Connect with us

საკითხავი

ნათლისღების წყალი: როდის შევაგროვოთ, რა ძალა აქვს და რით განსხვავდება ჩვეულებრივი ნაკურთხი წყლისგან

როდის გროვდება წმინდა წყალი ნათლისღებაზე? განკურნების და გაწმენდის წმინდა დღესასწაული ახლოვდება. ამ დღეს ბევრი ადამიანი ეკლესიაში ან წყლის უახლოეს წყაროსთან მიდის. აქვს თუ არა მნიშვნელობა სად შეაგროვებთ წყალს? ამის გაკეთება 18 იანვარს სჯობს თუ აუცილებლად 19 იანვარს? Alltime.ge-ს რედაქცია ამ საკითხის გარკვევას ეცდება.

როდის შევაგროვოთ ნათლისღების წყალი

აღსანიშნავია, რომ მკაცრი წესი არ არსებობს, როდის და რომელ საათზე უნდა შეაგროვოთ ნაკურთხი წყალი. ამ საქმეში მნიშვნელობა არ აქვს, რომ წყალი ტაძრის სხვა მრევლზე სწრაფად შეაგროვოთ ან მეგობრებს გაუსწროთ. ნათლისღების დღესასწაულისთვის არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანად უნდა მოემზადოთ, რომ ნაკურთხი წყლის პირველმა ყლუპმა სულიერი კეთილშობილება და ხანგრძლივი სიხარული მოგიტანოთ.

უთქმელი წესები

ითვლება, რომ 18 იანვარს ყველა დიასახლისმა სახლი უნდა მოაწესრიგოს. არა მხოლოდ ბინა უნდა დააწკრიალოთ, არამედ სულიერად მოემზადოთ. ამ დღეს კონფლიქტებს მოერიდეთ, არ იჩხუბოთ, სპეციფიკურ გამოჯავრებაზე რეაგირება არ მოახდინოთ. ლოცვები წარმოთქვით და უფალს ყველაფერი კარგისთვის მადლობა გადაუხადეთ.

წინასწარ მოამზადეთ ჭურჭელი, სადაც ნაკურთხ ნათლისღების წყალს შეინახავთ. გარკვეული ზომის მინის ჭურჭელი და შესაფერისი თავსახური შეარჩიეთ. ასეთ ბოთლში წმინდა წყალი მომდევნო ნათლისღებამდე შეგიძლიათ შეინახოთ. სხვა ნაკურთხ წყალში რომ არ აგერიოთ, ქილას ქაღალდის ფურცლით წარწერა „ნათლისღების წყალი“ გაუკეთეთ.

ძველი ტრადიცია

რატომღაც ამბობენ, რომ ნაკურთხი წყლის შეგროვება მხოლოდ 19 იანვარს შეიძლება. ამ ტრადიციის ფესვები შორეული წარსულიდან მოდის. მართლაც, 18-ში ყველა ემზადებოდა დიდებული დღესასწაულისთვის, ხოლო ეკლესიაში მსახურება საღამოს ან შუაღამისას იწყებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნაკურთხი წყლის შეგროვება ან წმინდა წყალში ბანაობა.

ახლა მსგავსი შეზღუდვები არაა. წყალი ეკლესიაში როგორც 18, ასევე 19 იანვარს შეგიძლიათ შეაგროვოთ. მით უფრო, თუ ადამიანი რაიმე მიზეზით ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებს, ნებადართულია ონკანის წყალი ააგროვოთ. მნიშვნელოვანია, რომ სულიერად მოემზადოთ და ლოცვა წარმოთქვათ.

წყლის სარგებელი

ნაკურთხი წყლის შენახვა მხოლოდ წესის გამო არ ღირს. მოძღვრები გირჩევენ, რომ წყალი დალიოთ, თუ რაიმე დაავადებისგან განკურნება გსურთ. ცოტა ნაკურთხი წყალი ყოველდღე შეგიძლიათ დალიოთ, თუ სურვილი გაქვთ. წმინდა წყალი შეგიძლიათ დალიოთ, თუ სულიერ სიმძიმეს, შფოთვას გრძნობთ ან ცუდ განწყობაზე ხართ.

წმინდა წყლის დალევა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირადი მიზეზების გამო ტაძარში ვერ მიდის. მაგალითად, ხანდაზმულები ან პატარა ბავშვები. მსახურებიდან დაბრუნების შემდეგ წმინდა წყალი პირველ რიგში მათ დაალევინეთ. იმდენი წყალი დაუსხით, რომ ერთი მოსმით დალიოს და ძირში არაფერი დატოვოს.

წმინდა წყლით შეგიძლიათ სახლი აკურთხოთ. ამისთვის ნათლისღების წყალი პატარა ჭურჭელში ააგროვეთ, ლოცვა წაიკითხეთ, მოგვიანებით მთელ სახლს წყალი აპკურეთ. ტექნიკასთან ფრთხილად იყავით, სჯობს მათ წყალი არ მოხვდეს.

როდის შევაგროვოთ წმინდა წყალი 2022 წელს

წყალში ცურვისას განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. ბევრი ამას პირველად აკეთებს და არ იცის, რომ ამას შეიძლება ჯანმრთელობისთვის სერიოზული შედეგები მოყვეს. რა თქმა უნდა, ითვლება, რომ ასეთი ცურვა საზიანო არაა, თუმცა ასეთ ხალხმრავალ ადგილებში მაშველები და ექიმები ტყუილად არ მორიგეობენ. სანამ ნაკურთხ წყალში განიბანებით, ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

მოსაზრებები, როდის შევაგროვოთ წმინდა წყალი და ღირს თუ არა ბანაობა, იყოფა. ეს ნორმალურია, რადგან ტრადიცია შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნათლისღების დღესასწაულისთვის სულიერად უნდა მოემზადოთ. არა მხოლოდ სხეულის, არამედ ფიქრების გაწმენდა აუცილებელია. უფლის ნათლისღებას ლოცვით ტუჩებზე და სიკეთით სავსე გულით შეხვდით.