალურად განვიხილავთ.

პომიდვრის დარგვა შემოდგომაზე სათბურში

თესლით დარგვა

უკვე რამდენიმე წელია საყვარელი სახეობის შეგროვებულ და გამხმარ თესლებს ვიყენებ. თქვენ შეგიძლიათ თესლი შეიძინოთ. მთავარია, რომ ხარისხიანი იყოს. თესლი კალიუმის პერმანგანატის ხსნარში (1 გრ 100 მლ წყალში) 30 წუთით გააჩერეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ. შემდეგ გარეცხეთ და გაამშრალეთ.

სათბურში მცირე ორმო, 1–2 სმ სიღრმის ამოთხარეთ. თესლები სქლად ჩაყარეთ და 2 სმ მიწის ფენა მოაყარეთ. ზემოდან წიწვის ნემსებით დაფარეთ.

ასეთი მცენარის ამტანობა ორმაგად გაიზრდება. მოსავალი ყოველთვის კარგი იქნება, ნაყოფი კი მსხვილი და გემრიელი. იმედი არ გქონდეთ, რომ 100%–იან მოსავალს მიიღებთ. მხოლოდ ყველაზე ძლიერი ბუჩქები გადარჩება.

მთელი ნაყოფის დარგვა

მეორე მეთოდი პირველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ დასარგავად მთელი, მწიფე პომიდორი გამოიყენება. დროთა განმავლობაში რბილობი დალპება და თესლს დამატებით გამოკვებავს.

გაზაფხულზე წიწვის ნემსები მოაშორეთ. როგორც ჩვეულებრივი დარგვის შემთხვევაში, ნაყოფის მცენარე არახელსაყრელი დაავადებების და კლიმატის მიმართ უფრო გამძლეა.

თითოეული მეთოდის დახმარებით პომიდვრის ნაადრევი მოსავლის აღებას შეძლებთ. მცენარე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ფანჯრის რაფაზე. თუ სათბური არ გაქვთ, ეს მეთოდები აუცილებლად გამოიყენეთ. კომენტარებში მოგვწერეთ, თუ რომელი მეთოდი უფრო მოგწონთ.