Connect with us

ყვავილები

ნაცრის მოყვარული მცენარეები, რომლებიც ბოსტანში შეგიძლიათ დარგოთ

ბევრი მებაღე და მებოსტნე ხელოვნურ მინერალურ სასუქებზე ნელ–ნელა უარს ამბობს. მათ ალტერნატივის პოვნა და ბაღის და კვლების ორგანული სასუქებით გამოკვება უწევთ. ნაცარი ერთ–ერთი მარტივი და ხელმისაწვდომი სასუქია. მცენარეები, რომელთაც ნაცარი უყვართ, ბევრია. ბუნებაში არსებობს ბევრი მინდვრის მცენარე, ბაღის კულტურა და ოთახის მცენარე, რომლებიც ნაცრით გამოკვებისას მადლობას უხვი ყვავილობით და ნაყოფიერებით გადაგიხდიან.

ნაცრის მოყვარული მცენარეები

ბუხრის და ღუმლის ხის ნაცარი სასუქად იდეალურია. ხმელი ტოტების და მცენარის ღეროების დაწვის შემდეგ დარჩენილი ნაცარიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი შესანიშნავი სასუქის მისაღებად ორგანული მასალის დაწვის შემდეგ ფერფლი პაკეტში შეაგროვეთ და მშრალად შეინახეთ.

ნაცარი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს და სხვა სასარგებლო ელემენტებს, რომლებიც მცენარეს სრულფასოვანი განვითარებისთვის სჭირდება. ნაცარი ზოგიერთი სოკოვანი დაავადების განვითარებას ებრძვის. მათ შორისაა შავი ფეხი, ნაცროვანი სოკო ან კილა ჯვაროსან მცენარეებში.

თუ ნაცრის მოყვარულ მცენარეს მშრალი ფერფლით ან მისი ხსნარით გამოკვებავთ, ფიტოფთორა ვერ შეაშინებს. ნაცარი მიწის მჟავიანობას ამცირებს. ფერფლით შეგიძლიათ დააფრთხოთ მავნე მწერები, რომლებიც ბოსტანში საზეიმოდ შეიკრიბნენ.

მცენარე, რომელსაც ნაცარი უყვარს, უსასრულოდ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ესაა კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი და ყაბაყი. ასეთი გამოკვება უყვარს გოგრას, ნიორს, ხახვს, სალათს, კამას, ოხრახუშს, ლობიოს და ბარდას.

ნაცრით შეგიძლიათ გამოკვებოთ ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო, მარწყვი, ყურძენი და ჟოლო. გარდა ამისა, ფერფლი შესანიშნავად კვებავს მოცხარს, ხურტკმელას, ქლიავს და ვარდს.

სასუქის გამოყენების მეთოდები

ფერფლი კვლებში შეგიძლიათ მიმოფანტოთ, 100 გ 1 მ² მიწაზე, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე დაბარვის წინ. ნაცარი მცენარის დარგვისას პირდაპირ ორმოს ან არხს შეგიძლიათ დაუმატოთ. შემდეგ ფერფლი რიგებს შორის ან მცენარის ქვეშ შეგიძლიათ მიმოფანტოთ.

მცენარე ხსნარით შეგიძლიათ გამოკვებოთ. ფერფლი წყალში გახსენით (1 ჭიქა 10 ლ წყალში). ხსნარს კარგად აურიეთ, გასათბობად გააჩერეთ, შემდეგ მცენარე ფესვებთან მორწყეთ.

თუ დრო გაქვთ, ნაცარს მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე დღე გააჩერეთ, რეგულარულად აურიეთ. ასე ფერფლიდან სასარგებლო ელემენტები წყალში მაქსიმალურად გაიხსნება და მცენარის ფესვები სწრაფად ათვისებას შეძლებს.

ნაცრით გამოკვების თავისებურებები

ნაცრის და ნაკელის, ქათმის სკინტლის ან მათ ხსნარებთან ერთად არ გამოიყენოთ. აზოტის სასუქსა და ფერფლს შორის ინტერვალი მინიმუმ 1 თვე უნდა იყოს. ნაცარი მიწის მჟავიანობას ამცირებს, ამიტომ არ გამოგადგებათ იმ მცენარეების საკვებად, რომელსაც მჟავე მიწა მოსწონს.

ნიადაგი ნაცრით 2 წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ გამოკვებოთ, რადგან მისი მოქმედება 4 წელი გრძელდება.

თუ თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ორგანულ სასუქზე გაზრდილი, მაქსიმალურად სასარგებლო ხილ–ბოსტნეული მიირთვით. კვლებში ნიადაგი ნაყოფიერი რომ იყოს, ნატურალური სასუქი გამოიყენეთ. მაგალითად, ხის ნაცარი, ნაკელი, სკინტლი, შარდოვანა, კომპოსტი, საფუარი, ყავის ნალექი და ა.შ.

Advertisement