Connect with us

ყვავილები

ორქიდეა კერამზიტში უკეთესად ყვავილობს

მრავალი წლის მანძილზე მესმოდა ფრაზები ორქიდეების კაპრიზულობის შესახებ. მათ ყველაზე რთულად მოსავლელ ოთახის მცენარედ თვლიან. თუცა ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ თუ გინდა ორქიდეების ყვავილობით დატკბე, ისინი კერამზიტში უნდა დარგოთ.

ეს მეთოდი ჩემმა მეგობარმა მასწავლა. ის ადრე კაქტუსების მოშენებით იყო გატაცებული, თუმცა ორი ორქიდეა ფილენოპსისი შეიძინა და მათი მოვლის გამოცდილება მეც გამიზიარა. ის ორქიდეებს კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ რწყავს – 15 წამით წყალში დგავს.

სასუქად ქარვის მჟავას იყენებს. გადარგვამდე მისი ორქიდეები სპეციალურ ქერქის გრუნტში იზრდებოდნენ, თუმცა ფესვებმა ლპობა დაიწყეს. ამ დროს ორქიდეებს უკვე კვირტები ქონდათ ამიტომ საჭრო იყო ფრთხილი და სწრაფი მოქმედება. რამდენიმე სპეციალისტმა მას ორქიდეის კერამზიტში გადარგვა ურჩია. მეგობრმა მომპალი ფესვები მოაჭრა და დაამუშავა, ყვავილი კი სველ კერამზიტში გადარგო.

გადარგვის ასეთი მეთოდი განუვითარებელი ფესვოვანი სისტემის ორქიდეისთვის შესანიშნავია. გადარგვის შემდეგ ორქიდეა ნატურალური სასუქით უნდა უზრუნველყოთ. ყვავილები კატებს და ორპირ ქარს მოარიდეთ, რეგულარულად ჩაატარეთ სველი როცედურები. მიჰყევით ამ უმარტვეს წესებს და შეძლებთ ჯანმრთელი და ნაყოფიერი მცენარე გაზარდოთ.

თუ გამოცდილი მეყვავილეების გამოცდილებას დავუჯერებთ, ორქიდეები კერამზიტში თავს ისევე კომფორტულად გრძნობენ, ისევე როგორც მათთვის ჩვეულ ველურ გარემოში.