ყვავილები
მცენარეები ქალური ბედნიერებისთვის
დიზაინერები, ექიმები, ფსიქოლოგები და ასტროლოგებიც ერთხმად თანხმდებიან ოთახის მცენარეების სარგებლიანობას. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოთახის მცენარეები განსაკუთრებულ ატმოსფეროს და კომფორტს ქმნიან. გარდა სუფთა ჰაერის, არომატის და ლამაზი ინტერიერისა – ყოველ მცენარეს აქვს დამატებითი “ბონუსები”. დღეს იმ მცენარეებს გაგიზიარებთ რომლებიც უძველესი დროიდან ქალური ბედნიერების მომტან მცენარეებად ითვლებოდენ.
აიქრიზონი
სუკულენტი რომელსაც აფროდიზიაკის ეფექტი აქვს. მას სიყვარულის ხესაც უწოდებენ. ყვავის ვარსკვლავის ფორმის ყვითელი ყვავილებით, მის ფოთლები კი გულის ფორმას გვაგონებენ.
ჰიბისკუსი
მას ჩინურ ვარდს უწოდებენ. იაპონიაში კი მას სილამაზისა და გაახლების ყვევილად მიიჩნევენ. ამ ყვავილის სამშობლო ინდოეთი გახლავთ. მისგან ინდოეთში პატარძლის გვირგვინს წნავენ. ფენშუის ხელოვნების მიხედვით ამ ყვავილს ვნების გაღვივება და გრძნობების შენარჩუნება შეუძლია.
სპატიფილუმი
ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მცენარე, რომელიც არა მხოლოდ სილამაზისთვის არამედ ჰაერის გაწმენდისა და დატენიანებისთვბისაც გამოგადგებათ. ის ქალურ სილამაზეს და ბედნიერებას ანსახიერებს.
მირტი
ის ჰაერს ეთერზეთებით ამდიდრებს, აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი. მისი ტოტებით პატარძლის გვირგვინს წნავენ, ეს ამაგრებს საქორწინო კავშირს და მოაქვეს ბედნიერება. ეს მარადმწვანე მცენარე თქვენს სახლში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის. ის 2 მეტრამდე იზრდება და თეთრი, მოტკბო სუნის ყვავილებით ყვავილობს.
ანტურიუმი
ეს ღია წითელი, ფორთოხლისფერი ან ოქროსფერი ყვავილი მომაჯადოვებელი არომატით დაგატყვევებთ. მისი დანახვაც კი აგიმაღლებთ ხასიათს. დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დეპრესიას და რაც მთავარია, შენობაში მავნე ბაქტერიების რადენობას შეამცირებს. მისი ფოთლები ჰაერიდან ამიაკს, ტოლუოლსა და ფორმალდეჰიდს ფილტრავენ.
ეტერზეტები და დახვეწილი არომატი – აი მიზიდულობის მთელი საიდუმლო. ეს 5 მცენარე რომელზეც ვისაუბრეთ იმდენად ლამაზები არიან, რომ ნებისმიერი ადამიანის ყურადრებას მიიქცევენ. თუ ახალი ოთახის მცენარის შეძენა გსურთ, ეს კანდიდატები მართლაც საინტერესო ვარიანტია.