Connect with us

ჯანმრთელობა

მცენარეები რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ

ჰიპერტონიის მკურნალობისას პაციენტს სპეციალურ მედიკამენტებს უნიშნავენ, რომლებიც თავიანთი სინთეტიკური შემადგენლობის გამო უამრავ უკუჩვენებას იწვევენ და ჯანმრთელობას აზიანებენ, ეს კი ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში აჯობებს ხალხურ მედიცინას მიმართოთ, სადაც კამაოდ ბევრი მცენარეული რეცეპტი მოიპოვება – წნევის დასარეგულირებლად.

5 მცენარე რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს

1. დარიჩინი. დარიჩინის ხე – უამრავი სასარგებლო მიკროელემენტის წყაროა რომელსაც ჯანმრთელობაზე ძალიან კარგი გავლენა აქვს, მათ შორის არტერიულ წნევაზეც! ამ სანელებელს შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონისს სამკურნალოდ ხშირად იყენებენ. რეცეპტი მარტივია: 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გააზავეთ 1 ჭიქა ცხელ წყალში ან კეფირში. დალიეთ კვების წინ.

2. კუნელი. უნივერსალური საშუალებაა, რომელიც მეცნიერთა კვლევების მიხედვით – საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს სისხლძარღვთა დარღვევების, ნეიროცირკულატორული დისტონიის, კარდიალგიისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ. მისი ფოთლების დახმარებით შეგიძლიათ ტახიკარდიის, არითმიის და მომატებული ნერვული აღზგნებადობისგან გათავისუფლდეთ. რეცეპტი: 1 სუფრის კოვზ კუნელის გამხმარ ფოთლებს დაასხით 300 მილიგრამი მდუღარე წყალი. დააყენეთ თერმოსში 2 დღის განმავლობაში. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 2-4-ჯერ.

3. ორეგანო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარვაკროლი (რომელსაც ორეგანო შეიცავს) გულის შეკუმშვების სიხშირის ნორმალიზებას ახდენს და არეგულირებს სისხლის წნევას. ჰიპერტონიის სამკურნალოდ: 1 სუფრის კოვზ ორეგანოს ფოთლებს – 250 მილიგრამი მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათის განმავლობაში დააყენეთ. ნაყენი გაყავით ორ ნაწილად და დღეში ორჯერ დალიეთ (დილით და საღამოს).

4. ზეთისხილი. ზეითუნის ზეთი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავდებების გაჩენის ალბათობას. ხმელთაშუაზღვისპირეთის მოსახლეობა ძალიან ხშირად იყენებს ზეითუნის ზეთს თავის რაციონში და შესაბამისად მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მაჩვენებელი ძალიან დაბალია! იგივე შედეგის მისაღებად, ხშირად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი – ბოსტნეულის სალათებში.

5. კარდამონი (ილი). ერთ-ერთი მეცნიერული კვლევის დროს, 20 ადამიანი რომლებსაც არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა ქონდათ – სამი თვის განმავლობაში კარდამონს იღებდნენ. რეცეპტი შემდეგია: მწიკვი კარდამონი გახსენით ახალგამოწურულ ატმის წვენში და მაშინვე დალიეთ. თუ ეფექტის გაზლიერება გსურთ მას 1 ჩაის კოვზი ქინძიც დაუმატეთ. ეს წამალი დღეში ორჯერ უნდა დალიოთ, სანამ წნევა ნორმაში არ ჩადგება.