ყვავილები
მსხვილი ბოლოკის გაზრდის საიდუმლო ხრიკები: თითქმის კვერცხის ზომა
როცა დედა სოფელში ცხოვრობდა, წელიწადში 3–ჯერ ბოლოკს რგავდა. პირველად, თესლს შუა აპრილში თესავდა, ამ დროს დღის ტემპერატურა +15 გრადუსამდე იზრდებოდა, საღამოს კი +5 გრადუსამდე ვარდებოდა. გემრიელ, მსხვილ ბოლოკს მთელი ზაფხული ვჭამდით. ბოლოს ნოემბერში თესავდა.
ერთი შეხედვით მსხვილი ბოლოკის გაზრდა მარტივია. ეს ხომ უპრეტენზიო მცენარეა. თუმცა რამდენიმე გავრცელებული შეცდომა არსებობს, რომლებიც ღარიბ მოსავალს იწვევენ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ აიცილოთ თავიდან შეცდომები და გაზარდოთ დიდი ბოლოკი.
ნაყოფიერი ნიადაგი
უხვი სასუქი მსხვილი ბოლოკის გაზრდაში ვერ დაგეხმარებათ. პირიქით, ბევრი აზოტის გამო ბოლოკი უფრო პატარა და მაგარი გამოვა. ბოლოკის მოსაყვანად ნიადაგი რომ გაანაყოფიეროთ, შემოდგომაზე ნეშომპალა ან კომპოსტი დაუმატეთ. ბოლოკს ფხვიერი მიწა ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, ტორფის დამატება და პერიოდულად მიწის გაფხვიერება არ დაგავიწყდეთ.
დარგვის დრო
ბოლოკის გასაზრდელად საუკეთესო დროა ნაადრევი გაზაფხული ან გვიანი შემოდგომა. როგორც ძირნაყოფ კულტურას, მოკლე დღის სინათლე და სიგრილე უყვარს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ბოლოკის დარგვას აზრი არ აქვს. უპირატესობა მიანიჭეთ დახურულ სათბურს ან ბოსტნის დაჩრდილულ ნაწილს.
მორწყვა
რეგულარული და უხვი მორწყვა მოსავალზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. თუ მსხვილი და წვნიანი ნაყოფის მიღება გსურთ, კვლევები 3 დღეში ერთხელ მაინც მორწყეთ. როგორც უკვე ვთქვით, მორწყვასთან ერთად სასუქის მიწოდება აუცილებელი არაა.
სასუქი
თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, მინერალური სასუქი გამოიყენეთ. ნიადაგში ნაყოფის ფორმირების სტადიაზე დაუმატეთ. უპირატესობა ფოსფორ–კალიუმის შემადგენლობას მიანიჭეთ. ასეთი სასუქი ბოლოკის ზრდას სტიმულირებს.
საუკეთესო სახეობა
აქ, არჩევა რთულია. კონკრეტულად თქვენს ნაკვეთში დასარგავად საუკეთესო ბოლოკის ჯიშის შერჩევა მხოლოდ ექსპერიმენტების მეთოდით შეიძლება. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ ნაადრევი და ულტრა ნაადრევი ჯიშები კარგად იზრდება. მათ შორისაა „დურო“, „ფრანგული საუზმე“, რიზენბუტენი“ და „ჩერიეტი“.
როგორც ხედავთ, საკმაოდ რეალურია, რომ ოჯახის წევრები წელიწადში 6 თვე ბოლოკით გაანებივროთ. თქვენ ამ ძირნაყოფს ზრდით თუ ბაზარში ყიდულობთ? რომელი ჯიშებიდან ახერხებთ დიდი ბოლოკის გაზრდას? თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.